თელავი და ხელოსნური წარმოება

თელავი და ხელოსნური წარმოება

ავტორები

  • თენგიზ სიმაშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/tuw.2022.01.35.03

საკვანძო სიტყვები:

ქალაქები, ვაჭრობა, ხელოსნობა, ამქრები, არტელები

ანოტაცია

საქართველოს უძველესი ქალაქი თელავი უძველესი საქარავნო „აბრეშუმის დიდი სავაჭრო გზის“ ერთ-ერთ მთავარ არტერიაზე მდებარეობდა, მრავალი წლის მანძილზე იყო კახეთის სამეფოს დედაქალაქი და კახეთის მეფეთა რეზიდენცია. თელავი ერთგვარ მიზიდულობის ცენტრს წარმოადგენდა და აქ სამუშაოდ, სავაჭროდ თუ საცხოვრებლად, მოდიოდნენ სხვადასხვა დარგის ხელოსნები, ვაჭრები და მოგზაურები.       საუკუნეების განმავლობაში თელავში ხელოსნობის განვითარება შედარებით მაღალ დონეზე იდგა - ამ დროს უკვე არსებობდა ხელოსნების პროფესიული გაერთიანებები - ,,ამქრები’’ თავისი იერარქიით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ქალაქებიდან მხოლოდ თელავში არსებობდა ე.წ. „ამქრის ბაღები“.  რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ძალდატანებითი მიერთების შედეგად, მართალია, თელავმაც დაკარგა თავისი მნიშვნელობა -  იგი პროვინციულ ქალაქად იქცა და სამაზრო ცენტრის ფუნქცია დაეკისრა. ამის მიუხედავად, საქალაქო ცხოვრება და მისი შემადგენელი ნაწილი - ხელოსნური წარმოება ამ პერიოდის თელავში საკმაოდ განვითარებული იყო. საბჭოთა პერიოდში, 1920-იანი წლების ბოლოს ხელოსნური წარმოების განვითარებას საკმაოდ დიდი დარტყმა ფაბრიკა-ქარხნების რაოდენობის ზრდამ მიაყენა. გარდა ამისა, ამ დროს იწყება ინდივიდუალური შრომის შეზღუდვა და ქალაქად ხელოსნებს აიძულებდნენ გაერთიანებულიყნენ არტელებში. სხვადასხვა მიზეზის გამო ხელოსნების ნაწილი არტელებში არ ერთიანდებოდნენ, რაც 1920-იანი წლების ბოლოს მათზე  რეპრესიების გამხორციელების მიზეზად იქცა. დღეს, ისევე როგორც სხვა ქალაქებში თელავში ძველი ხელოსნური წარმოების კვალი თითქმის აღარაა შემორჩენილი, გაქრა ,,ამქრის ბაღებიც“, მათი ადგილი თანამედროვე შენობებმა და სხვადასხვა დაწესებულებებმა დაიკავა.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

თენგიზ სიმაშვილი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი

Doctor of History

წყაროები

აბესაძე, ნ. (1979). ქალაქ თელავის ხელოსანთა ამქარი, მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის, XX. თბილისი. გამომცემლობა ,,მეცნიერება"

ვახუშტი. (1941). აღწერა სამეფოსა საქართველოსა (საქართველოს გეოგრაფია), თ. ლომოურის და ნ. ბერძენიშვილის რედაქციით. თბილისი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა

ვახტანგიშვილი, თ., სიმაშვილი, თ. (2020) თელავი - წარსული და თანამედროვეობა. თბილისი. გამომცემლობა ,,მერიდიანი“

მარგველაშვილი, ა., სიმაშვილი, თ., სიხარულიძე, თ. (2022) ჩემი ქუჩა, ჩვენი ქალაქი - მაწანწრის უბნის ამბები, თელავი. გამომცემლობა ,,სათემო განვითარების ცენტრი’’

ნანობაშვილი, ი. (1963) საამქრო ნაგებობანი თელავში. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტომი II, თბილისი, გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო“

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწ. ინსტიტუტი. ქსნის ხეველი. 12 მაისი. 1886 წელი. ხელნაწერი 5 256. VIII

ქალაქ თელავის დაგეგმარებისა და რეკონსტრუქციის პროექტი. ქალაქის ტერიტორიის მოწყობა და ინფრასტრუქტურული დასაბუთება. (1957). კახეთის რეგიონალური არქივი. თელავის რაიონი. გიორგი ჯაშიაშვილის ფონდი 491. წიგნი 2. საქმე # 3.

მასალები თელავის ქუჩების ისტორიისათვის. (1972) თელავის ისტორიული მუზეუმი. გიორგი მელითაურის ფონდი. წიგნი პირველი

გაზეთი „ალაზნის განთიადი“. №49. 1967

მიხეილ ონიკაძე. ზეპირი ისტორია. ინტერვიუერი თენგიზ სიმაშვილი. ინტერვიუ ჩაიწერა სათემო განვითარების ცენტრის პროექტის „ჩემი ქუჩა, ჩვენი ქალაქი“ ფარგლებში, 11.08.2020

ჯემალ სანდოშვილის ზეპირი ისტორია. ინტერვიუერი თენგიზ სიმაშვილი. ინტერვიუ ჩაიწერა სათემო განვითარების ცენტრის პროექტის „ჩემი ქუჩა, ჩვენი ქალაქი“ ფარგლებში, 04.08.2020

Н. А. Караулов. (1881-1915). Сведения арабских географов X и XI веков, Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа (СМОМПК), изд. Управлением Кавказского учебного округа, Тип. Главного управления Наместника Кавказского, Тифлис

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-04-29

გამოცემა

სექცია

ისტორია
Loading...