საკუთარი ხმის პოეტი

საკუთარი ხმის პოეტი

ავტორები

  • ნინო გიორგაძე იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/tuw.2023.01.36.19

საკვანძო სიტყვები:

ეპოქა და მწერალი, შემოქმედელი, სიტყვათქმნადობა, სიტყვიერი ფერწერა, სამშობლო

ანოტაცია

დავით შემოქმედელის პიროვნული და შემოქმედებითი პორტრეტისათვის მრავლისმთქმელია წიგნი „ეპოქა და მწერალი“, რომელიც წარმოადგენს ორი დიდი მამულიშვილის აზრთა ჭიდილს, პაექრობას არაერთ საჭირბოროტო საკითხზე. დიალოგზე აგებული წიგნი სანდო დოკუმენტიაო, წერს როსტომ ჩხეიძე და ეს უცილობლად ასეა ამ შემთხვევაშიც. ვინც ოდესმე მიზნად დაისახავს დავით შემოქმედელის მწერლურ სამყაროში შეღწევას, საიმედო მეგზურად და პოეტური მემკვიდრეობის  პროზაულ ანარეკლად შეუძლია იგულვოს დიალოგის ფორმატში გაშლილი სჯანი მწერლობაზე, ეროვნულ-პატრიოტულ საკითხებზე, პოლიტიკაზე, ქვეყნის აწმყოსა და მომავალზე...

დავით შემოქმედელი ერთ-ერთი იმათგანია, ვისაც მოსვენებას უკარგავს უკეთურობა, ბოღმა და შური, სტკივა უგვანო ყოფა და აღელვებს მომავალი. მისი საფიქრალი თანაბარი პოეტური ხიბლით, სიტყვის ოსტატის ნიჭიერებითაა აღბეჭდილი, ეს იქნება: კონვენციური პოეზია, ვერლიბრი, ხალხურ ჩანგზე მომართული ლირიზმით გაჯერებული ლექსები, თუ სიტყვიერი ლაკონიზმითა და აზრობრივ-ფილოსოფიური სიღრმით დატვირთული მინიმალისტური პოეზია.

„ხელოვანმა იმ ეპოქის სული უნდა მოიტანოს, რომელზეც წერს ავტორი“, სხვაგვარად ნააზრევი არც თანამედროვეობას არგია და ვერც სამომავლოდ ივარგებს, ვერცერთი დროის მკითხველისათვის ვერ იქნება სულიერი ნავსაყუდელი, ფიქრის აღმძვრელი და გეზის მიმცემი.

ეპოქის სულის მომტანად ვიგულვებთ დავით შემოქმედელს, პოეტს, რომელიც ისე წერს, რომ „დუელში“ იწვევს „მარადისობას.

დავით შემოქმედელის პოეზიის ხიბლი მეტაფორულ აზროვნებაში, პეიზაჟურობის ფერადოვნებაში, პოეტური სიტყვისა და განცდის სიწრფელეშია.

 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-03-28

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია
Loading...