გამაჯანსაღებელი ტურიზმის რესურსები და პერსპექტივები კახეთის რეგიონში - მდგრადი განვითარების კონტექსტში
DOI:
https://doi.org/10.52340/tuw.2024.37.01.31საკვანძო სიტყვები:
კახეთი, მდგრადობა, ტურიზმი, რეკრეაცია, მინერალური წყალიანოტაცია
ნაშრომში „გამაჯანსაღებელი ტურიზმის რესურსები და პერსპექტივები კახეთის რეგიონში - მდგრადი განვითარების კონტექსტში“ განხილულია ტურიზმის ამ მიმართულების მზარდი მოთხოვნილების მიზეზები და ის შედეგები, რომელიც მას მოაქვს ქვეყნისა თუ რეგიონისთვის. ნაშრომის მიზანია, გაარკვიოს, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს იმისათვის, რომ კახეთის რეგიონში განვითარდეს სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმი. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ თანამედროვე ცხოვრებაში უფრო და უფრო იზრდება მოგზაურთა ინტერესისამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის მიმართ, უპირატესობა კი, რაც ტურიზმის ამ მიმართულებას ახასიათებს, არის ვიზიტორთა მაღალი მხარჯველუნარიანობა.
საქართველომ 2024 წლის ტურიზმის სამოქმედო გეგმაში, მის საკომუნიკაციო სტრატეგიაში ერთ-ერთ მთავარ მიზნად გამაჯანსაღებელი და სამედიცინო ტურიზმის განვითარება მიუთითა. ქვეყანაში ბალნეო და კლიმატური კურორტების მიმართულების განვითარებისთვის ძალიან დიდი რესურსი არსებობს, რომელიც სრულად არ არის იდენტიფიცირებული და ათვისებული. მის ათვისებას წინ უნდა უძღვოდეს მეცნიერული კვლევები და მისი შედეგების ანალიზი.
მინერალური წყლები, სამკურნალო ტალახი, ტყე, ჯანსაღი გარემო, კლიმატი და ღვინის წარმოება, საკმარისი მიზეზია იმისათვის, რომ კახეთის რეგიონში გამაჯანსაღებელი და „ველენს“ ტურიზმის განვითარების პერსპექტივები გამოვიკვლიოთ. რეგიონში არსებული ბუნებრივი და რეკრეაციული რესურსები უფრო აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ადგილობრივი მოსახლეობის თუ უცხოელი ვიზიტორების დასვენების, პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციის მიზნით. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ დასათვალიერებლად ჩამოსული სტუმარი ერთიდან სამ დღეზე მეტს არ ჩერდება კახეთში. იმისათვის, რომ მაღალმხარჯველიანი ტურისტი მოვიზიდოთ, რომლებიც უფრო ხანგრძლივად დარჩებიან დესტინაციის ადგილზე და უფრო მეტ ფულს დახარჯავენ, საჭიროა სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარება.
ნაშრომში წარმოდგენილი დასკვნების მიხედვით, ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ხარისხი, უწყვეტობა და ბალანსი, რომელსაც კომპლექსური მიდგომა სჭირდება. ნაშრომში დასახული მიზნები განხორციელებადია, რადგან კახეთის რეგიონში არსებობს რეკრეაციული რესურსები სამკურნალო და გამაჯანსღებელი ტურიზმის განვითარებისათვის; არსებული რესურსების შესასწავლად კი უნდა დაიწყოს კვლევები და მიღებული შედეგების მიხედვით შეიქმნას ერთიანი ბაზა; განისაზღვროს ამ რესურსების პოტენციალი.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
პროექტის -“თელავის მუნიციპალიტეტის ტურისტული ინდუსტრიის სერვისების შესწავლა, ანალიზი და კვლევის ინსტრუმენტების შემუშავება”- მასალები.