ეპოქალური სინამდვილე დავით თურდოსპირელის მინიატურებში

ეპოქალური სინამდვილე დავით თურდოსპირელის მინიატურებში

ავტორები

  • ნინო კოჭლოშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/tuw.2022.01.35.18

საკვანძო სიტყვები:

დავით თურდოსპირელი, ქართული მცირე პროზა, მინიატურა

ანოტაცია

დავით თურდოსპირელის მინიატურები, მიუხედავად მცირე პროზისთვის დამახასითებელი მკაცრი კანონიკისა,  არა მხოლოდ მწერლის სულიერ სამყაროში გვახედებს და მისი სუბიექტური განცდების თანაზიარს გვხდის,   არამედ მთელი რიგი სიცხადით წარმოაჩენს მწერლის თანადროულ ეპოქალურ პრობლემებს. დავით თურდოსპირელი ადრეული ასაკიდან ჩაერთო აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, ჯერ კიდევ სემინარიაში სწავლის პერიოდში რედაქტორობდა ლიტერატურულ-პუბლიცისტურ ჟურნალს „ჩვენი დროშა“ და ალმანახს „პირველი ტალღა“. ჟანდარმერია ყურადღებით ადევნებდა თვალყურს ახალგაზრდა მწერლის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ნაბიჯებს. დავით თურდოსპირელის მინიატურული პროზა მრავალმხრივ ეხმიანება მეოცე საუკუნის დასაწყისის ქართველთა ისტორიულ-პოლიტიკურ თუ კულტურულ-საზოგადოებრივ ყოფას. მწერალს ქვეყანაში განვითარებულმა ისტორიულ-პოლიტიკურმა მოვლენებმა სათქმელის შენიღბვის სხვადასხვა გზისკენ უბიძგა. რიგ შემთხვევაში თუ შეფარვით ცდილობდა უფლებააყრილი ქვეყნისთვის გზა ხსნისა ეჩვენებინა, რიგ შემთხვევაში კი თითქმის ერთი და იმავე სათაურით  აბსოლუტურად განსხვავებული შინაარსის ნაწარმოებებს ქმნიდა. მინიატურაში „მჭკნარის ფოთლებთან“  შეფარვით განმჟღავნებული  ურვის მიზეზი უთუოდ მწერლის თანადროული ყოფითაა გამოწვეული.1916 წლით დათარიღებულ მინიატურაში „სიყვარული“ ერთ შეხედვით სიყვარულის ფილოსოფიის მაძიებელი, ქვეყნიერების დასაბამიდან დღემდე  მისი მატიანისა რომ ვერაფერი გაუგია რა, თავისუფლების ხიბლით ტკობისა და მონობის ბორკილების დასამასხვრევად თავგანწირული ბრძოლისიკენ მოუწოდებს მკითხველს.დავით თურდოსპირელის ავტოგრაფებზე მუშაობამ მწერლის შემოქმედებითი პროცესისთვის დამახასიათებელი არაერთი ნიუანსი გამოკვეთა. რაც განსაკუთრებით დამახასიათებელია მისი ხელნაწერებისთვის, რომლებიც ძირითადად შავი ავტოგრაფებია და ნათლად გვიჩვენებს მწერლის შემოქმედებითი მუშაობის პროცესს, ავტორის მიერ ხელმოწერილი და დაუთარიღებელია. ვფიქრობთ, მწერალი შეგნებულად არ ათარიღებდა თავის ხელნაწერებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიუხედავად იმისა, რომ  თავისი სათქმელის მკითხველამდე მიტანას სხვადასხვა საშუალებებით ცდილობდა, ხელნაწერების დაუთარიღებლობაც, ალბათ,  ერთ-ერთი ხერხი იყო თავისუფალი აზრის დასაცავად.დავით თურდოსპირელის მინიატურები, მიუხედავად თავისუფალი აზრის დევნა-შევიწროებისა, საინტერესოდ ავლენს  მწერლის დამოკიდებულებას თანადოულ ისტორიულ-პოლიტიკურ ყოფასთან, ამავდროულად  ქვეყნის უკეთესი მერმისისთვის ბრძოლის გზებსაც სახავს.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

თურდოსპირელი, დ. (1921). ლორის მიდამოებში II, გაზეთი „ერთობა“, 12: 2;

თურდოსპირელი, დ. გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, N 29018-12;

თურდოსპირელი, დ. გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, N N24468-10;

.თურდოსპირელი, დ. გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, N. N29018;

სიმბოლოთა ილუსტრირებული ენციკლოპედია, II, (2007). თბილისი: ბაკამი გამომცემლობა.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-04-29

როგორ უნდა ციტირება

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია
Loading...