ემოციური ინტელექტის როლი ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნასა და მართვაში

ემოციური ინტელექტის როლი ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნასა და მართვაში

ავტორები

  • თინათინ ჭარხალაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/tuw.2022.01.35.23

საკვანძო სიტყვები:

ემოიციური ინტელექტი, მოსწავლე, სკოლა, სასწავლო გარემო, წარმატება

ანოტაცია

ემოციური ინტელექტის ცნება, მკვლევართა ყურადღების ცენტრში 1990-იან წლებში მოექცა და თანამედროვე ფსიქოლოგიაში საკმაოდ აქტუალურ თემას წარმოადგენს. როგორც სახელწოდება მიგვანიშნებს, ემოციური ინტელექტი დაკავშირებულია ჩვენს ემოციებთან (აფექტური განზომილება), აზროვნებასთან (კოგნიტური განზომილება) და მათ ურთიერთქმედებასთან. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მოზარდის წარმატებულ პიროვნებად ჩამოყალიბება, თანაბარი მნიშვნელობით არის დამოკიდებული, როგორც კარგად განვითარებულ კოგნიტურ შესაძლებლობებზე, ასევე ემოციური განვითარების კოეფიციენტის მაღალ მაჩვენებელზე. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ გენეტიკური ფაქტორები უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენენ პიროვნების განვითარებაზე, ზემოთ აღნიშნული უნარების ჩამოყალიბება ძირითადად სასკოლო გარემოში ხდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული არაერთი კვლევა მყარ მტკიცებულებებს გვთავაზობს იმის შესახებ, რომ სასწავლო პროცესში, ემოციურ ინტელექტთან დაკავშირებული კომპეტენციების განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. საკუთარი და სხვა ადამიანების  ემოციების ამოცნობის და თანაგრძნობის უნარი ადამიანს საშუალებას აძლევს იყოს უფრო ბედნიერი და წარმატებული. პედაგოგთა უმრავლესობა წარმატების მიღწევის აუცილებელ პირობად, მხოლოდ მოსწავლის აკადემიურ მიღწევებს მიიჩნევს. თუმცა იმისათვის, რომ მოსწავლეებმა მიაღწიონ წარმატებას, საჭიროა არა მხოლოდ კოგნიტური და ინტელექტუალური განვითარება, არამედ მათ სოციალურ და ემოციურ განვითარებაზე ზრუნვა. მაღალ აკადემიურ მოსწრებასთან ერთად, მნიშვნელოვანია მოსწავლემ სწრაფად იპოვოს საერთო ენა სხვებთან ურთიერთობაში, გაითვალისწინოს მათი ინტერესები, საჭიროებები და ოსტატურად მოაგვაროს კონფლიქტები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საკუთარი გრძნობებისა და ემოციების გაგება, არამედ მათი განცდა და გამოხატვა, ასევე მნიშვნელოვანია მათი მართვა. ყოველივე ამას კი თანამედროვე ფსიქოლოგიური ენაზე ემოციური ინტელექტი ეწოდება. ამ უკანასკნელის ფლობა კი, ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნისა და მართვის ძლიერი იარაღია.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

Andrei, F., & Petrides, K. V. (2013). Trait emotional intelligence and somatic complaints with reference to positive and negative mood. Psihologija, 46, 5-15.

Goleman D. Emotional intelligence. New York: Bantam Books, 1995.

Austin, E. J., Saklofske, D. H., & Mastoras, S. M. (2010). Emotional intelligence, coping, and exam-related stress in Canadian undergraduate students. Australian Journal of Psychology, 62, 42-50.

Austin, E. J., Saklofske, D. H., & Egan, V. (2005). Personality, well-being, and health correlates of trait emotional intelligence. Personality and Individual Differences, 38, 547–558

Bar-On R. The Bar-On Emotional Quotient Inventory (EQ-i): Technical Manual. Toronto: Multi-Health Systems, 1997.

Bar-On, R. (2000). Emotional and social intelligence: Insights from the Emotion Quotient Inventory. In R. Bar-On & J. Parker (Ed's.), The Handbook of Emotional Intelligence. San Francisco: Jossey-Bass.

Bar-On, R. (2002). Bar-On Emotional Quotient Inventory (EQ-I): Technical Manual. Toronto, Canada: Multi-Health Systems. Bar-On, R. (2006). The Bar-On model of emotional-social intelligence (ESI). Psicothema (18) 13-25

Bastian, V. A., Burns, N. R., & Nettlebeck, T. (2005). Emotional intelligence predicts life skills, but not as well as personality and cognitive abilities. Personality and Individual Differences, 39, 1135-1145.

Brackett, M., Rivers, S. E., & Salovey, P. (2011). Emotional Intelligence: Implications for Personal, Social, Academic, and Workplace Success. Social and Personality Psychology Compass, 5(1), 88-103.

Chan, D. W. (2005). Emotional intelligence, social coping, and psychological distress among Chinese gifted students in Hong Kong. High Ability Studies, 16 (2), 163 – 178

Humphreys, J. H., Weyant, L. E., & Sprague, R. D. (2003). Organizational Commitment: The Roles of Emotional and Practical Intellect within the Leader/Follower Dyad. [Article]. Journal of Business & Management.

Frederickson, B. L. (1998). What good are positive emotions? Review of General Psychology, 2, 300–319.

Dawda, D. & Hart, S.D. (2000). Assessing emotional intelligence: Reliability and validity of the Bar-On Emotional Quotient Inventory (1997a; 2000) in university students. Personality and Individual Differences, 28, 797-812.

Frederickson, B. L. (1998). What good are positive emotions? Review of General Psychology, 2, 300–319.

Hansen, K., Lloyd,J., and Stough. C., (2009) Emotional Intelligence and Clinical Disorders in C. Stough et al. (eds.), Assessing Emotional Intelligenc: theory research and application, The Springer Series on Human Exceptionality

Palmer, B.R., & Stough, C. (2000). The Swinburne University Emotional Intelligence Test: Technical Manual, Swinburne University of Technology.

Mayer J.D., Caruso D.R., Salovey P. Emotional Intelligence meets traditional standards for an intelligence // Intelligence. 1999. V. 27. P. 267-298.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-04-29

როგორ უნდა ციტირება

ჭარხალაშვილი თ. (2023). ემოციური ინტელექტის როლი ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნასა და მართვაში. თელავის უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, (1(35). https://doi.org/10.52340/tuw.2022.01.35.23

გამოცემა

სექცია

ფსიქოლოგია
Loading...