არჩევნების პატიოსნება, ამომრჩეველთა აქტივობა და კლიენტელიზმი ავტორიტარულ პირობებში: თეორიული ნარკვევი

არჩევნების პატიოსნება, ამომრჩეველთა აქტივობა და კლიენტელიზმი ავტორიტარულ პირობებში: თეორიული ნარკვევი

ავტორები

  • თეიმურაზ ქარელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/tuw.2022.01.35.29

საკვანძო სიტყვები:

არჩევნები, პატიოსანი არჩევნები, აღქმა, ამომრჩეველთა გამოცხადება, კლიენტელიზმი

ანოტაცია

სტატიის მიზანია  ავტორიტარიზმის პირობებში ამომრჩეველთა გამოცხადებაზე არჩევნების პატიოსნების აღქმის გავლენის კვლევა. კვლევის მეთოდოლოგიად შეირჩა ამ თემატიკაზე გამოქვეყნებული მონოგრაფიების და სამეცნიერო სტატიების შედარებითი თვისებრივი შესწავლა. ოფიციალური პარტიების და კანდიდატების შედეგებთან ერთად მაღალი გამოცხადება - ელექტორალური წარმატების არა ნაკლებ მნიშვნელოვანი კომპონენტია, დემოკრატიის ხარისხის მთავარი ინდიკატორია. შესავალ ნაწილში განმარტებულია, რომ დღეს პოლიტიკის მეცნიერებამ ბევრი რამ იცის დემოკრატიებში (ძველსა თუ ახალში) ამომრჩეველთა აქტივობაზე გავლენის ფაქტორებზე. მაგრამ, გაცილებით ნაკლები ყურადღება ეთმობა კითხვას: როგორ აისახება არჩევნების სამართლიანობა და პატიოსნება ამომრჩეველთა  აქტივობაზე ავტორიტარულ პირობებში? სტატიის ძირითად ნაწილში დასაბუთებულია, რომ როგორც დემოკრატიებში, ასევე ავტორიტარული რეჟიმის პირობებშიც, არჩევნებზე გამოცხადება პატიოსნებასთან დადებით კავშირშია. ავტოკრატების დაინტერესება არჩევნებზე გამოცხადების გაზრდით ნიშნავს, რომ მათთვის არჩევნების პატიოსნებაზე ზრუნვისთვის სერიოზული მიზეზი არსებობს. თუმცა, არჩევნების პატიოსნებით მიღებული სარგებელი მათთვის უფრო მეორადია. მაშინაც კი როცა მათთვის არჩევნების შედეგები მინიმალურ მუქარას წარმოადგენს, ადვილად შეუძლიათ მათი  იგნორირება. ამის გარდა, გამოცხადების მაჩვენებლების გაზრდისთვის შესაძლებელია ალტერნატიული მექანიზმების ამოქმედება, მკაცრ ავტორიტარულ რეჟიმებს კი  ლიბერალიზებულ რეჟიმებთან შედარებით საამისოდ უფრო მძლავრი მექანიზმების მთელი არსენალი აქვთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ შედარებით პატიოსანი არჩევნების  მკაცრ ავტორიტარიზმთან შეხამება ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩევლებს სტრატეგიული აბსენტეიზმისკენ უბიძგებს. კვლევების თანახმად, ავტოკრატებისთვის ყველაზე უფრო რაციონალურია ისეთი სტრატეგია, რომლის დროსაც საზოგადოებრიობა ხმების დათვლას შედარებით პატიოსნად მიიჩნევს, თუმცა,  ამ დროს აქცენტი კეთდება  პარტიული და/ან მედიური მექანიზმების ზემოქმედებით ლოიალური ამომრჩევლების მობილიზაციაზე. დასკვნით ნაწილში აღნიშნულია, რომ თუ  ამ ელემენტებს შორის ოპტიმალური ბალანსი მიღწეულია, ავტოკრატებმა შეიძლება გაითვალისწინონ, რომ არჩევნებზე სხვადასხვა დარღვევები ამომრჩევლის აქტივობაზე  სხვადასხვაგვარად აისახება. არაპატიოსანი არჩევნების ზოგიერთი ასპექტი - მაგალითად, არასამართლიანი საარჩევნო კანონმდებლობა - არჩევნების შედეგებზე სერიოზულ გავლენას მოახდენს, მაგრამ თითქმის არ აისახება გამოცხადებაზე.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

