რაფიელ ერისთავი – ვაჟა-ფშაველას შემოქმედებითი მეგზური
DOI:
https://doi.org/10.52340/tuw.2025.38.01.19საკვანძო სიტყვები:
მოთხრობა „ბეჩავი“, სისხლის აღების წესიანოტაცია
ქართველი სამოციანელები რაფიელ ერისთავს თავიანთ წინამორბედად მიიჩნევდნენ.
რაფიელ ერისთავის ჟანრობრივად და თემატურად მრავალფეროვანი ლიტერატურული მემკვიდრეობა, ეროვნულ-სოციალური თუ ზოდაგსაკაცობრიო პრობლემებით, ერთ-ერთია, რამაც დიდი როლი ითამაშა ქართველი სამოციანელების ლიტერატურული გემოვნების ჩამოყალიბებაში.
ვაჟა-ფშაველა მათ შორის იყო, რომლებიც რაფიელ ერისთავის კეთილისმყოფელ ლიტერატურულ გავლენას აღიარებდნენ.
რაფიელ ერისთავისა და ვაჟა-ფშაველას შემოქმედებითი მსგავსება მხოლოდ მთის კილოთი არ შემოფარგლულა. მათი ლიტერატურული ნათესაობის ერთ-ერთი, განმსაზღვრელი უარყოფითი დოგმებით გაჯერებული საზოგადოებრივი მორალის კრიტიკაა, რომელიც უმოწყალოდ ბღავალას ყოველგვარ ამაღლებულს.
ამ თვალსაზრისით ინტერესს იწვევს რაფიელ ერისთავის მოთხრობა „ბეჩავი“, რომელიც 1855 წელს გამოქვეყნდა რუსულ ალმანახში „ზურნა“.
ნაწარმოები სათაურიდანვე განაწყობს მკითხველს სენტიმენტალური ამბის მოსასმენად, მოთხრობის დასაწყისი კი ღვთისგან ბოძებული სილამაზისა და სიყვარულისთვის მადლიერებასა და ქომაგომას სთხოვს.
ნაწარმოები უჩვეულო კომპოზიციით გამოირჩევა. ძალზედ სადა და უშუალო თხრობა იწყება ფშავში მოგზაური მწერლისა და მისი თანმხლებთა საუბრით.
შემდეგ უკვე სიუჟეტი იშლება მწერლისა და სოფელ ხოშარის მკვიდრის, გულთამზის, დიალოგის ფონზე. გულთამზის ნაამბობი, ფშავში მომხდარი ნამდვილი ამბავი ლაშქარასი და მერცხალას სიყვარულისა ხდება მოთხრობის საფუძველი.
მოთხრობა ერთი კონკრეტული ამბით საინტერესოდ ასახავს ფშაველთა ყოფას, მათ ადათ-წესებს.
ლაშქარასა და მერცხალას ტრაგიკული სიყვარულის ისტორია კრიტიკაა მთაში გამეფებული სისხლის აღების ტრადიციისა.
რაფიელ ერისთავისეული ხედვა ფშაველთა თემობრივი ყოფისთვის დამახასიათებელი რწმენისა და ზნეობის განახლებისა მრავალმხრივ განაზოგადა თავის შემოქმედებით ნააზრევში ვაჟა-ფშაველამ, რომელმაც „ზნეობრივად ღირებული სიცოცხლის შინაარსი აღიარა ფასეულად, ადამიანის არსებობის საზრისად“(არაბული, გ.,1999:36), რომელმაც „კაი ყმას“ ცხოვრების კრედოდ სულიერ-ზნეობრივი იდეალები დაუსახა და მისთვის მსხვერპლის გაღება აუცილებლობად უქცია.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
არაბული, გ.(1999), ვაჟა-ფშაველას სამი პოემა, თბილისი, გამომცემლობა „მეცნიერება“;
ერისთავი, რ.(1958), რჩეული თხზულებანი, 1958, თბილი;
ვაჟა-ფშაველა, ტ.V, 1994, გამომცემლობა „საქართველო;“
ვაჟა-ფშაველა, Pro domo sua, ივერია, 1896წ. N43;
ვაშაყმაძე, შ.(1962), რაფიელ ერისთავი, 1962, სახელმწიფო გამომცემლობა, ‘საბჭოთა საქართველო“, თბილისი;
წერეთელი, ა.(1990), ტ.V, გამომცემლობა „საქართველო“, თბილისი;
ჯაგოდნიშვილი,თ.(1986), რაფიელ ერისთავი, „ნაკადული“, თბილისი.

