შერვუდ ანდერსონის პერსონაჟთა გროტესკული სახეები და ნიღბები

შერვუდ ანდერსონის პერსონაჟთა გროტესკული სახეები და ნიღბები

ავტორები

  • კობა წურწუმია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/tuw.2022.01.35.19

საკვანძო სიტყვები:

ამერიკული ნოველა, გროტესკი, სარკაზმი, ლაპიდარული, კოგნიტური, კონტამინაცია, შერვუდ ანდერსონი

ანოტაცია

წარმოდგენილი  პუბლიკაციის მიზანია დიდი ამერიკელი მწერლის შერვუდ ანდერსონის ნოველების კრიტიკული ანალიზი, ინტერპრეტაცია და კონოტაციური ძიებანი. ამ თვალსაზრისით ნაშრომში განხილულია ანდერსონის სხარტი, მოკლე, უსიუჟეტო ნოველები, მათი კომპოზიცია. მწერლის წერის სტილი, გარემო; ნაჩვენებია  ეპოქის კრიტიკა, კულტურისა და ხელოვნების კრიზისი, ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური  თემები.  შ.ანდერსონის ნოველების არქიტექტონიკა მყარი, ლაკონური და ტევადია. ისინი იტევენ ადამიანური ყოფის უმნიშვნელოვანეს ფრაგმენტებს, ზოგჯერ მთელ ისტორიას. მწერლის მთავარ, სტილურ თავისებურებად უნდა მივიჩნიოთ უკიდურესად შეკუმშული თხრობა, სხარტი და მოკლე დიალოგები, სიტყვის ეფექტური გამოყენება.  შ. ანდერსონთან მთელი სიმძაფრითაა გააზრებულია აწმყო, მძიმე ეგზისტენციალური გარემო. მწერლის პროტაგონისტი პერსონაჟების ეჯიბრებიან დროს, ეპოქას, დეგრადირებულ სისტემას, ავტორიტარულ რეჟიმს. ისინი დროის ნაკადიდან ამოვარდნილი პერსონაჟები არიან. მწერლის ტრაგიკული სახეები და ნიღბები ეპოქის სინამდვილეს ქმნიან. კაპიტალისტური ფასეულობები და მსოფლმხედველობა ანადგურებს და  ბოჭავს მაღალი იდეალური პრინციპებისა და ღირებულებების მქონე ადამიანებს. ანდერსონის პერსონაჟები ეწირებიან ძალადობას, კაპიტალიზმის უხეშ მარწუხებს, საზოგადოების ზეწოლას. მათ ყველაზე მეტად ადამიანური რესურსების სიმწირე და ჰუმანიზმის ნაკლებობა აღელვებთ. უმექმედობას და მარტოობას  მოსდევს ანდერსონის პერსონაჟების სრული კატასტროფა. ცხოვრებისაგან წელში გატეხილი პერსონაჟები გაუსაძლის რეალობაზე გვესაუბრებიან. ყოველივე ეს შეუწყნარებელი ეპოქის კონვულსიებია. დისკურსიული აზროვნება, კონოტაციური ძიებანი, ინტერპრეტაცია, მედიტაციები, აზრის მრავალპლანიანობა, კრიტიკული ანალიზი, შეპირისპირება, მეტაფორებისა და სიმბოლოების გააზრება, მეთოდოლოგიური ძიებანი გასდევს წარმოდგენილ ტექსტებს.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ამერიკული ნოველა, (1968), ორ ტომად. ტ.,2. შემდგენელი ც.თოფურიძე. გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი.

ანდერსონი შ., (2015), უინსბერგი, ოჰაიო. თარგმანი გ.სართანიასი. გამომცემლობა „უნივერსალი“, თბილისი.

ანდერსონი შ., (2011), სიკვდილი ტყეში. თარგმანი მ. ცერცვაძის. ჟურნ. „ლიტერატურული პალიტრა“. N10.

ლამანი ჰ.მ., (2008), ზიგმუნდ ფროიდი. თარგმანი მ.ასათიანის, გამომცემლობა „პეგასი“, თბილისი.

ჭკადუა ვ., (1972), შერვუდ ანდერსონი. გამომცემლობა „განათლება“. თბილისი.

ჰემინგუეი ე., (1996), განუყრელი დღესასწაული. თარგმანი ვ. ჭელიძის. გამომცემლობა „საქართველო“, თბილისი.

Townsend Kim, (1987), Sherwood Anderson, A Biography. Boston.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-04-29

როგორ უნდა ციტირება

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია
Loading...