კორუფცია საარჩევნო პროცესში

კორუფცია საარჩევნო პროცესში

ავტორები

  • თეიმურაზ ქარელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/tuw.2022.01.35.30

საკვანძო სიტყვები:

კორუფცია საარჩევნო პროცესში, კორუფციის ნიშნები, კორუფციის სუბიექტები, კორუფციის მიზნები, მოსყიდვა

ანოტაცია

სტატიის შესავალ ნაწილში ახსნილია კვლევის მიზანი და ამოცანები. კვლევის მეთოდოლოგიად შერჩეულია ამ თემატიკაზე გამოქვეყნებული მონოგრაფიების და სამეცნიერო სტატიების შედარებითი თვისებრივი შესწავლა. საარჩევნო კორუფცია არის სოციალურ-ნეგატიური ფენომენი, რომელიც ამახინჯებს რეალურ პოლიტიკურ კონკურენციას და გულისხმობს საარჩევნო პროცესში, რეფერენდუმის მომზადებისა და ჩატარების დროს, სტატუსისა და ოფიციალური პოზიციის გამოყენებას, პირადი ან ჯგუფური ინტერესებისთვის სარგებლის და ბენიფიციების უკანონო მიღებას.  აგრეთვე, ასეთი სარგებლით და ბენეფიციებით უზრუნველყოფის დაპირებას. შესავალ ნაწილში ხაზგასმულია, რომ ჯერ არ არის ჩამოყალიბებული საყოველთაოდ მიღებული კონცეპტუალური აპარატი, რომელიც არჩევნებისა და საარჩევნო კამპანიის ფარგლებში  ამა თუ იმ კორუფციულ ურთიერთობას დაახასიათებდა. მკვლევრებს არა აქვთ ერთიანი აზრი  საარჩევნო ურთიერთობების სფეროში კორუფციის სახელწოდებაზე, მისი შინაარსის განსაზღვრებაზე, აგრეთვე, მის ნიშნებზე, სუბიექტებსა და არსებობის ფორმებზე. კორუფციას ნაწილობრივ ხელს უწყობს მართვის ბიუროკრატიული სისტემა. მას უკავშირებენ აგრეთვე კულტურის ორიენტაციის ტიპს (კოლექტივიზმს და ინდივიდუალიზმს). სტატიის ძირითად ნაწილში გამოყოფილია საარჩევნო პროცესში კორუფციის ნიშნების გარკვეული კომბინაცია, რაც განასხვავებს მას სხვა ანალოგიურისგან. ეს ნიშნებია: არსებობის სფერო; სუბიექტების გარკვეული ჩამონათვალი; საარჩევნო პროცესის სუბიექტების მიერ მათი სტატუსის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება; ამ ტიპის კორუფციული ურთიერთობისთვის დამახასიათებელი მიზანი. სტატიაში აღწერილია ამ ტიპის კორუფციული სუბიექტების მიზნები. ნაშრომში ჩატარებული ანალიზის დასკვნები ძირითადად ეყრდნობა ჟურნალისტურ საგამოძიებო რეპორტაჟებს. სტატიის დასკვნით ნაწილში ხაზგასმულია, რომ საარჩევნო პროცესში კორუფცია ხელს უშლის საქართველოს, როგორც განვითარებული სამოქალაქო საზოგადოების მქონე დემოკრატიულ, იურიდიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

თეიმურაზ ქარელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პოლიტოლოგიის ინსტიტუტი

წყაროები

ალექსის დე ტოკვილი: დემოკრატია ამერიკაში. (2011). ფრანგულიდან თარგმნა: პროფ. დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი. ფილოსოფიის და სოციალური მეცნიერების კვლევითი ინსტიტუტი. თბილისი: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გამომცემლობა. წიგნი პირველი, ნაწილი მეორე, თავი მეხუთე. – გვ. 175-176

იაკობიძე, დავით. (2018). ფარული მითვისება და ქურდული სუბკულტურა. (ეკონომიკურ-ანთროპოლოგიური ნარკვევი). გამ-ბა „იურისტების სამყარო“. თბილისი.

მუჯირი, ალექსანდრე. (2002). კორუფცია და სახელმწიფო ხელისუფლება. „გამომცემლობა სამშობლო“, თბილისი.

როსტიაშვილი, ქეთევან. (2007). პოლიტიკური კორუფცია მსოფლიოს კონტინენტებზე. თბილისი.

საქართველოს ორგანული კანონი. საქართველოს საარჩევნო კოდექსი. კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოოო) - https://matsne.gov.ge/ka/document/view/1557168?publication=65 ნანახია 25.01.2021

საქართველოს კანონი საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ https://matsne.gov.ge/ka/document/view/33550?publication=75 ნანახია 25.01.2021

ISFED. სახელმწიფო რესურსები მმართველი პარტიის სამსახურში:ამომრჩევლების მოსყიდვის და უკანონო მობილიზების აპრობირებული მეთოდები საქართველოში (2022). https://isfed.ge/geo/angarishebi/sakhelmtsifo-resursebi-mmartveli-partiis-samsakhurshi-amomrchevlis-moskidvisa-da-ukanono-mobilizebis-aprobirebuli-metodebi-saqartveloshi ნანახია 17.12.2022.

სიჭინავა, დავით. (2014). საქართველოს მოსახლეობის ელექტორალური ქცევის გეოგრაფიული თავისებურებები (2018-2014 წლების არჩევნების მაგალითზე). სადისერტაციო ნაშრომი. თბილისი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. http://press.tsu.ge/data/image_db_innova/socialur_politikuri/davit_sichinava.pdf ნანახია 17.12.2022.

სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი-ცნობარი. (2004). თბილისი: გამ-ბა „ლოგოს პრესი“. http://css.ge/?p=828&lang=ka ნანახია 17.12.2022.

„TI საქართველოს“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა საქართველოში კორუფციის შესახებ. https://civil.ge/ka/archives/355142 ნანახია 25.01.2021.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-04-29

გამოცემა

სექცია

პოლიტიკური მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები
Loading...