ყვავილის კონცეპტური გააზრებისათვის ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში
DOI:
https://doi.org/10.52340/tuw.2023.01.36.13საკვანძო სიტყვები:
ყვავილები, კონცეპტი, მეტაფორა, ლინგვოკულტუროლოგიაანოტაცია
საკვლევი საკითხი ვაჟა-ფშაველას შემოქმედების ნიმუშებს ემყარება. საანალიზო წყაროებზე წინასწარი დაკვირვებით აღმოჩნდა, რომ მხატვრულ დისკურსში ყვავილთა დიდი ნაწილი არა მხოლოდ საგნობრივი დატვირთვის მქონე, არამედ მეტაფორული და კონცეპტუალურია. სწორედ ამიტომ აუცილებლად მიგვაჩნია მათი, როგორც კონცეპტების, კვლევა ლინგვოკულტუროლოგიური ასპექტების სიღრმისეული ძიებით. ვცდილობთ, შევქმნათ ყვავილთა ლინგვოკულტუროლოგიური პარადიგმა, განვსაზღვროთ ყვავილთა მეტაფორული მნიშვნელობებით გამოყენების სიხშირული მაჩვენებელი...
ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ წინასწარი მოკვლევით ყვავილთა მეტაფორულ მნიშვნელობებში კონცეპტუალურად კარგად ჩანს ქართული ეროვნული მენტალობა; იკვეთება ქართველთა სულისკვეთება. მაგალითად, კონკრეტულად ზოგიერთი ყვავილი საქართველოს მეტაფორაა და გვასწავლის, რომ მას მოფრთხილება და მოვლა-პატრონობა სჭირდება; ყვავილი დედის სიმბოლო-მეტაფორაა; ყვავილი-მთის სიამაყის სიმბოლოა და ა. შ.
კვლევის თვისებრივი, რაოდენობრივი, ანალიზისა და სინთეზის მეთოდებზე დაყრდნობით, გამოგვაქვს ძირითადი დასკვნები.