მეტონიმიური ნარატივის დომინაცია თანამედროვე ქართულ პოსტმოდერნულ პოეზიაში
DOI:
https://doi.org/10.52340/tuw.2022.01.35.17საკვანძო სიტყვები:
მეტონიმია, პოსტმოდერნიზმი, პოეზია, ქართული, დომინაციაანოტაცია
მიმდინარე ლიტერატურულ ტექსტებში მეტაფორულ მხატვრულ ფორმებს მეტონიმიური მხატვრული ფორმები ანაცვლებს. პარადიგმული აზროვნების ღერძს სინტაგმატური ცვლის, მეტაფორული პოეტური სტილი მეტონიმიურ პროზაულ სტილში გადადის. პოეზიაში კონვენციურ ლექსს ცვლის ვერლიბრი - იგივე თავისუფალი ლექსი. მეტაფორა, თავისი ტრადიციული გაგებით და მთელი აღჭურვილობით, უკვე ზედმეტია თანამედროვე სალიტერატურო ენისთვის. აქ აშკარად იგრძნობა მეტონიმიური დომინაცია – კერძოდ, მეტაფორა ნაცვლდება მეტონიმიით, როგორც მისი სახესხვაობა და არა როგორც მისი პოლარული მონაცვლეობა. მეტონიმია იძლევა საშუალებას, ერთი ტერმინი მეორით შეიცვალოს. მეტონიმიის სალიტერატურო ტექსტებში გამოყენება გაცილებით უპრიანია, ვიდრე სასაუბრო მეტყველებაში. პოსტმოდერნისტული ესთეტიკა კი გაცილებით ფართო მეტონიმიურობას ითავსებს. მეტონიმიის დეფინიცია ლათინური სიტყვიდან იღებს სათავეს და ითარგმნება, როგორც „ახალი სახელის მიღება“. სიტყვა იღებს ახალ მნიშვნელობას და ენაც მდიდრდება ახალი შესატყვისებით. თანამედროვე ქართული პოსტმოდერნისტული ლიტერატურა და, კერძოდ, პოეზია, მეტონიმიური დისკურსის დომინაციის ჭრილში არსებობს და ვითარდება; და თუ შეგვიძლია ვისაუბროთ ლიტერატურულ მეტამორფოზაზე, მისი მეტონიმიურობა ერთ-ერთ თავლსაჩინო ნიშნად უნდა წარმოვადგინოთ. თანამედროვე ტექსტის მეტონიმიური ფორმა ის რელევანტური „ჭურჭელია“, რომელშიც თვისობრივად ახალი, თანამედროვე ტექსტი „ისხმება“. ფორმა-შინაარსის კლასიკური პარადიგმიდან გამომდინარე, ყველა შინაარსი თავის ფორმას პოულობს; მოცემულ ნაშრომში, შევეცადე, რამდენიმე თანამედროვე ქართველი პოეტის ტექსტების მაგალითებით დამედასტურებინა ეს მოსაზრება.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ბაძაღუა თ. თამაზ ბაძაღუა, ლექსები, ინტერნეტ საიტი Poetry, https://poetry.ge/poets/tamaz-badzagua/poems/8366.ra-eshveleba-chvens-siyvaruls.htm
გოჩიაშვილი ე. ელა გოჩიაშვილი, არმური -ლიტარენა, უფრო კი - ბიბლიოთეკა, https://armuri.georgianforum.com/t655-topic
ვარადა ნ. ნატა ვარადა - სატყუარა თბილისი და სხვა ლექსები, საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალი „არილი“, 2021, 10 იანვარი http://arilimag.ge/%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%90-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%A3%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98/
თოფურია თ. თეა თოფურია - „როგორც არ უნდა მოინდომო“ და სხვ. ლექსები“... საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალი „არილი“, 2015, 30 დეკემბერი, http://arilimag.ge/%E1%83%97%E1%83%94%E1%83%90-%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AA-%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%A3%E1%83%9C/
კაიშაური რ. რუსუდან კაიშაური, არმური -ლიტარენა, უფრო კი - ბიბლიოთეკა, https://armuri.georgianforum.com/t968p25-topic
რატიანი ზ. ზვიად რატიანი, ლექსები, თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი, 2015, 10 მაისი http://tbilisilitfest.ge/index.php?do=full&id=5148
ჩხეტიანი თ. თემურ ჩხეტიანი, ინტერნეტ საიტი, იკითხე ჩვენთან ერთად, http://gpoets.blogspot.com/2012/12/blog-post_4669.html
ჯავახაძე ვ. ვახტანგ ჯავახაძე, ლექსები, ინტერნეტ საიტი „ლიტკლუბი“, http://litklubi.ge/biblioteka/view-nawarmoebi.php?id=11685