ჩრდილო კავკასიელები, გენუელთა კოლონიები და ყირიმის სახანო XV საუკუნეში

ჩრდილო კავკასიელები, გენუელთა კოლონიები და ყირიმის სახანო XV საუკუნეში

ავტორები

  • ზაურ გუმაშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი image/svg+xml
  • თამარ ღურწკაია იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/tuw.2024.37.01.09

საკვანძო სიტყვები:

ჩრდილო კავკასია, გენუელები, ვაჭრები, მონათვაჭრობა, ზედა ფენა, ყირიმის სახანო, ადგილუფროსობა

ანოტაცია

XV საუკუნეში ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში ტანასა (აზოვი) და სებასტოპოლისს (სოხუმი) შორის წარმოიშვა გენუელთა 39 კოლონია. გენუელთა კოლონიების ეთნიკური შემადგენლობა საკმაოდ ჭრელი იყო. სამაგიეროდ ამ სიჭრელეში გენუელთა რაოდენობა ძალზე უმნიშვნელო რაოდენობით გამოირჩეოდა.

   იურიდიული თვალსაზრისით გენუელები წარმოადგენდნენ სრულიად პრივილეგირებულ მოქალაქეებს, რადგანაც უმცირესობაში მყოფი მოსახლეობის კოლონიებში თვითმმართველ ორგანოებში მათ იმდენივე ადგილი ეკავათ, რამდენიც სხვა დანარჩენ მაცხოვრებლებს ერთად, რომლებიც მოსახლეობის რაოდენობით ათჯერ მეტნი იყვნენ ვიდრე გენუელები.

   აღნიშნული პერიოდისათვის ფართო გამოხმაურება მოჰყვა მონათვაჭრობას. მონების დიდი უმრავლესობა, რომლებიც შავი ზღვისპირეთიდან გაჰყავდათ სხვადასხვა ქვეყნებში ძირითადად შედგებოდა თათრებისაგან, ადიღეელთაგან, აფხაზებისგან და დაღესტნელებისა და სხვა კავკასიელებისაგან. განსაკუთრებით დიდი ბაზრობები იმართებოდა ქ. კაფაში, ტანაში, სებასტოპოლისში და კოპარიოში.

   XIII საუკუნის მეორე ნახევარში თათრებმა დაიწყეს ყირიმში გამაგრება. დასაწყისისათვის მათ გადაწყვიტეს მომთაბარეობა და მხოლოდ გამოსაზამთრებლად რჩებოდნენ ყირიმში, გაზაფხულზე კი საქონლის ჯოგებთან ერთად ბრუნდებოდნენ დნეპრის სტეპებში. დროთა ვითარებაში მათ მიიტაცეს მიწები და თავიანთ ძალაუფლებას დაუმორჩილეს აქ მაცხოვრებელი ხალხები: ლაზები, სომხები, ბერძნები და სლავები.

   უკვე XIV საუკუნის დასაწყისისათვის თათრები ყირიმში ფაქტობრივად მტკიცედ დამკვიდრდნენ და აქ ჩამოაყალიბეს ოქროს ურდოსთან ვასალურ მდგომარეობაში მყოფი ადგილუფროსობა, რომლის უფროსად ოქროს ურდოს მიერ დანიშნული „ტუმანჯი“ დიდი უფლებებით სარგებლობდა.

 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

Atti della societa di storia patria. Genova, 1939 T 7 . F2, 168, 177, 266, 575-680

Барбаро и Контарини о России: К истории итало- - русских связей в XV в. Л., 1971. С.138

Клавихо. Путешествие по двору Тимура Спб., 1881. с. 167-168

Иоанн де-Галонифонтыбус. Сведения о народах Кавказа 1404/ пер. З. М. Буниятова. Баку. 1980 г. с.17.

П.С.РЛ, М.1965. т 12. С. 168

Сб. РИО. СПб, 1884 т. 41. С.111.

გამოქვეყნებული

2025-03-13

როგორ უნდა ციტირება

გუმაშვილი ზ., & ღურწკაია თ. (2025). ჩრდილო კავკასიელები, გენუელთა კოლონიები და ყირიმის სახანო XV საუკუნეში. თელავის უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, (1(37). https://doi.org/10.52340/tuw.2024.37.01.09

გამოცემა

სექცია

ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები
Loading...