ლადო ასათიანის ფუნაგორიები

ლადო ასათიანის ფუნაგორიები

ავტორები

  • ნინო კოჭლოშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/tuw.2023.01.36.20

საკვანძო სიტყვები:

ლადო ასათიანი, ფუნაგორია, მარგინალური მასალა

ანოტაცია

ამა თუ იმ მწერლის სულიერი სამყაროს ნაცნობი თუ უცნობი მხარეები საინტერესოდ აშკარავდება დოკუმენტური ჟანრის სხვადასხვა ტიპის ნაწერებში. განსაკუთრებულ ინტერესს ამ თვალსაზრისით „მარგინალურ მასალად” წოდებული ჩანაწერები იწვევს, რომლებიც ყოველგვარი შელამაზების გარეშე ავლენს მწერლის შეხედულებებს თანადროული ყოფის ისტორიულ-პოლიტიკური, თუ კულტურული მოვლენების მიმართ.

მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ქართველთა ყოფა ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად არაეთგვაროვან გზას სთავაზობდა კალმოსნებს,  რამაც ამ პერიოდის ქართული მწერლობის თემატური თუ ჟანრობრივი მრავალფეროვნება განაპირობა.

აღნიშნული ხანის ეპოქალური პრობლემები შთამბეჭდავად აისახა არა მხოლოდ პოეზიაში, მხატვრულ-დოკუმენტურ პროზაში, ეპისტოლურ მემკვიდრეობაში, მემუარებში, დღიურებსა თუ „უბის წიგნაკისეულ“ ჩანაწერებში, არამედ ისეთ სახუმარო-სალაღობო ლექსებშიც,  ფუნაგორიების სახელითა რომ არის  ცნობილი. ასეთი ტიპის ნაწარმოებები, თავისი შინაარსით,  სავსებით შესაძლებელია, მარგინალურ კულტურას მივაკუთნოთ.

მეოცე საუკუნის პირველმა ნახევარმა  ფართო ასპარეზი გაუხსნა ფუნაგორიებს, როგორც ყველაზე სკაბრეზულ და გესლიან ლექსებს, რომელთა ადრესატები აღნიშნული ეპოქის შემოქმედი მწერლები, პოლიტიკოსები თუ საზოგადო მოღვაწეები იყვნენ.

ერთი შეხედვით სალაღობო-სახუმარო ლექსები, რომლებიც თითქოს მხოლოდ ამხანაგთა წრისთვის იყო განკუთვნილი და გართობას ემსახურებოდა, რეალურად იყო მძლავრი იარაღი, რომელიც თავისი მკაცრი კრიტიკულ-მამხილებებლი პათოსით არა მარტო ავლენდა ცხოვრების სხვადასხვა მახინჯ მხარეს, არამედ დაუნდობლად ილაშქრებდა მის მიმართ.

ფუნაგორისტებს შორის თავისი განსაკუთრებული პათოსით გამოირჩეოდა ლადო ასათიანი, რომლის ფუნაგორიები, როგორც ნიკა აგიაშვილი დასძენდა „პირდაპირ ნიშანში ხვდებოდა“.

ლადო ასათიანის შეუპოვარ ხასიათზე მეტყველებს მისი ფუნაგორიებიც, რომელთა სამიზნეები ხშირ შემთხვევაში პროლეტარული მწერლობის წარმომადგენლები იყვნენ, ისინი, ვინც „სოციალიზმის დროს შექმნილ ინტელექტუალური მონობის ინსტიტუტს“ წარმოადგენდნენ.

მიუხედავად ძალადობრივი რეჟიმის თანამდევი უამრავი წინააღმდეგობისა, რომელიც მიმართული იყო  ყოველგვარი თავისუფალი აზროვნების ჩასახშობად, ლადო ასათიანის ფუნაგორიებმა მძაფრი კრიტიკულ-მამხილებელი ხმით უშუალოდ ასახა მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ქართველთა კულტურული ყოფა, გაბედულად ამხილა „საბჭოთა ლიტერატურული კანონების“ უსიტყვოდ მორჩილნი, ჩვეული ჰეროიკით საიმედო მომავლის გზაც დასახა.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ასათიანი, ლ.(1988), თბილისი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“;

ბაქრაძე, ა.(2019), მწერლობის მოთვინიერება, თბილისი, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი.

ბობოხიძე, კ.(1931), შემოდგომა, ჟურნალი „პროლეტარული მწერლობა“, 8-9, 145;

ლადო ასათიანი 100, 2016, თბილისი, გამომცემლობა „მერიდიანი“;

რატიანი, ი.(2018), ქართული მწერლობა და ლიტერატურული პროცესი, თბილისი, უნივერსიტეტის გამომცელმობა;

ფუნაგორიები, 2011, თბილისი, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-03-28

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია
Loading...