ხელოვნების ნაწარმოების ანალიზი

ხელოვნების ნაწარმოების ანალიზი

ავტორები

  • დარეჯან გაგნიძე იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/tuw.2022.01.35.25

საკვანძო სიტყვები:

კომპოზიცია, წონასწორობა, პროპორცია, ფერი, მოცულობა, რეფლექსი, ფერწერა

ანოტაცია

ხელოვნების ნაწარმოების ანალიზის დროს გასათვალისწინებელია, თუ ხელოვნების რომელ დარგს ეკუთვნის ნაწარმოები. რასაკვირველია, არსებობს საერთო კითხვები, მაგრამ მასთან ერთად ყველა დარგს თავისი სპეციფიკური ხასიათიდან გამომდინარე, განსხვავებულიც  გააჩნია. კითხვები კი ასეთი თანმიმდევრობით დაისმება:

   ა) ნაწარმოების ავტორი და სახელწოდება. მისი შექმნის დრო და ადგილი. რა ჰქვია კომპოზიციას? როგორ შეესატყვისება მისი სათაური სიუჟეტს და სიმბოლიკას? ბ) რამ განაპირობა ნაწარმოების შექმნა და რა ადგილი უკავია მოცემულ ნაწარმოებს მხატვრის თუ მოქანდაკის შემოქმედებაში? იმ ეპოქის მოკლე დახასიათება , როდესაც შეიქმნა ნაწარმოები.  გ) ნაწარმოების ზომა (ფერწერულ და გრაფიკულ ნაწარმოებში აღნიშნავენ სურათის სიგრძეს და სიგანეს სიგრძის საზომ ერთეულებში, რაც შეეხება   ფორმატს, ის შეიძლება იყოს: ვერტიკალურად ან  ჰორიზონტალურად  დაგრძელებული, კვადრატული, ოვალური, მრგვალი. სტილი და მიმართულება (ბაროკო, როკოკო, ამპირი, იმპრესიონიზმი, კლასიციზმი, მოდერნი და ა.შ.); დ) ნაწარმოების აღწერა. თემა და  სიუჟეტი. რა არის გამოსახული ნახატზე? როგორ არიან განლაგებული პერსონაჟები, საგნები და სიმბოლოები? ნაწარმოების კოპოზიცია: ერთფიგურიანი, ორფიგურიანი, მრავალფიგურიანი, აგებული შეიძლება იყოს დიაგონალზე, ჰორიზონტალზე, ვერტიკალზე, სამკუთხედზე. სად მდებარეობს კომპოზიციის ცენტრი და რით არის გამოყოფილი სურათზე?  ე) როგორ არიან საგნები განლაგებული კომპოზიციაში?  ნაწარმოების მთავარი გმირები – ისევე, როგორც ლიტერატურულ ნაწარმოებს, ნახატსაც ჰყავს თავისი მთავარი გმირები, ისინი შეიძლება იყვნენ: ადამიანები, ცხოველები, ფრინველები და ა.შ. წონასწორობა კომპოზიციაში – ნიშნავს    ურთიერთდამოკიდებულებას გამოსახულების ნაწილებს და მთავარს შორის; ე) ფერი, კოლორიტი და მისი ფუნქცია – ფერწერულ ნაწარმოებში კომპოზიციასთან ერთად ფერი იქცევს ყურადღებას, მხატვრის გემოვნებაზეა დამოკიდებული, როგორ კოლორიტს შეარჩევს მხატვარი; ვ) მოცულობა და სიბრტყე, შუქ-ჩრდილები და რეფლექსი. ზ) კომპოზიციის შემადგენლობა – ესა თუ ის კომპოზიცია შედგება როგორც მთავარი, ასევე მეორეხარისხოვანი წევრებისაგან; თ) რითმი და ჰორიზონტის  ხაზი; ი) სტატიკა და დინამიკა.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ეროვნული სასწავლო გეგმა. საგნობრივი პროგრამა სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში;

Аксанова А .2019 История искусств изд. Эксмо. Москва;

Волкова П. 2019 Мост через бездну. Полная энциклопедия всех направлений и художников. изд АСТ;

Гомерц У. 2018 Непонятное Искусство. изд .Синдбад;

https://evg-crystal.ru/kartiny/analiz-kartiny.html;

https://stampsy.com/stamp/23818.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-04-29

გამოცემა

სექცია

განათლება
Loading...