ეპიკური ამბებიდან ერეკლეს ეპოსამდე

ეპიკური ამბებიდან ერეკლეს ეპოსამდე

ავტორები

  • ნინო გიორგაძე იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/tuw.2022.01.35.15

საკვანძო სიტყვები:

ერეკლეს ეპოსი, საგმირო-ისტორიული, ზეპირსიტყვიერი, ხალხური ეპოსი, პატარა კახი

ანოტაცია

თემურ ჯაგოდნიშვილის თვალსაწიერი, კვლევის არეალი მეტად ვრცელია და მრავალისმომცველი. ამაზე მეტყველებს მისი 150-ზე მეტი პუბლიკაცია,  მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების ვრცელი ჩამონათვალი: „რაფიელ ერისთავი და ხალხური შემოქმედება“(1979), „ქართული ფოლკლორისტიკის სათავეებთან“(1986), „ბერიკაცი ვარ ნუ მომკლავ“ (ფოლკლორისტულ-ლიტერატურათმცოდნეობითი ნარკვევები, 1990), “ქართული ორატორული ხელოვნება“(2000), “ნოდარ ტაბიძე (ცხოვრება მოღვაწეობა, 2009)“,  „თაობათა მოძღვარი“(2011),  „ხანძთა, ძველი, ახალი(2014), “წერითი და ზეპირი კომუნიკაციები“( 2017, თანაავტორთან ერთად),  “ახალი რიტორიკა-საჯარო კამათის ტექნოლოგიები”(2018, თანაავტორთან ერთად), ლინგვოკრიმინალისტიკა“(2020), „ერეკლეს ეპოსი“(2021).  ღვაწლმოსილი მეცნიერის ნაკვლევ-ნაღვაწი მოიცავს ლიტერატურათმცოდნეობის, ფოლკლორისტიკის, კომუნიკოლოგიის, ჟურნალისტიკამცოდნეობის, ქართული ენის სწავლების საკითხებს. თემურ ჯაგოდნიშვილის ზემოთ დასახელებული წიგნების არასრული ჩამონათვალიდან გამოვყოფთ „ერეკლეს ეპოსს.“ წიგნი პირველად 2005 წელს გამოიცა, 2021 წელს ავტორმა მკითველს წარუდგინა ახალი, შევსებული რედაქცია, ხოლო 2023 წელს გამოდის მისი ინგლისურენოვანი თარგმანი. „ერეკლეს ეპოსის“ მნიშვნელობა დიდია. მისით გამდიდრდა ქართული ხალხური ეპოსი.  ამჯერად, „ამირანის ეპოსის“, „ეთერიანის“ და „არსენას ლექსის“ გვერდით დამსახურებულად დგას „ერეკლეს ეპოსი“, გაირკვა ქართული ხალხური ეპიკური ცნობიერების  სრულქმნილობა - მოთოლოგიური და სატრფიალო -რომანტიკული ეპოსების გვერდით საგმირო-საისტორიო  ეპოსის არსებობა. თემურ ჯაგოდნიშვილი ქართულ ფოლკლორისტიკაში პირველი აღმოჩნდა, რომელმაც შეძლო  არსებული ფოლკლორული ლექს-სიმღერების საფუძველზე გამოევლინა ერეკლე მეორის საგმირო-ისტორიული ეპოსის ტექსტები. წიგნში საინტერესოდაა გაანალიზებული ერეკლეს ეპოსის თეორიული საფუძვლები და ეპოსმცოდნეობის უმნიშვნელოვანესი საკითხები, ერეკლეს ზეპირსიტყვიერი თავგადასავლის ეპიკური სტრუქტურა, ტექსტის ჩაწერა-პუბლიკაციის ისტორია. და რაც მთავარია, წიგნი საშუალებას იძლევა მთლიანობაში აღვიქვათ ზეპირსიტყვიერებაში დალექილი ერეკლე მეფის ეპიკური თავგადასავალი, სრულად გავეცნოთ „პატარა კახის“ ეპოსის ციკლების გმირებს (ლევან ბატონიშვილი, მაია წყნეთელი, თამარ ვაშლოვანელი, თინა წავკისელი, ძაღლიკა ხიმიკაური, პაატა თემურიშვილი, გელა ნათელაშვილი და სხვა), გავიაზროთ მათი ისტორიული მისია ქვეყნის ტრაგიკული ხვედრის ფონზე.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

შაიშმელაშვილი თ., „ეს ჩვენი მეფე ერეკლე“...მონარქი, რომელმაც გაუსწრო თავის ეპოქას (ინტერვიუ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორ თემურ ჯაგოდნიშვილთან), ჟურნ. „ანეული“, #3, 2020;

ჯაგოდნიშვილი თ., „ერეკლეს ეპოსი“, გამომც. „ტექნიკური უნივერსიტეტი“, თბ. 2005;

ჯაგოდნიშვილი თ., „ერეკლეს ეპოსი“, გამომც. „საარი“, თბ. 2021.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-04-29

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია
Loading...