ზოონიმების სტილისტური და სემანტიკური ექსპრესია ინგლისურენოვან ზღაპრებში
DOI:
https://doi.org/10.52340/tuw.2023.01.36.16საკვანძო სიტყვები:
ჯოზეფ ჯაკობსი, ინგლისურენოვანი ზღაპრები, ზოონიმები, სტილისტური ექპსრესია, სემანტიკური ექსპრესიაანოტაცია
ზღაპარი ხალხური სიბრძნის ერთ–ერთი ყველაზე უფრო ძველი და პოპულარული ჟანრია. იგი ძალზე დიდი ხნის წინათ ზეპირად შეუქმნია ჩვენს წინაპრებს. ზღაპრები უხვად გვხვდება მსოფლიოს მრავალ ენაზე. უშუალოდ, ზღაპრის ენა განსხვავდება კულტურული კონტექსტის მიხედვით, რომელსაც, უმთავრესად, ახასიათებს ამბის თხრობის მარტივი და პირდაპირი ფორმა, რაც კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის ფართო აუდიტორიისთვის და ადვილად აღსაქმელს საზოგადოებისათვის, მათ შორის ბავშვებისთვის. თუმცა, თხრობის სიმარტივე არ ნიშნავს იმას, რომ ზღაპრის ტექსტი მოკლებულია მხატვრულ შეფერილობას. პირიქით, მასში უხვად ვხვდებით პოეზიის ელემენტებსა თუ მხატვრული ენის გამომხატველობით არაერთ საშუალებას, როგორიცაა მეტაფორა-მეტონიმია, ეპითეტი, შედარება, სიმბოლიზმი და ა.შ.
კვლევის მიზანს წარმოადგენს ინგლისურენოვან ზღაპრებში ზოონიმების, როგორც მთავარი პერსონაჟების, სტილისტური და სემანტიკური ექსპრესიულობის დადგენა და იმის გარკვევა, თუ რა დოზით, ფორმით, კონტექსტითა და საშუალებებით ხდება ინგლისურენოვან ზღაპრებში ამ ლინგვისტური მოვლენებიის ასახვა.
კვლევისას გამოყენებულ იქნა ანალიზის მეთოდი, რის საფუძველზეც გაანალიზდა ჯაკობსის მიერ შედგენილი ინგლისურენოვანი ზღაპრების კრებული. კერძოდ, დეტალურად გადაიხედა ის ზღაპრები, რომლის მთავარ პერსონაჟებად ადამიანების გარდა, ფაუნის წარმომადგენლების სახით, სხვა ცოცხალი არსებებიც გვევლინებიან. კვლევისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ზღაპრის დისკურსზე დაკვირვება და იმის გააზრება-გაანალზიება, თუ როგორ მეტყველებენ ან მოქმედებენ მთავარი პერსონაჟის როლში გამოსული ფაუნის წარმომადგენელი ცოცხალი არსებები.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
შიუკაშვილი. თ., (2016), ქართული და ინგლისური ხალხური ზღაპრების ტიპოლოგიური შედარება-შეპირისპირება, დისერტაცია, თელავი
English Fairy Tales collected by Joseph Jacobs, New West Press
ZIPES, J., (2006), FAIRY TALES and the ART of SUBVERSION. The Classical Genre for Children and the Process of Civilization, second edition, Routledge