უარყოფითი ემოციის გამომხატველი ზოგი სტილისტიკური კატეგორია გოდერძი ჩოხელის რომანებში
DOI:
https://doi.org/10.52340/tuw.2023.01.36.17საკვანძო სიტყვები:
გოდერძი ჩოხელი, სტილისტიკა, სინონიმები, ანტონიმები, ლექსიკა-ფრაზეოლოგიაანოტაცია
შეიძლება ითქვას, რომ გოდერძი ჩოხელი ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მწერალია მშობლიური ენის სიღრმისეული წვდომით, სამყაროს ფერადოვანი აღქმით, ექსპრესიული ენით, სისადავითა და, ამავდროულად, სიტყვაუხვობით.
მწერლის ნიჭი ვლინდება იმაში, თუ როგორ შეძლებს თავისი ნააზრევი, ნაცნობი, მშობლიური ამბები თუ თქმულებები მიიტანოს მკითხველამდე. რას შეარჩევს, როგორ და რითი გაამდიდრებს სალიტერატურო ენას.
გოდერძი ჩოხელის შემოქმედების ენობრივი სამყაროს მასაზრდოებელი ის კუთხეა, იმ ხალხის მეტყველებაა, რომლის წიაღშიც აღიზარდა - ეს არის გუდამაყარი და მთიულურ-გუდამაყრული დიალექტი. მის შემოქმედებაში უხვად გვხვდება ხალხური გამოთქმები, რომლებიც უშუალოდ ხალხური ხატოვანი მეტყველებიდან იღებს სათავეს: 1. ერთი მოხუცი ქალი სულს ებრძვის და წუთიწუთზე სიკვდილს ელოდება ხოზაშიო. 2. - შავეთში, აბა სად წავალ, ჩემ წილ სამარეს ამოვავსებ.
გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებებში დიდ ადგილს იკავებს სიტყვათა ისეთი ფენა, როგორიც არის ანტონიმები. ანტონიმები წარმოადგენენ საუკეთესო საშუალებას წინადადებათა ანტითეზური წყობისათვის მხატვრული გამოსახვის მიზნით, ოქსიმორონის შესაქმნელად. სიკვდილს გაუმარჯოს! თქვა დეკანოზმა. გაუმარჯოს! გაუმარჯოს! ცოცხალ სიკვდილს გაუმარჯოს! გოდერძი ჩოხელი ასეთი ურთიერთსაწინააღმდეგო სიტყვების ერთამანეთთან შედარებით, ერთმანეთთან შეპირისპირებით ქმნის ოქსიმორონის შინაარსს.
აღნიშნულის გარდა, გოდერძი ჩოხელის რომანებში მრავლად ვხვდებით გაპიროვნების მაგალითებს: 1. სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის. 2. დადის ეს სიტყვა ჭირში და ლხინში.
გოდერძი ჩოხელის შემოქმედებაში სტილისტიკურ საშუალებებზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით შედარებას, ტროპული მეტყველების ერთ-ერთ საშუალებას.
გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებებში ერთდროულად იგრძნობა სიხარული და სევდა, სიკვდილ-სიცოცხლის ჭიდილი. როგორც თვითონ წერდა: „სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა“; „სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა“ .
გოდერძი ჩოხელის შემოქმედებაზე დაკვირვებამ დაგვანახვა, რომ მის ნაწარმოებებში მრავლად ვხვდებით ხვადასხვა სტილისტიკური საშუალებების გამოყენებას, რომელთა შორის აღსანიშნავია: შედარება, ანტითეზა, გაპიროვნება, ხატოვანი სიტყვა-თქმანი, სინონიმები, ანტონიმები და ა.შ. მის ნაწარმოებებში ერთდროულად იგრძნობა მწუხარება, დარდი, სევდა, სიკვდილ-სიცოცხლის ჭიდილი.
გოდერძი ჩოხელის შემოქმედება წააგავს მთის ძირიდან მოჩუხჩუხე წყაროს, რომლის გემოც ბევრმა არ იცის და თუ შესთავაზებ, - მიირთვიო, თავს შეიკავებს - რა ვიცი, გაფილტრული არ არის და რამე არ მავნოსო ‘’ (წიკლაური, 2010, 47-48).
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
სანიკიძე, თ. (1999). ქართული ენის პრაქტიკული სტილისტიკა, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“.
სანიკიძე, თ. სანიკიძე, ი. (2009). ქართული ენის სტილისტიკა, თბილისი: გამომცემლობა „ინტელექტი“.
ღლონტი, ალ. 1988, ქართული ენის ლექსიკოლოგია, გამომცემლობა განათლება.
შანიძე, აკ. 1973, ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები, თბილისი.
ჩოხელი, გ. 2022. პროზა, პოეზია, წერილები, თბილისი, გამომცემლობა პალიტრა L.