თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ინოვაციები ქართული ღვინის ინდუსტრიაში

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ინოვაციები ქართული ღვინის ინდუსტრიაში

ავტორები

  • ნინო ვეფხიშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/tuw.2024.37.01.04

საკვანძო სიტყვები:

თესაუ, ღვინო, ღვინის კომპანია, მეცნიერება, ბიზნესი

ანოტაცია

XXI საუკუნის დასაწყისიდან ქართულმა მეღვინეობამ არაერთი რყევა განიცადა. რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებული ემბარგო ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი გახდა იმის, რომ ქართულ ღვინოს ევროპის, აზიის და ამერიკის ქვეყნებში ეძია გასაღების ბაზრები. ახალი მომხმარებლისათვის განსხვავებული ხარისხის პროდუქციის მისაწოდებლად საჭირო გახდა ტრადიციული მეღვინეობის აღორძინება, ტექნოლოგიების მოდერნიზება და გარკვეული ინოვაციების შეტანა, ასევე, ქართული ღვინის ასორტიმენტის ახალი პროდუქციით გამრავალფეროვნება.

   ამ გამოწვევების წინაშე დადგა ღვინის მწარმოებელი დიდი კომპანიები და ახლადდაარსებული საოჯახო მარნები. ცხადი გახდა, რომ ახალი, ერთობლივი სიტყვა უნდა ეთქვათ ამ დარგის მეცნიერ-მუშაკებს და პრაქტიკოს-სპეციალისტებს, ვინც ინოვაციურ  ტექნოლოგიებსა და პროდუქტებს ქმნის. 

ამ სტატიაში, სწორედ, იმ ერთობლივ საქმიანობებსა და ურთიერთობებზეა საუბარი, რომლებიც ბოლო ათწლეულში, ერთი მხრივ, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსა  და, მეორე მხრივ,  კახეთის  ღვინის კომპანიებსა და საოჯახო მარნებს შორის ჩამოყალიბდა. 

 „შუმი“, ,„შუხმან-ვაინს-ჯორჯია“, „ქინძმარაული“, „ასკანელი ძმები“, „ბესინი“, „ბუერა“, „ხარება“, “GWS”, „შილდა“, „ვეფხიშვილების საოჯახო მარანი“, „შაქარაშვილის საოჯახო მარანი“, „იუმი“, „გომურაშვილები“, შპს „გორგორა“,.... - ეს იმ კომპანიებისა და ღვინის მარნების არასრული ჩამონათვალია, სადაც თესაუს სტუდეტებისა და პროფესორების თანამონაწილეობით მრავალი სიახლე დაინერგა, დაიხვეწა ღვინის წარმოების არსებული მეთოდები, ერთმანეთს შეერწყა უცხოური და ტრადიციული ქართული ტექნოლოგიები, შეიქმნა ახალი ბრენდები, რომელთაც მსოფლიოში არ მოეპოვება ანალოგი.

ერთობლივი საქმიანობის შედეგად გამრავალფეროვნდა ქართული ღვინო; შექმნისთანავე   პოპულარული გახდა ალკოჰოლიანი სასმელები: „სიმონასეული“, „ზიგუ“, „შობილი“, „ბარბალე“, „კაგორი“, „ილერკო“, „კავკასიონი“,  „არომატიზირებული არყები“, „ქვევრის ქინძმარაული“, „თამარის ვაზი“, ლიქიორი „25/25“, „ყურძნის არაყი“, „მუხაზე დაძველებული ყურძნის არაყი“ „იუმი“,   „თელავური ლიქიორები“, „ქართული პეტ-ნატი“, „ამფორის უსახელოური“ და სხვა; ერთობლივად შემუშავებული ინოვაციური ტექნოლოგიით დამზადდა ჯანმრთელობისათვის სასარგებლო კახური ჩურჩხელა; გამოყვანილ იქნა ქართული კლასიკური ღვინოების ენდემური საკუთარი კულტურული საფუარები.

ზემოთჩამოთვლილი ახალი ბრენდები არამარტო დამზადდა, არამედ შესწავლილ იქნა კიდეც მეცნიერული თვალსაზრისით: ორგანოლეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური თვისებების, ანტიოქსიდანტური აქტივობისა და ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ნივთიერებების შემცველობის მიხედვით.

