ტოპონიმები გოდერძი ჩოხელის რომანში ,,ადამიანთა სევდა”

ტოპონიმები გოდერძი ჩოხელის რომანში ,,ადამიანთა სევდა”

ავტორები

  • შორენა წიგნაძე იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/tuw.2024.37.01.26

საკვანძო სიტყვები:

გოდერძი ჩოხელი, ტოპონიმები, ეტიმოლოგია, სემანტიკა, მორფოლოგია

ანოტაცია

ტოპონიმები ბგერათა უაზრო შენაერთს როდი წარმოადგენსმათში არეკლილია ჩვენი ქვეყნის წარსული ყოფა-ცხოვრება. ამიტომაცაა, რომ  ტოპონიმების კვლევა  ქვეყნის ისტორიის  შესწავლის ტოლფასადაა მიჩნეული.

        ქართული ტოპონიმების პირველი მეცნიერული შესწავლა უკავშირდება გამოჩენილ ქართველ სწავლულსა და ისტორიკოსს, გეოგრაფ ვახუშტი ბატონიშვილს.  თუმცა, ტოპონიმების შესახებ ცნობები შემონახულია V-XI და XII-XVIII საუკუნეების ისტორიულ წყაროებში. ადგილობრივ ტოპონიმთა შესახებ საკმაოდ მნიშვნელოვანი ცნობები დაცულია ,,ქართლის ცხოვრებაში”.

ტოპონიმების შესწავლა საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა გოდერძი ჩოხელის რომანში ,,ადამიანთა სევდა“.  აქ მათი რიცხვი  ოცდათზე მეტია. მათი ლინგვისტური ანალიზი შესაძლებელია რამდენიმე ასპექტით,  კერძოდ: მორფოლოგიური, სემანტიკურ-ეტიმოლოგიური და ისტორიულ-დიალექტოლოგიური.

რომანში არსებული ტოპონიმები დავაჯგუფეთ სტრუქტურა-წარმოების მიხედვით, რის შედეგადაც მივიღეთ შემდეგი სურათი:

  1. ტოპონიმთა ნაწილი მიიღება ძირეული საზოგადო სახელის რომელიმე ბრუნვის, ჩვეულებრივ, სახელობითი ბრუნვის ფორმით. ფუძეთა დაბოლოების მიხედვით ტოპონიმები ხმოვანფუძიანია ან თანხმოვანფუძიანი.
  • ხმოვანფუძიანებია: დიხჩო, დაუმაცხო, ლიდა, მაქართა, ხოზა.
  • თანხმოვანფუძიანებია: გუდამაყარი, ჩოხი, კიტოხი, ათნოხი, გამსი.
  1. ტოპონიმები, რომლებიც წარმოქმნილია სიტყვათსაწარმოებელი აფიქსებით. გეოგრაფიულ სახელებთან რომანში გამოყენებულია რიგი მაწამოებლებისა: -ურ, -ელ,   -იან, სა-ე, სა-ო.

სა, საო -  კონფიქსები დანიშნულებას გამოხატავენ. მათგან ნაწარმოებ ტოპონიმებშიც თავდაპირველად ამავე ფუნქციითაა ნახმარი - საქორე, საყორნე, სალაღო - მიანიშნებდნენ ადგილს სადაც მრავლად ბინადრობდა ისეთი ფრინველი, როგორიცაა ქორი, ყორანი; ხოლო სალაღო, უნდა მიანიშნედეს ადგილს, რომელიც გართობას, ლაღობას უკავშირდება.    

-ურ -  წარმომავლობის სახელთა  მაწარმოებელი სუფიქსით მიღებული ტოპონიმები: ცუცქუნაურნი, ჩობოლაური. გვხვდება გეოგრაფიული სახელები, რომელთაც  -ურ მაწარმოებელთან ერთად დაერთვის ნ, რომელიც ძირითადად არსებით სახელებს (გვარებს) ერთვის და მრავლობითობას გამოხატავს.

-იან - ქონების ზედსართავ სახელთა მაწარმოებლიანი  ტოპონიმები, რომლებიც მიღებულია ადამიანთა გვარ-სახელებისაგან.

  1. დასტურდება ტოპონიმები, რომლებიც მიიღება სიტყვათშეერთების გზით: გუდამაყარი, წინამხარი. დასახელებულ კომპოზიტებში ორივე სიტყვა არსებითი სახელია ან ზედსართავი სახელი და არსებითი.
  2. ტოპონიმები გადმოცემულია მსაზღვრელ-საზღვრულის ფორმით: საჩალის ჭალა, ნარიანაის მთა, ოზანას მთა, ბერების მთა, ელიას მთა, ადგილის დედა. გამოყენებულია სუბსტანტიურ მსაზღვრელიანი ფორმა, რომელიც ნათესაობითში მდომი არსებითი სახელით არის წარმოდგენილი და კუთვნილებას გამოხატავს.

    გამოიყოფა ისეთი ფენა გეოგრაფიული სახელებისა, რომელთა წარმოშობაც არქაულ პერიოდს უკავშირდება. სწორედ ამ ფაქტორის შედეგია ის, რომ ბევრი მათგანის ეტიმოლოგიის დადგენა შეუძლებელია. აღნიშნულის ნათელსაყოფად განვიხილეთ გოდერძი ჩოხელის რომანში არსებული რამდენიმე ტოპონიმი: გუდამაყარი, დაუმაცხო და ბოსელი.

გოდერძი ჩოხელის რომანში არსებული ტოპონიმების ანალიზმა მოგვცა  შესაძლებლობა გამოგვეყო ის თავისებურებები, რომელიც თითოეული მათგანის მორფოლოგიურ, დიალექტოლოგიურ თუ ეტიმოლოგიურ-ისტორიულ განსხვავებულობას წარმოაჩენს.

 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ვახუშტი. (1941). აღწერა სამეფოსა საქართველოსა; გამომცემლობა სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, PDF.

თოფჩიშვილი, რ., (2005), ეთნოისტორიული ეტიუდები, წიგნი I, თბილისი, PDF ვერსია (მოძიებულია 14. 05, 2023წ.).

მაისურაძე, ი. (1979), ქართული გვარ-სახელები, სემანტიკა, სტრუქტურა, ეტიმოლოგია, თბილისი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.

ქართლის ცხოვრება (1973), ბატონიშვილი ვახუშტი აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ტ.IV. თბილისი, ,,საბჭოთა საქართველო”.

შანიძეა კ., (1973) ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები, I, თბილისი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.

ხორნაული. გ., (2003), ქართული ონომასტიკონი, თბილისი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.

საანალიზო წყარო:

ჩოხელი. გ., (2022) პროზა, პოეზია, წერილები; თბილისი, გამომცემლობა,,პალიტრა L”.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-03-15

როგორ უნდა ციტირება

გამოცემა

სექცია

1200 ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები (ყველა) /1203 ენა და ენათმეცნიერება
Loading...