გენდერის სემანტიკური სპეციფიკისათვის გერმანულ ფრაზეოლოგიზმებში
DOI:
https://doi.org/10.52340/tuw.2022.01.35.08საკვანძო სიტყვები:
კონცეპტი „ქალი“, სემანტიკა, დადებითი, უარყოფითი, კონოტაციაანოტაცია
ქალი სამყაროს, სიცოცხლის საწყისი და დასასრულია. ქალის გარეშე სამყარო დიდი ხნის წინ შეწყვეტდა არსებობას. გამომდინარე იქიდან, რომ ფრაზეოლოგიზმები ერის ცნობიერების და ცხოვრების სარკეა, კონცეპტ „ქალის“ შემცველი ფრაზეოლოგიზმები ყველა ენაში მრავლადაა და მათ შორის გერმანულშიც. ჩვენი კვლევის მიზანია: კონცეპტ „ქალის“ შემცველი ფრაზეოლოგიზმების მოძიება და მათი სემანტიკის განსაზღვრა. კვლევის ობიექტია გერმანულენოვანი ლექსიკონები და პრესა, კერძოდ ჟურნალები: „Bravo“, „Mädchen“. მოძიებულ იქნა 83 გერმანული ფრაზეოლოგიზმი. როგორც კვლევამ გვიჩვენა, კონცეპტი „ქალი“ გერმანულ ფრაზეოლოგიზმებში გამოყენებულია დადებითი და უარყოფითი კონოტაციით, თუმცა უარყოფითი კონოტაციით გამოყენებული ფრაზეოლოგიზმები ჭარბობს (54) დადებითი კონოტაციით წარმოდგენილ (29) ფრაზეოლოგიზმებს. კონცეპტი „ქალი“ დადებითი კონოტაციის ფრაზეოლოგიზმებში ნახმარია მრავალფეროვანი სემანტიკური მნიშვნელობით, როგორიცაა სილამაზე, სიყვარული, მომჭირნეობა, შრომისმოყვარეობა და ა. შ. გერმანული ფრაზეოლოგიზმების კვლევამ გვიჩვენა, რომ ქალი უფრო ხშირად ნეგატიური კონოტაციით ანუ უარყოფითი სემანტიკური მნიშვნელობით ფიქსირდება. ბიბლიაშიც კი ევა არის ცოდვის დასაბამი. იგი არის საგანი, სათამაშო ეშმაკის ხელში. ის არის სუსტი არსება, რომელზედაც ზემოქმედება იოლია. უარყოფით კონოტაციაში იგულისხმება შემდეგი სემანტიკური მნიშვნელობები: გრძელი ენა, მოკლე ჭკვა, სიცბიერე, არასანდოობა, მსუბუქი ყოფა-ქცევა, ცვალებადი ხასიათი და ა. შ. კონცეპტ „ქალის“ შემცველი ფრაზეოლოგიზმების უმეტესობა სემანტიკური მნიშვნელობით ქალისა და მამაკაცის ურთიერთობასთან და ოჯახთან არის დაკავშირებული. დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად უამრავი უარყოფითი კონოტაციის შინაარსის მქონე ფრაზეოლოგიზმებისა, ქალი მაინც რჩება სიცოცხლის საწყისად, რაც კარგად ჩანს ფრაზეოლოგიზმებშიც.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
გამრეკელი, ნ., ჰოფმანი, თ. ქადაგიძე, ნ. (1973): გერმანულ-ქართულ-რუსული ფრაზეოლოგიური ლექსიკონი. თბილისი. განათლება.
ზექალაშვილი, რ. ქირია, ჭ. (2007): გერმანულ-ქართული ლექსიკონი. თბილისი: საქართველოს მაცნე.
Duden (Deutsches Universalwörterbuch) (5. überarbeitete Aufgabe) (2003). Dudenverlag. Mannheim. Leipzig. Wien. Zürich.
Duden (2008): Wörterbuch der deutschen Idiomatik. 3., überarbeitete und aktualisierte Aufl. Mannheim: Dudenverlag.
Götz D. u. a.:(2008) Droßwörterbuch Deutsch als Fremdsprache. Langenscheidt-Berlin- München -Wien -Zürich -New York.
Kempke, G. (1984):Handwörterbuch der deutschen Gegenwartssprache in zwei Bänden. Berlin: Akademie Verlag.
Schmidt W. (1982): Deutsche Sprachkunde; Volk und Wissen, volkseigener Verlag. Berlin.
Paffen, K.A. (1980): Deutsch-russisches Satzlexikon. Leipzig: VEB Verlag Enzyklopädie.
Warig, G. (2000): Deutsches Wörterbuch. Bertelsmann