ამგვარად, სტატიაში ნაჩვენებია ქართული ღვინის ინდუსტრიაში ინოვაციების შექმნის ერთერთი ეფექტური გზა - მეცნიერებისა და ბიზნესის მჭიდრო ურთიერთკავშირი.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

არაბიძე ლ., (2018), ახალი ქართული ალკოჰოლური სასმელების “ყურძნის არაყი” და “ყურძნის არაყი მუხაზე დაძველებულის” წარმოება, სამაგისტრო ნაშრომი, ი. გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქ. თელავი

ბაჩიაშვილი ა., (2015), იშვიათი ქართული ჯიშების - ვარდისფერი რქაწითელისა და წითელი რქაწითელისაგან დამზადებული სუფრის მშრალი ღვინოების ფიზიკურ-ქიმიური და ორგანოლეპტიკური თვისებების შესწავლა, საბაკალავრო ნაშრომი, ი. გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქ. თელავი

ბურდიაშვილი რ., (2019) ნაფარეულში მოყვანილი შარდონეს ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობები, სადოქტორო დისერტაცია, ი. გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქ. თელავი

გოგიჩაიშვილი თ. (2022) ქვევრის გამოყენებით დამზადებული “ქინძმარაული” თავისებურებების შესწავლა, სამაგისტრო ნაშრომი, ი. გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქ. თელავი

გომურაშვილი ა. (2020), ქართული ლიქიორების დამზადება საოჯახო პირობებში, საბაკალავრო ნაშრომი, ი. გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქ. თელავი

დევდარიძე მ. (ივნისი, 2022) კაგორი - ქართული და ფრანგული ტექნოლოგიების იშვიათი ტანდემი, ი. გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ ბაკალავრთა და მაგისტრანტთა XXVI (81-ე) სამეცნიერო კონფერენცია, ქ.თელავი

ვეფხიშვილი ნ. (თებერვალი, 2012) ბიოლოგიურად აქტიური ზოგიერთი სტილბენის გამოკვლევა ქართულ წითელ ღვინოებში და მათი ტექნოლოგიური გამოყენება სადოქტორო დისერტაცია, ი. გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქ. თელავი

ვეფხიშვილი ნ., ხატიაშვილი გ., ჯავახიშვილი მ. (2017) სპეციალური ღვინო „სალომეს“ დამზადება და მისი თვისებების კვლევა ი. გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომათა კრებული, ქ. თელავი

ვეფხიშვილი ნ., ვეფხიშვილი ვ., შიუკაშვილი ვ., კალანდია ა., ზუროშვილი ლ. (2019) ქვევრის საფერავის დამზადებისას ღვინოში მიმდინარე ცვლილებების შესწავლა, V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „კულტურათშორისი დიალოგები“ მასალები, ქ. თელავი

ვეფხიშვილი ნ., შიუკაშვილი ვ. (2019) ღვინის არომატიზირებული ძმარი - მდიდარი საკვები დანამატი, პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ახალი ინიციატივები“ შრომები, ქ. ქუთაისი

ვეფხიშვილი ნ. (ივლისი, 2021) ქვევრში შობილი ცქრიალა ღვინო “შობილი”,

ი. გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის XXIII (79-ე) სამეცნიერო კონფერენცია, ქ.თელავი

ვეფხიშვილი ნ., კევლიშვილი მ., ღაღოლიშვილი მ. (2021) ინოვაცია ტრადიციული ქართული ჩურჩხელის დამზადების ტექნოლოგიაში, აგრარული ცვლილებების ჟურნალი გამომცემლობა შპს „ვილი ბლექველი“ Impactfactor 2,391 (2018)

ვეფხიშვილი ვ., ჭანტურია ი., ვეფხიშვილი ნ., (2021) შემაგრებული ღვინის წარმოება საოჯახო მარნის პირობებში, VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „კულტურათშორისი დიალოგები“ მასალები, ქ. თელავი

ვეფხიშვილი ნ. (ივლისი, 2022), აისვაინი “ბარბალე”, ი. გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის XXIV (მე-80) სამეცნიერო კონფერენცია, ქ.თელავი

