განახლებადი ენერგიების ბიზნესის განვითარების ეკონომიკური, ფინანსური და საინვესტიციო პერსპექტივები საქართველოში
DOI:
https://doi.org/10.52340/tuw.2025.38.01.26საკვანძო სიტყვები:
renewable energy businessანოტაცია
ენერგობიზნესის განვითარებაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარების მომავალი, რომელშიც განსაკუთრებული ნაწილი განახლებად ენერგიებს განეკუთვნება და რომელსაც თავის მხრივ ძალზედ მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია. ბოლო წლებში, გლობალური პოლიტიკური არასტაბილურობა, კლიმატური ცვლილებები, ენერგოუსაფრთხოების აუცილებლობა და მსოფლიო ბაზარზე ენერგორესურსების ფასების მერყეობა, კიდევ უფრო აძლიერებს განახლებადი ენერგიების მნიშვნელობას საერთაშორისო მასშტაბით. აღნიშნულმა ფაქტორებმა განაპირობა სხვადასხვა ქვეყნების და მათ შორის საქართველოს დაინტერესება ენერგეტიკული სექტორის დივერსიფიკაციითა და განახლებადი ენერგიების ბიზნესის განვითარების ხელშეწყობით. განახლებადი ენერგიების ბიზნესს საქართველოსთვის მკვეთრად გამოხატული ეკონომიკური, ფინანსური და საინვესტიციო ლოგიკა გააჩნია, გამომდინარე იქიდან, რომ იგი ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას, ინვესტიციების მოზიდვას, ენერგომიმართულებების დივერსიფიკაციას, მწვანე ეკონომიკის ჩამოყალიბებას და ეკოლოგიური და კლიმატური ამბიციების განხორციელებას.
ნაშრომის მიზნია საქართველოში განახლებადი ენერგიების ბიზნესის განვითარების ეკონომიკური პოტენციალის ანალიზს და საინვესტიციო პერსპექტივების შეფასებას ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნეს შესაძლებლობების პირობებში. გაანალიზებულია საქართველოში არსებული ენერგობიზნესის პოტენციალი, სახელმწიფო სტრატეგიები და რეგულაციები, მათ შორის განახლებადი ენერგიების ბიზნესის განვითარების შეაძლებლობები 2023–2030 წლებში ევროკავშირის „მწვანე შეთანხმების“ კონტექსტში და ეკონომიკური ანალიზის საფუძველზე გამოვლენილია ძირითადი ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავენ განახლებადი ენერგიების სექტორის საინვესტიციო პერსპექტივებს და ეკონომიკურ სიცოცხლისუნარიანობას დღევანდელი ეკონომიკური რეალობებიდან გამომდინარე.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო www.economy.gov.ge
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო http://energy.gov.ge/
ადგილობრივი განახლებადი ენერგეტიკული რესურსების განვითარების ეკონომიკური გავლენის ანალიზი და მისი როლი ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში. თბილისი 2020წ.
საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი GEDF www.gedf.ge/en
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IEA) www.iea.org
განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IRENA) www.irena.org
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო www.mof.gov.ge
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. www.geostat.ge
განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმა. თბილისი 2019წ.

