ცისკენ მიმავალი „ნაფეხურები“ (ნინა ნეკერის პოეზიის შესახებ)
DOI:
https://doi.org/10.52340/tuw.2024.37.01.27საკვანძო სიტყვები:
ნინა, ნეკერი, პოეზია, ქართული, ნაფეხურებიანოტაცია
ნინო ნეკერიშვილის (ფსევდონიმით ნინა ნეკერი) პირველი პოეტური კრებული დაიბეჭდა 2011 წელს, გამომცემლობა „კალმოსანში“, ჩემი რედაქტორობით. ნინას თარგმანებიც ცნობილია მკითხველისთვის, ესენია: ჯონ ბოინის „ბიჭი ზოლიან პიჟამაში“, კასანდრა კლერის „მექანიკური პრინცესა“ და „ზეციური ცეცხლის ქალაქი“.
ნაშრომში შევეცდები, განვიხილო ნინა ნეკერის ლექსები, როგორც შინაარსის, ასევე, ფორმის თვალსაზრისით. დასაწყისშივე აღვნიშნავ, რომ მისი სტრიქონი თავისუფლების მაღალი ხარისხით გამოირჩევა; ავტორი ექსპერიმენტატორია და მუდმივ ლიტერატურულ ძიებაშია.
აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ხანდახან მწერალი არ ჰგავს თავის ტექსტს, პირიქით, მისი სრული ანტიპოდია. ნინა ნეკერის შემთხვევაში, პოეტი-პოეზიის მსგავსება იმდენად დიდია, რომ ასე ვიტყოდი: ნინას პოეზია მისი პიროვნების ლიტერატურული განსხეულებაა, ხოლო თვით ნინა - თავისი პოეზიის ზუსტი ასლი. მისი ლექსი ისეთივე თამამი, აზრიანი და მომხიბვლელია, როგორც თავად ავტორი. მისი ლექსების ლირიკული გმირი თვითრეფლექსიას ახდენს და საკუთარ თავში რწმენა-ურწმუნოებისა და ცოდვა-უცოდველობის პოლარულ კონცეპტებს განიხილავს; აკრძალული ხის სამოთხისეული სიმბოლო-ალუზია, ყოველივე ტაბუდადებულისადმი ადამიანური ბუნებით დეტერმინირებულ ინტერესს აღნიშნავს. ლირიკული გმირი საუბრობს იმ ნახევრად განსაზღვრულ მდგომარეობაზე, რომელიც ინფანტილური პერსონის მახასიათებელია და მნიშვნელოვან შინაგან გაორებასა და ტანჯვას იწვევს. პოეტი უკან არ იხევს, რათა გამოხატოს ყველაზე იჭვნეული, დაფარული და აუღიარებელი ადამიანური გრძნობები. ის იმდენად ავთენტური და თამამია, რომ თავისი სტიქონის გარეთ არანაირი სხვა ამონახსენისა და ფანტაზიის საშუალებას არ აძლევს მკითხველს. მისი ყველა გზავნილი მკაფიოა, გაურანდავი და მძიმე. ლექსში „ეკიპაჟელი“ პოეტი ეხმაურება უოლტ დისნეის გახმაურებული კინოს „კარიბის ზღვის მეკობრეები“ პერსონაჟს - მეკობრე ჯეკ ბეღურას, თანამოაზრეობას უცხდებს და მის ეკიპაჟს უერთდება:
ნინა ნეკერის „ლაკონურად“ აქცენტური ლექსის ძალიან კარგი მაგალითია. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ლექსი, თავისი ბუნებით, სილაბური ან სილაბურ-ტონურია, ხოლო აქცენტური ლექსი, გამომდინარე ქართული უმახვილო ენის სპეციფიკიდან, არ არის ორგანული ჩვენი პოეზიისთვის, ნინა ნეკერი საუცხოოდ ართმევს თავს ამ გამოწვევას. ლექსის სტრიქონებში სილაბურობა დარღვეულია, რიტმულობა კი მთლიანად აქცენტური მახვილების შეგრძნების ხარჯზე ნარჩუნდება. მოცემული ლექსი ანჟამბამანის მკაფიო მაგალითიცაა, ხოლო სტრიქონებზე გარდამავალი წინადადებები ექსკლუზიურ სტრუქტურას აყალიბებებენ;
ნინა ნეკერის პოეზიაში შერწყმულია ბრძოლის ჟინი, სიმამაცე და ლიტერატურულ ხულიგნობამდე მისული გამბედაობა, დიდ ქალურ ვნებებსა და ემოციებთან. ის მიმდინარე ქართული პოეზიის ერთ-ერთი საინტერესო და ნიჭიერი წარმომადგენელია.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ნეკერი, ნ. (2011). ნაფეხურები. თბილისი: გამომცემლობა „კალმოსანი“.