ვეფხიშვილი ნ. (ნოემბერი, 2022), ქართულად „შეკმაზული“ პოპულარული უცხოური ღვინოები და ინოვაციური ტექნოლოგიით დამზადებული კახური ჩურჩხელა, მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ახალი ინიციატივები“, ქ. ქუთაისი

ზაქაიძე ქ. (2019), ღვინის არომატიზირებული ძმრების დამზადება და მათი თვისებების შესწავლა, საბაკალავრო ნაშრომი, ი. გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქ. თელავი

ზირაქაშვილი ნ., (2023) ქართული Pet-Nat-ის დამზადება და მისი თვისებების კვლევა, სამაგისტრო ნაშრომი, ი. გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქ. თელავი

მიქელაშვილი ი. (2019), ბურგუნდიული პინო ტრადიციული ქართული ელემენტებით, საბაკალავრო ნაშრომი, ი. გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქ. თელავი

მიქელაშვილი ი., შიუკაშვილი ვ., ვეფხიშვილი ნ., (2021), საფერავისაგან როზეს დამზადების სხვადასხვა საწარმოო მეთოდი, VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „კულტურათშორისი დიალოგები“ მასალები, ქ. თელავი

მირზიკაშვილი ს. (2019), ღვინის არომატიზირებული არყების დამზადება ქართულ მცენარეულ ნედლეულზე და მათი თვისებების შესწავლა, საბაკალავრო ნაშრომი, ი. გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქ. თელავი

პაპუნაშვილი თ., (2016) სუფრის მშრალი ღვინოების დამზადება იშვიათი ქართული წითელყურძნიანი ჯიშებისგან, საბაკალავრო ნაშრომი, ი. გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქ. თელავი

სულხანიშვილი გ. (2017) წითელი მშრალი ღვინო „ილერკოს“ დამზადება სპეციალური ტექნოლოგიით და მისი თვისებების კვლევა, სამაგისტრო ნაშრომი, ი. გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქ. თელავი

სუჯაშვილი მ. (2017) ლიქიორის ახალი ბრენდის დამზადება და მისი თვისებების კვლევა, სამაგისტრო ნაშრომი, ი. გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქ. თელავი

სუხიტაშვილი ქ. (2023) უსახელოურისაგან კახური წესით დამზადებული ღვინოების კვლევა, სამაგისტრო ნაშრომი, ი. გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქ. თელავი

უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლისაშვილი ლ., (2018) ქართული ვაზის ჯიშები, ქ. თბილისი, გამომცემლობა “პეგასი”

ქეთიაშვილი ქ. (2019) ქართული ხილის ბაზაზე დამზადებული არომატიზირებული ღვინოების თვისებების შესწავლა, სამაგისტრო ნაშრომი, ი. გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქ. თელავი

ხუცაიძე ვ. (2015) სუფრის მშრალი ღვინოების დამზადება ზოგიერთი იშვიათი ქართული ჯიშის ყურძნისაგან და მათი თვისებების კვლევა, სამაგისტრო ნაშრომი, ი. გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქ. თელავი

სიდონაშვილი ს. (2024) ”მშობლიური” კულტურული საფუარის როლი ღვინის ხარისხობრივი მაჩვენებლების ჩამოყალიბებაში, სამაგისტრო ნაშრომი, ი. გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქ. თელავი

Vephkhishvili N., Sidonashvili S., Buishvili G., Shavadze L., Shildelashvili I. (2024) The role of „native“ cultured yeas in the formation of quality indicators of wine. Proceedings of 6th International Scientific Conference „Foundations and Trends in Modern Learning“, Berlin, Germany

info@wine.gov.ge

გამოქვეყნებული

2025-03-13

როგორ უნდა ციტირება

ვეფხიშვილი ნ. (2025). თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ინოვაციები ქართული ღვინის ინდუსტრიაში. თელავის უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, (1(37). https://doi.org/10.52340/tuw.2024.37.01.04

გამოცემა

სექცია

აგრარული და ბიოლოგიური მეცნიერებები
Crossref
0
Scopus
0
Loading...