რეკლამის ენა სოციალურ მედიასა და გაზეთებში: შედარებითი ლინგვისტური ანალიზი
DOI:
https://doi.org/10.52340/tuw.2024.37.01.22საკვანძო სიტყვები:
სარეკლამო ენა, სოციალური მედია, გაზეთები, არაფორმალური, ფორმალური, მიმზიდველი, სანდოობაანოტაცია
რეკლამა ადამიანის მიერ სპეციალური კომუნიკაციური მიზნების მისაღწევად ყურადღებით შემუშავებული წერილობითი ენის ნიმუშს წარმოადგენს. სარეკლამო ენა ძლიერი ინსტრუმენტია, რომელიც მომხმარებელთა ქცევის გავლენისა და მიზნობრივ აუდიტორიებზე ხანგრძლივი შთაბეჭდილების შექმნის შესაძლებლობას იძლევა. ის ხასიათდება კომპაქტურობით, დამაჯერებლობით და უნიკალური სტილისტური მახასიათებლებით, რაც მას მნიშვნელოვნად განასხვავებს ყოველდღიური კომუნიკაციური ენისაგან. ეფექტური რეკლამა გამოირჩევა განსაკუთრებული სტილით, რომელიც ორივე მხარის — რეკლამის დამკვეთისა და მომხმარებლის — ინტერესებს პასუხობს.
ნაშრომში განხილულია ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებული რეკლამების ლინგვისტური თავისებურებები ორ განსხვავებულ მედია საშუალებაში: სოციალური მედიის პლატფორმებზე, კერძოდ Facebook-სა და Instagram-ზე, და ტრადიციულ გაზეთებში. აღნიშნული მედიასაშუალებებიდან შერჩეული რეკლამების თვისობრივი ანალიზი ავლენს მნიშვნელოვან განსხვავებებს სარეკლამო ტონის, ლექსიკის, სინტაქსისა და რიტორიკული ხერხების გამოყენების თვალსაზრისით.
კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ აუდიტორიის ყურადღების მიპყრობის მიზნით სოციალური მედიაში არსებული რეკლამები იყენებს ინტერაქტიულობას, მოკლე ფორმატს და ციფრულ ტრენდებს. ასეთ რეკლამებში ხშირად ვხვდებით არაფორმალურ ენას, ემოჯებს, ჰეშთეგებს და ვიზუალურად მიმზიდველ კონტენტს, რაც ხელს უწყობს აუდიტორიასთან კავშირის შეგრძნებისა და უშუალობის შექმნას. მათი ენა არაოფიციალური, მიმზიდველი და სოციალური მედიის სწრაფი მოხმარების ოპტიმიზირებული ფორმატითაა შედგენილი.
ამის საპირისპიროდ, საგაზეთო რეკლამები აქცენტს აკეთებს ფორმალურობაზე, სანდოობასა და დეტალური ინფორმაციის მიწოდებაზე. ისინი გამოირჩევა მკაფიო სათაურებითა და დეტალური აღწერილობებით და ხშირად ეყრდნობა კლასიკურ რიტორიკულ სტრატეგიებს, რათა აუდიტორიის რაციონალურობასა და ნდობაზე მოახდინოს ზემოქმედება. საგაზეთო რეკლამებში გამოყენებული ლექსიკა უფრო დახვეწილი და ზუსტია, გათვლილია მკითხველთა იმ სეგმენტზე, რომელთაც სიღრმისეული და სანდო ინფორმაციის მოპოვება სურთ.
ზემოთაღნიშნულ პლატფორმებზე გამოქვეყნებული რეკლამების ანალიზი ცხადყოფს თუ როგორ ახერხებენ რეკლამის ავტორები სხვადასხვა მედიასაშუალებების უნიკალური კომუნიკაციური მიზნებისა და გამოწვევების მართვას. ეს კვლევა ხელს უწყობს რეკლამის ენის ევოლუციის ფართო გაგებას, რაც ასახავს მედიის ტექნოლოგიურ პროგრესთან და აუდიტორიის მოთხოვნებთან ადაპტაციის პროცესს.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Brierley, S. (2002). The Advertising Handbook. Routledge;
Dyer, G. (2004). Advertising as communication. London: Methuen & Company;
Gaw, W. A. (1965). Advertising Method Media. San Francisco: Wadsworth Publishing Company;
Kaplan, A. M., & Haenlein, M. (2010). Users of the world, unite! The challenges and opportunities of Social Media." Business Horizons, 53(1), 59-68;
Lapanska, J. (2006). Language of Advertising with the concentration on the linguistic means and analysis of Advertisement slogans, Bratislava;
Wardaugh, R. (2009). An Introduction to Sociolinguistics. United Kingdom: Blackwell Publishing.
The Guardian (UK), Food Section, retrieved from https://www.theguardian.com/europe on December 2, 2024
The New York Times, Fashion Section, retrieved from https://www.nytimes.com/ on December 4, 2024
The Washington Post, Technology Section, retrieved from https://www.washingtonpost.com/ on December 3, 2024

