ქრისტიანობისა და სამშობლოს დაცვის იდენტობის სკითხი ჰაგიოგრაფიაში

ქრისტიანობისა და სამშობლოს დაცვის იდენტობის სკითხი ჰაგიოგრაფიაში

ავტორები

  • ნინო გიორგაძე იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/tuw.2022.01.35.16

საკვანძო სიტყვები:

მარტიროლოგიური ლიტერატურა, ჰაგიოგრაფიული ლიტერატურა, „ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“, ნერსე ერისთავი

ანოტაცია

ქართული ორიგინალური მარტიროლოგიური ჟანრის თხზულებები ძველი ქართული მწერლობის სრულ პერიოდს მოიცავს. იგი იწყება V საუკუნიდან და სრულდება XVIII საუკუნით. ქრისტიანულ სამყაროში მოწამეთა კულტის აღმოცენების წინაპირობა ახალი აღთქმის წიგნებში უნდა ვეძიოთ. ქრისტესა და მისი მოწაფეების მოწამებრივი აღსასრულით იყო შეპირობებული  „წამებათა“ ჟანრის დამკვიდრება ჰაგიოგრაფიულ ლიტერატურაში. ჰაგიოგრაფია სინკრეტულობით გამოირჩევა.  ამიტომაც არ კარგავს აქტუალობას, მას ვერც იდეოლოგიური ხასიათი ხდის დრომოჭმულად. ამ დარგის ნაწარმოებებს ყოველთვის ეძებნება  თანადროულობის ნიშნები. წყაროთმცოდნეობითი მასალა, რომელსაც ასე ჭარბად იტევს „ევსტათი მცხეთელის მარტვილობა,“ მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის ისტორიულ-ლიტერატურული კვლევებისა და დასკვნებისათვის. თხზულება იძლევა მონუმენტურ სურათს ეპოქის გლობალურ საკითხებზე, რაც მნიშვნელოვანია ევსტათის ხასიათის, მისი პიროვნული სიმაღლის გასააზრებლად. აღმოსავლეთ საქართველოს სპარსელთა დამპყრობლური პოლიტიკის გამოისობით უმეფობის ხანა დასდგომია. მეფის უზენაეს ძალაუფლებას სპარსეთის შაჰის მიერ დანიშნული მარზპანი ჩაენაცვლა. ერისმთავარ-მამასახლისთა, დიდებულთა გარემოცვაც იკვეთება ძალისმპყრობელ სპარსთა ირგვლივ, მაგრამ ფუნქციები ფორმალური, ნომინალურია. ასეთ მძიმე ჟამს, როცა ქართლში სპარსელები ზეობენ, თვით ის ძალა ბატონობს, რომელი ქვეყნისა და აღმსარებლობის წარმომადგენელიც მაზდეანად აღზრდილი ევსტათია, უდიდესი გმირობის ტოლფასია ქრისტიანობის აღიარება. ქრისტესთვის წამებული  იმავდროულად იქცა ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველად. მისი იდენტობა ეროვნულ გმირთან ბუნებრივად იკვეთება, რამეთუ, ქრისტიანობისათვის თავდადება ქვეყნისათვის თავდადებად აღიქმებოდა. ევსტათი თავისი ქმედებით თავისთავად ეწინააღმდეგება აგრესორთა ძალმომრეობრივ პოლიტიკას. აქ ვლინდება მისი არა მარტო რელიგიური, არამედ ადამიანური, მოქალაქეობრივი პოზიცია. ეს პოზიცია უფრო კარგად გამოიკვეთა წმ. რაჟდენის ქმედებაში, როცა ვახტანგ მეფის თანამებრძოლად იქცა.  ნერსე ერისთავის გვერდით აბოს მუდმივად თანამყოფობაც არ გამორიცხავს აბოს მხრიდან მისი პოლიტიკური იდეების თანაზიარობას.  ისტორიული ფონი ქმნის უფრო ღირებულს აბოს წამების მნიშვნელობასაც და არა მხოლოდ წამების. ამ შემთხვევაშიც ერთგარად იკვეთება აბოს მოქალაქეობრივი პოზიცია. თავისი ქმედებით იგი თითქოს აპროტესტებს კიდეც არაბთა აგრესიას. აქეთაა მიმართული მის მიერ ქრისტიანული რელიგიის ქადაგება, პოლემიკური ნიშნით აღბეჭდილი მისი დიალოგი ამირასთან. ქართულ ორიგინალურ ჰაგიოგრაფიაში აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ეროვნული თვითმყოფობის შენარჩუნების საიმედო საყრდენი ქრისტიანული ეკლესიაა, რომ სარწმუნოებრივ-ეროვნული გადარჩენის გზები ერთმანეთს კვეთს, თანხვდება. ამიტომ თითოეული წმინდანი მოიაზრება არა მხოლოდ ქრისტეს „ტარიგად“, არამედ ეროვნულ გმირად და აგრესიას დაპირისპირებულ მებრძოლად.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

გაბიძაშვილი (2014), გაბიძაშვილი ე., ნარკვევები ძველი ქართული სასულიერო მწერლობის ისტორიიდან, ტ. II. გამომც. „Ⴀღმსარებელი“. თბილისი.

გაბიძაშვილი (2004), გაბიძაშვილი ე., ძველი ქართული მწერლობის ნათარგმნი ძეგლები, ბიბლიოგრაფია 1 , საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი, თბილისი.

გელოვანი (2021), გელოვანი ნ., თბილისის მუსლიმური თემი (1801-1917), სტამბა „კოლორი“, თბილისი.

ქართული მწერლობა (1987) ქართული მწერლობა, ოცდაათ ტომად, ტ.1. გამომც. „ნაკადული“, თბილისი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-04-29

როგორ უნდა ციტირება

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია
Loading...