გურამ დოჩანაშვილისეული სიტყვათქმნადობა

გურამ დოჩანაშვილისეული სიტყვათქმნადობა

ავტორები

  • ელენე ფილაშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/tuw.2022.01.35.09

საკვანძო სიტყვები:

სიტყვათქმნადობა, კომპოზიცია, სტილი, ექსპრესია

ანოტაცია

გურამ დოჩანაშვილის პროზა ყურადღებას იპყრობს გამორჩეული სიტყვათქმნადობით, სემანტიკური თავისებურებებით, ამოუწურავი სიტყვათა მარაგით, მდიდარი სტილისტური ხერხებითა თუ ხალხური მეტყველების ნიმუშებით. მწერალი სიტყვათწარმოებისას იყენებს სემანტიკურად და სტრუქტურულად განსხვავებულ ენობრივ ერთეულებს. მწერლის ენისათვის დამახასიათებელია ფუძეგაორკეცებული (ბნელ-ბნელი, წვრილ-წვრილი)  და ნაირფუძიანი (ენამოქარგული, ნესტოებდაბერილი, ჩრდილდაფენილი) კომპოზიტები. სხვადასხვა ფუძით შეერთების შედეგად შექმნილ კომპოზიტებში განირჩევა;

ა) ერთი და იმავე ტიპის სახელთა გაერთიანებით შექმნილი კომპოზიტები, სადაც ორივე კომპონენტი არსებითი სახელია: ძილ-ღვიძილი, ტყვია-წამალი, ხელ-პირი, გულ-ხელი, შაქარყინული, თავსამკაული... 

ბ) ერთი კომპოზიტი არსებითი სახელია, მეორე - ზედსარავი: თვალებამოქარგული, ჩრდილდაფენილი, გრძელსხივება, ნესტოებდაბერილი, თვალებდახუჭული...

   გ) ორივე კომპონენტი ზედსართავი სახელია: ლურჯ-წითელი, ტკბილ-მომწარო... 

დ) კომპოზიტის ერთი კომპონენტი წარმოქმნილი სახელია: წოწოლაქუდიანი, შავწამოსასხამიანი...

ე) კომპოზიტის ერთი კომპონენტი ზმნა-შემასმენელია, ან მიღებულია ზმნათა გაერთიანებით: ენაწყლიანობდა, ენაწყლიანობდნენ, დავძმადნაფიცდით, გაიარ-გამოიარა...

   ექსპრესიით ხასიათდება სამ და ოთხკომპონენტიანი კომპოზიტები: ხელისგულმიფარებული,  ტუჩნიკაპათრთოლებული, ცალშიშველფეხმოდუნებული...

მხატვრულ წარმოსახვათა გადმოსაცემად აღსანიშნსვია ისეთი კომპოზიტები, როგორიცაა: ტანხვლიკიანი, ცადდარჩენილი, მზერააბჯენილი, ჩრდილდაფენილი, მდინარენაპკურები, ხმაურმიღწეული, საიდუმლოშენახული, ყვრიმალებდაბერილი, სახემითითხნილი, ორთქლდადენილი, სახედაჭმუჭნული, ცადდარჩენილები და...

ცალკე გამოსაყოფია ატრიბუტულმსაზღვრელიანი (ენაჭარტალა, ფეხშიშველი)  და მართულმსაზღვრელიანი (მზეთუნახავი, ხელისგული, მუხლისთავი, ბალღობისდროინდელი, ცისარტყელა, გულისპირი, გულისძგერა, თავსახური) კომპოზიტები. 

მწერლის ენისათვის ნიშანდობლივი აღმოჩნდა სახელზმნით შედგენილი კომპოზიტები: მზერაამღვრეული, მზერაარიდებული, მზერადქცეული, მზერაგაშტერებული, თავაწყვეტილი, ძილგამკრთალი, ქანცგაწყვეტილი, ყელგამოსაჭრელი, ხელიხელჩაკიდებულნი, ტანსაცმელშემოფლეთილი, ქედჩალეწილი, თვალისმომჭრელი, ახალშემოსწრებული, შარვალაკარწახებული, თითებმიხუტებული, თითებმიფარებული, თითებმიდებული,  თათებმოკეცილი...

მწერლის ენაში ყურადღებას იპყრობს რამდენიმე ლექსემით შექმნილი მეტად საინტერესო და ექსპრესიული კომპოზიტები, რომლის ძირითად ფუძედ გვხვდება გული (გულაძგერებული), თვალი (თვალებგაფართოებული), მზერა (მზერამიწებებული), თავი (თავდაღწეული) და

ნათელია, რომ გურამ დოჩანაშვილი სიტყვის უბადლო ოსტატია, ქართული სიტყვის, ლექსიკის თავისთავადობა, სიტყვათქმნადობა  მწერალთან ამოუწურავია და დიდ შესაძლებლობას იძლევა.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ზვიადაძე, თ. (2009) - მწერლის ენის საკითხები, თბილისი, გამომცემლობა „მერიდიანი“.

კვაჭაძე, ლ. (1996) - თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი, თბილისი, გამომცემლობა „რუბიკონი“.

კოშორიძე, ე. (2005) - მწერლის ენისა და სრილის საკითხები, თბილისი, გამომცემლობა „მერიდიანი“.

სანიკიძე თ. (1999) - ქართული ენის პრაქტიკული სტილისტიკა, თბილისი, „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“.

სანიკიძე, თ. სანიკიძე, ი. (2009) - ქართული ენის სტილისტიკა, თბილისი, გამომცემლობა „ინტელექტი“.

საანალიზო წყარო:

გურამ დოჩანაშვილი - „სამოსელი პირველი“ გამომცემლობა „მერიდიანი“, თბ, 2011 წ.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-04-29

გამოცემა

სექცია

ენა და ენათმეცნიერება
Loading...