1924 წლის სექტემბერში სიღნაღის მაზრაში დახვრეტილები (საარქივო მასალების მიხედვით)

1924 წლის სექტემბერში სიღნაღის მაზრაში დახვრეტილები (საარქივო მასალების მიხედვით)

ავტორები

  • თენგიზ სიმაშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/tuw.2024.37.01.12

საკვანძო სიტყვები:

1924 წელი, შეიარაღებული აჯანყება, სიღნაღის მაზრა, დახვრეტილები

ანოტაცია

1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა შეიარაღებული აჯანყებიდან 100 წელი გავიდა. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მათ შორის კახეთში - თელავის და სიღნაღის მაზრებში, საბჭოთა ხელისუფლების ადგილობრივმა ძალისმიერმა სტურქტურებმა, 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით უამრავი ადამიანი დააპატიმრეს და მათი ნაწილი დახვრიტეს.

      ჩვენ მიერ მოძიებული, 1924 წელს კახეთში დახვრეტილი ადამიანების საერთო სიების დეტალური ანალიზიდან ჩანს, რომ ისინი არასრულია. იმ მასალების მიხედვით, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში არის დაცული, 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა შეიარაღებულ აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით სულ 857 ადამიანი დაუხვრეტიათ. აღნიშნული საერთო სიები ორ ეგზემპლარადაა წარმოდგენილი და ორივეს თანდართული აქვს თუ რა რაოდენობის, რა წოდების და სოციალური ფენის წარმომადგენელი ადამიანი იქნა დახვრეტილი საქართველოში 1924 წლის აგვისტო-სექტემბერში.

    საარქივო მასალების ანალიზიდან გამომდინარე, დახვრეტილი ადამიანების გვარ-სახელების ნაწილი, საქართველოს მაზრებში დახვრეტილების საერთო სიაში, სადაც გამოყვანილია დახვრეტილი პირების რაოდენობის ჯამი, საერთოდ არ არის ასახული. მაგალითად, ამ უკანასკნელში სიღნაღის მაზრაში დახვრეტილი პირების ჩამონათვალს აკლია: კორაშვილი ნიკოლოზ ნოდარის ძე; ხირსელი ალექსანდრე სოლომონის ძე; რცხილაძე გიორგი ნიკოლოზის ძე; ნანობაშვილი გიგა ნიკოლოზის ძე; ნაცვლიშვილი გიორგი პეტრეს ძე და სხვა პირები.

        სიღნაღის მაზრაში დახვრეტილების სიებში სხვა სახის შეცდომებსაც ვხვდებით. მაგალითად, 1924 წლის სექტემბერში დახვრეტილი - ,,აბაშიძე ნიკოლოზ ილიას ძე, 35 წლის, ეროვნულ-დემოკრატი, თავადი, საშუალო’’, დაბადებული იყო 1869 წელს და დახვრეტის დროს ვერ იქნებოდა 35 წლის. ეს და სხვა მსგავსი შეცდომები, სიღნაღის მაზრაში დახვრეტილი პირების შესახებ არსებულ ყველა საარქივო მასალებშია გამეორებული.

      საქართველოს ეროვნული არქივის ფონდებში, საქართველოს სსრ-ს ,,სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის’’ საარქივო მასალებში დაცულია, 1924 წლის ოქტომბერში თელავის და სიღნაღის მაზრის სოფლებში ჩატარებული სოფლის მოსახლეობის კრებების ოქმები. ისინი შეეხება, 1924 წლის სექტემბერში სოფლებიდან მოსახლეობის, ძირითადად თავადაზნაურობის, სამღვდელოების და ინტელიგენციის განდევნის სასტიკ პროცესს. საარქივო მასალების შინაარსის მიხედვით, სიღნაღის მაზრაში სოფლებიდან საბჭოთა ხელისუფლებისთვის მიუღებელი პირების გაძევებას, ზოგიერთ სოფელში თან ახლდა, ადამიანებზე ფიზიკური ანგარიშსწორება და ყოველგვარი სასამართლოს გარეშე მათი დახოცვა ბრბოს მიერ

     სიღნაღის მაზრის ახაშენ-ჩუმლაყის სასოფლო საბჭოს, 1924 წლის 2 ოქტომბრის სხდომის ოქმში სოფლიდან განდევნილი ადამიანების ჩამონათვალში დასახელებულია - ,,დახვრეტილი გიორგი წინამძღვრიშვილის ოჯახი’’. აღსანიშნავია, რომ დახვრეტილი პირების შესახებ შექმნილ, ჩვენს მიერ გაანალიზებულ არც ერთ საარქივო მასალაში, სიღნაღის მაზრაში დახვრეტილების სიებში გიორგი წინამძღვრიშვილის სახელი და გვარი არ ფიგურირებს.

       ამრიგად, შესაძლებელია დავასკვნათ, რომ 1924 წლის აგვისტო-სექტემბერში სიღნაღის მაზრაში დახვრეტილი ადამიანების რაოდენობა იყო მეტი, ვიდრე ეს ოფიციალურადაა ცნობილი.

 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

სიმაშვილი, თ., (2020) საბჭოთა რეპრესიები თელავში - 1921-1924 წლები. ნაწილი I. გამომცემლობა ,,მერიდიანი“

საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი, ფონდი 284, ანაწერი 3, საქმე 42

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 6, აღწერა 1, საქმე 2426

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 12, აღწერა 1, საქმე 10

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები, ნიკოლოზ ილიას ძე აბაშიძე http://www.nplg.gov.ge/ilia/ka/00011303/?fbclid=IwY2xjawHFao9leHRuA2FlbQIxMAABHQe7lKgADaAXcDZUbeLVC_5sMMWIk7HqMLCmrJ2KeUFInkNUKaAI88H5xg_aem_0A-YEQswOurRLLn-Dx-syA

გამოქვეყნებული

2025-03-13

როგორ უნდა ციტირება

სიმაშვილი თ. (2025). 1924 წლის სექტემბერში სიღნაღის მაზრაში დახვრეტილები (საარქივო მასალების მიხედვით). თელავის უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, (1(37). https://doi.org/10.52340/tuw.2024.37.01.12

გამოცემა

სექცია

ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები
Crossref
0
Scopus
0
Loading...