მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის წარმოშობის პოლიტიკური ასპექტები

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის წარმოშობის პოლიტიკური ასპექტები

ავტორები

  • გიორგი კლიმიაშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/tuw.2023.01.36.26

საკვანძო სიტყვები:

მოლაპარაკებები, დავების გადაწყვეტა, გეოსტრატეგიული სივრცე, ჰუმანიტარული მისია, ეთნიკური პოლიტიკა

ანოტაცია

სამხრეთ კავკასია თავისი გეოგრაფიული განშლის გამო ყოველთვის იყო გლობალური მოთამაშეების ინტერესთა კონფლიქტის აქტიური „პოლიგონი“. ბოლო ათწლეულში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ გლობალური მოთამაშეების ინტერესი კვლავაც უცვლელია, რაც გვაძლევს ფიქრის საშუალებას, რომ რეგიონი მომავალშიც იქნება გეოსტრატეგიული, გეოპოლიტიკური  და გეოეკონომიკური ინტერესების გზაჯვარედინი.

წინამდებარე ნაშრომში განხილულია პოლიტიკურად მნიშვნელოვანი, ამავდროულად გადამწყვეტი ფაქტორები, რაც წინ უძღოდა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს. 1980-იან წლებში მიხეილ გორბაჩოვმა საბჭოთა კავშირის ფარგლებში, ახალი რეფორმების პოლიტიკა წამოიწყო. რეფორმები, რომელიც ყურადღებას უფრო მეტად ამახვილებდა დებატებზე და ღია დისკუსიაზე,  სსრკ-ში ნაციონალობების საკითხის აღორძინებას გაუხსნა გზა. გორბაჩოვისეულმა რეფორმების ეპოქამ საბჭოთა რესპუბლიკებში ნაციონალიზმის აღზევება გამოიწვია. ამ თვალსაზრისით,  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი მთიანი ყარაბაღის მხარე იყო, რომელიც აზერბაიჯანის სსრკ-ის შემადგენლობაში შედიოდა. აქვე უნდა ითქვას, რომ ამ რეგიონის მოსახლეობის 70-80 პროცენტს სომხები შეადგენდნენ. მითითებული ფაქტორის გამო, ყარაბაღის ავტონომიური ოლქის ქუჩებში დემონსტრაციები ხშირად იმართებოდა, სომეხი ხალხი სომხეთის რესპუბლიკის და მთიანი ყარაბაღის ოლქის გაერთიანებას ითხოვდა. 

დღესდღეობით, მთიანი ყარაბაღი დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია. თავის მხრივ, აღნიშნული საკითხი მსოფლიო თანამეგობრობის მიერ არის აღიარებული. საბჭოთა კავშირის დაშლამდე, 1988 წელს მთიან ყარაბაღში ურთიერთობა დაიძაბა ადგილობრივ მაცხოვრებლებს - ეთნიკურ სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის, რაც გამოწვეული იყო ეთნიკური სომხების სურვილით, ავტონომიის სახით შეერთებოდნენ სომხეთს. ეთნიკური დაპირისპირება, თავისი სიმწვავის გათვალისწინებით, გასცდა მთიანი ყარაბაღის საზღვრებს და სომხეთსა და დანარჩენ აზერბაიჯანში გავრცელდა.  

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

გიორგი კლიმიაშვილი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი

პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტი,                                                

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მოწვეული მასწავლებელი  

სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

წყაროები

გურგენაშვილი, ი. (2020) ყარაბაღის კონფლიქტის ანატომია. გამომცემლობა კვლევითი ინსტიტუტი Gnomon.Wise.

სამადბეგიშვილი, ს. (2020) მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შუალედური დასასრული, როგორც საეტაპო მოვლენა კავკასიის რეგიონისთვის. გამომცემლობა ,,ჯეოქეისი“.

მენაღარიშვილი, ზ. 4 სისტემური ცვლილება ყარაბაღის კონფლიქტში. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: https://netgazeti.ge/news/487467/. (ბოლოს ნანახია: 02.03.2021.)

დიასამიძე, გ., კიკაბიძე, გ. (2016) ყარაბაღის კონფლიქტი. ტელევიზიებისა და ინტერნეტგამოცემების გაშუქების ტენდენციები

პიპინაშვილი, დ. (2009) სამხრეთ კავკასიის კონფლიქტები და რეგიონული სტაბილურობის პრობლემები. გამომცემლობა თბილისი: ახალი აზრი.

Bagirova, Nvard Hovhannisyan, Nailia (13 October 2020). "Humanitarian crisis feared as Nagorno-Karabakh ceasefire buckles", Reuters.

Bangkok Post (14 October 2020) "Azerbaijan strikes inside Armenia as Karabakh fighting widens".

Gatopoulos, Alex. (15 October 2020) "The Nagorno-Karabakh conflict is ushering in a new age of warfare". www.aljazeera.com.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-03-29

როგორ უნდა ციტირება

კლიმიაშვილი გ. (2024). მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის წარმოშობის პოლიტიკური ასპექტები. თელავის უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, (1(36), 179–183. https://doi.org/10.52340/tuw.2023.01.36.26

გამოცემა

სექცია

პოლიტიკური მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები
Loading...