ერთი ნარატივის თავისებურებანი − ჰოლოკოსტზე მეტაფორების გარეშე

ერთი ნარატივის თავისებურებანი − ჰოლოკოსტზე მეტაფორების გარეშე

ავტორები

  • ნინო ძამუკაშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/tuw.2022.01.35.12

საკვანძო სიტყვები:

ბოინი, აღმნიშვნელი, აღსანიშნი, ჰოლოკოსტი, თხრობა

ანოტაცია

ჩვენი სტატიის მიზანია ჯონ ბოინის ცნობილი რომანის ,,ბიჭი ზოლიან პიჟამაში“ მიხედვით ვაჩვენოთ მწერლის მიერ არჩეული ლექსიკო-სემანტიკური და ასევე სტილისტური ველი, როდესაც ის მოგვითხრობს კაცობრიობის ერთ-ერთ უდიდეს კატასტროფაზე−ჰოლოკოსტზე. ვეცადეთ გამოგვეკვეთა მწერლის სტილი: მისი თხრობის ლინგვისტური არჩევანი ქმნის შთაბეჭდილებას,  რომ ამ მოვლენას თითქოს მეტაფორებით აღწერა არ უხდება. თხრობა პირდაპირია, ლაკონური და უმეტესად ემოციურად დაშრეტილი, ვინაიდან თავად ჰოლოკოსტი იქცა ამ შემზარავი ჰუმანიტარული კატასტროფის ძლიერ მეტაფორად. მწერლის მიერ მოყოლილი ამბავი−ცხრა წლის ბიჭის, ბრუნოს თვალით და გონებით განცდილი ისტორიაა. ჩვენი კვლევაც სწორედ ამ მიზანს ისახავს: იმ ლინგვისტური ერთეულების −,,აღმნიშვნელების“− გამოვლენას, მათი სპეციფიკური სინტაქსური,  ფონეტიკური, ლექსიკო-სემანტიკური და ასევე სტილისტიკური მახასიათებლებით, რომელთაც მწერალი იყენებს თხრობისათვის. მათი ფუნქციური დატვირთვა მრავალფეროვანია: ზოგჯერ ამა თუ იმ გონივრულად შერჩეული აღმნიშვნელით მწერალი გვიჩვენებს ამა თუ იმ სიტყვის ფონეტიკურად სხვაგვარად ,,წაკითხვის“ შესაძლებლობებს. მაგ. ,,ფურია“ ნაცვლად ,,ფიურერის“; ზოგჯერაც ბავშვური გულუბრყვილობით და ვერ გაგებით არასწორად აღქმულ სახელს: “Out-with”  ნაცვლად “Auschwitz“. მოვიძიეთ მეტად საინტერესო შემთხვევაც, როდესაც მწერალი მიმართავს ევფემისტურ მეტყველებსაც, რათა დაფაროს ან პირდაპირ არ თქვას სათქმელი. მსგავსი ლინგვისტური ერთეულები უხვადაა გაბნეული რომანში, რაც მთელ ტექსტს  ერთგვაროვან ენობრივ ქსოვილში აქცევს. საინტერესოა იმ ფაქტის აღნიშვნაც, რომ თითოეული თავიც იმგვარად არის დასათაურებული, როგორც თხრობის ბუნებას შეეფერება: ისინიც მიგვანიშნებენ ბავშვურ ლოგიკასა და აზროვნებაზე. რომანის ამგვარი მოცემულობების გათვალისწინებით, ჩვენი აზრით, სტატია საინტერესო იქნება ფსიქო-ლინგვისიტიკით დაინტერესებული მკითხველებისთვისაც.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

გამყრელიძე თ., კიკნაძე ზ., შადური ი., შენგელაია ნ. თეორიული ენათმეცნიერების კურსი. (2008). თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბილისი.

Boyne J. (2006). The Boy in the Striped Pyjamas. David Fickling Books Publishers. 2006.

Hughes K. (2006). The Review of The Boy in the Striped Pyjamas. The Guardian. 2006 https://www.theguardian.com/books/2006/jan/21/featuresreviews.guardianreview18; მოძიებულია 2.09.2022;

Tucker N. (2006). The Boy in the Striped Pyjamas, by John Boyne. https://www.independent.co.uk/arts-entertainment/books/reviews/the-boy-in-the-striped-pyjamas-by-john-boyne-6111909.html; მოძიებულია 10.09.2022;

Wright E. (2006). The Boy in the Striped Pyjamas. The Age. 2006. https://www.theage.com.au/entertainment/books/the-boy-in-the-striped-pyjamas-20060103-ge1inf.html; მოძიებულია 10.09.2022.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-04-29

როგორ უნდა ციტირება

გამოცემა

სექცია

ენა და ენათმეცნიერება
Loading...