თეიმურაზ ქარელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პოლიტოლოგიის ინსტიტუტი

წყაროები

კახნიაშვილი, ავთანდილ. „ნაციონალური არჩევნების“ სპეციფიკა. სამართლებრივი სახელმწიფო სამართლიანი არჩევნების გარეშე?! - http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=11&id_artc=162234 ნანახია 30.08.22

ISFED. (2021). საზოგადოების დამოკიდებულება საარჩევნო პროცესების მიმართ. საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლობითი კვლევის შედეგები

https://drive.google.com/file/d/1Bl-YApw_b7yuocKYS2CC5LqDSZ-UvMUO/view ნანახია 19.08.22

ISFED.(2022). სახელმწიფო რესურსები მმართველი პარტიის სამსახურში:ამომრჩევლების მოსყიდვის და უკანონო მობილიზების აპრობირებული მეთოდები საქართველოში (2022). https://isfed.ge/geo/angarishebi/sakhelmtsifo-resursebi-mmartveli-partiis-samsakhurshi-amomrchevlis-moskidvisa-da-ukanono-mobilizebis-aprobirebuli-metodebi-saqartveloshi ნანახია 17.12.2022.

Dahl, R.A. (1998). On democracy. – New Haven: Yale univ. press,. – 217 p.

Gandhi, J., Lust-Okar E. (2009). Elections under authoritarianism // Annual review of political science. – Palo Alto, California. – Vol. 12. – P. 403–422.

Goodnow R., Moser R.G., Smith T. (2014). Ethnicity and electoral manipulation in Russia // Electoral studies. – Amsterdam, – Vol. 36. – P. 15–27.

Howard, M.M., Roessler P.G. (2006). Liberalizing electoral outcomes in competitive authoritarian regimes // American journal of political science. – N.Y.,– Vol. 50, N 2. – P. 365–381.

Lust-Okar, E. (2006). Elections under authoritarianism: Preliminary lessons from Jordan // Democratization. – L.,– Vol. 13, N 3. – P. 456–471.

Lijphart, A. (1999). Patterns of democracy: Government forms and performance in thirty-six countries. – New Haven: Yale univ. press, – 368 p.

Lindberg, S.I. (2005). Consequences of electoral systems in Africa: A preliminary inquiry // Electoral studies. – Amsterdam,– Vol. 24, N 1. – P. 41–64.

Magaloni, B., Kricheli R. (2010). Political order and one-party rule // Annual review of political science. – Palo Alto, California, 2010. – Vol. 13. – P. 123–143.

Malesky, E., Schuler P. (2009). Paint-by-numbers democracy: The stakes, structure, and results of the 2007 Vietnamese national assembly election // Journal of Vietnamese studies. – Berkeley,– Vol. 4, N 1. – P. 1–48.

Schattschneider, E.E. (1960).The semisovereign people: A realist’s view of democracy in America. – N.Y.: Holt, Rinehart and Winston, – 147 p.

Schedler, A. (2002).The nested game of democratization by elections // International political science review. – Beverly Hills, CA, – Vol. 23, N 1. – P. 103–122.

Schedler, A. (2002a) The Menu of Manipulation // Journal of Democracy. 2002. Vol. 13. № 2. P. 36–50.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-04-29

როგორ უნდა ციტირება

ქარელი თ. (2023). არჩევნების პატიოსნება, ამომრჩეველთა აქტივობა და კლიენტელიზმი ავტორიტარულ პირობებში: თეორიული ნარკვევი. თელავის უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, (1(35). https://doi.org/10.52340/tuw.2022.01.35.29

გამოცემა

სექცია

პოლიტიკური მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები
Loading...