ლიტერატურული თარგმანის ლინგვისტური და კულტურული სიღრმეების კვლევა აბსტრაქტი
DOI:
https://doi.org/10.52340/tuw.2024.37.01.24საკვანძო სიტყვები:
ოტია იოსელიანი, ცეცხლთან თამაში, ლიტერატურული თარგმანი, კულტურული ნიუანსი, ლინგვისტიკა, თარგმნის პროცესიანოტაცია
თარგმნა რთული ფენომენია, რომელიც განსაკუთრებულ უნარებს მოითხოვს, რათა ზუსტად გადმოსცეს სათქმელი სათარგმნ ენაზე.
განასხვავებენ ლიტერატურული და ტექნიკურ/სამეცნიერო ტიპის თარგმანებს, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისგან მიზნის, სტილის, ენის გამოყენებისა და მიდგომის თვალსაზრისით. ტექნიკური/სამეცნიერო თარგმანის მთავარი მიზანი არის სპეციფიკური და ზუსტი ინფორმაციის გადმოცემა მედიცინის, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და სხვა სპეციალიზებული თემების შესახებ. შესაბამისად, ტექნიკური/სამეცნიერო თარგმნის პროცესში ყურადღება უფრო ფუნქციონალობაზეა გამახვილებული, ვიდრე სტილსა თუ შემოქმედებითობაზე. ხოლო ლიტერატურული თარგმანისას მთავარი მიზანი არის ორიგინალური ტექსტის მხატვრული, კულტურული და ემოციური ნიუანსების მიტანა მკითხველამდე.
შესაბამისად, ლიტერატურული თარგმნა არის როგორც ხელოვნება, ისე მეცნიერება, რომელიც მოითხოვს არა მხოლოდ ენობრივ უნარებს, არამედ კულტურული ნიუანსებისა და ლიტერატურული ტრადიციების ღრმა გააზრებას. ლიტერატურული ტექსტების თარგმნა განსაკუთრებით რთულია, რადგან ეს მოიაზრებს არა მხოლოდ სიტყვების პირდაპირ გადმოცემას, არამედ ემოციურ სიღრმეებში, კულტურულ კონტექსტსა და სტილისტურ ელემენტებში ჩაწვდომას, რომლებიც მთლიანობაში ქმნიან ორიგინალურ ნამუშევარს თარგმანის სახით.
მოცემულ სტატიაში განხილულია ოტია იოსელიანის ნოველის „ცეცხლთან თამაში“ თარგმნის პროცესი, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ სტრატეგიებსა და ტექნიკებს, რომლებიც გამოყენებულ იქნა ამ ქართული ლიტერატურული ნამუშევრის ინგლისურ ენაზე გადატანისას. თარგმნის ვარიაციათა ანალიზის საშუალებით, სტატიაში განხილულია, თუ როგორ გავლენას ახდენს კონკრეტული თარგმანი ნათარგმნ ტექსტზე მისი ლინგვისტური და კულტურული კონტექსტების გათვალისწინებით. თარგმნის პროცესში წარმოშობილი კონკრეტული გამოწვევებისა და მთარგმნელის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განხილვისას, აღნიშნული კვლევის მიზანია გააზიაროს სირთულეები, რომლებიც დაკავშირებულია ენობრივი ერთეულების — ფრაზების, სიტყვების და სრული წინადადებების — თარგმნასთან, კულტურულ და ეთნიკურ ნიუანსების გათვალისწინებით. გარდა ამისა, ეს სტატია ხაზს უსვამს თარგმნის კვლევების უფრო ფართო მნიშვნელობას, რომელიც საშუალებას აძლევს სიღრმისეულად გავიგოთ ენის, კულტურისა და ლიტერატურის დინამიური ურთიერთობა, განსაკუთრებული ყურადღებით იმაზე, თუ როგორ ფორმირებენ თარგმნის გადაწყვეტილებები საბოლოო პროდუქტს.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ოსელიანი, ო. (1963), მე და სივარული, გამომც. ლიტერატურა და ხელოვნება, თბილისი
Bassnett, S. (1991). Translation Studies (1st ed.). London: Routledge.
Cronin, M. (2003). Translation and Identity. London: Routledge
Grossman, E. (2005). Why Translation Matters. New Haven: Yale University Press