ზოგი ლექსიკური ერთეულის შესახებ შიო არაგვისპირელის შემოქმედებაში
DOI:
https://doi.org/10.52340/tuw.2025.38.01.10საკვანძო სიტყვები:
შიო არაგვისპირელი, სალექსკონო ლექსიკური ერთეულები, იდეურ-მხატვრული მარკერიანოტაცია
ზოგადად, მწერლის ხიბლი იმაშია, რომ არ ცდილობდეს ხელოვნური ფრაზების შექმნას, იყოს უშუალო, გულწრფელი და მოგვაქციოს საოცარი ემოციური აღქმის სფეროში. ამ მხრივ, თვალის ერთი გადავლებითაც კი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შიო არაგვისპირელი ზედმიწევნით კარგად ართმევს თავს პასუხისმგებლობას ენისა თუ მკითხველისადმი და ეფექტურად აღწევს დასახულ მიზანს, რაშიც ლექსიკა-ფრაზეოლოგიას გამორჩეული ადგილი უკავია და რაც მისი შემოქმედებითი ფანტაზიის მაჩვენებელია, მწერლის ლექსიკონისათვის კი უხვ საილუსტრაციო მასალას იძლევა.
ნაშრომში წარმოვადგენთ მხოლოდ ზოგიერთ ისეთ ლექსიკურ ერთეულს, რომლებსაც, ვფიქრობთ, სხვადასხვა ნიშნით ექნება ღირებულება და მიიპყრობს მკითხველის ყურადღებას: 1. სიტყვის მნიშვნელობა კონტექსტით შეიძლება ნათელი იყოს, მაგრამ მწერლის ლექსიკური თავისებურებების შესასწავლად აუცლებელი; 2. ლექსიკური ერთეულები, რომლებიც შესაძლებელია ფართო მკითხველისათვის (დღევანდელი გადასახედიდან) გაუგებარი აღმოჩნდეს; მათ უმეტესად გააჩნიათ გააჩნიათ ფიგურალურობა, საოცარი ექსპრესია, დინამიზმი, თავისებური მხატვრული გამომსახველობა და მომდინარეობენ ცოცხალი, სასაუბრო მეტყველებიდან (ცრემლვა/ტირილი; ჭუჭკვა/ამოკეცვა; დაბუხვა/გაყინვა; მათრათი/პირის დასაბანი თიხის თასი; ხამუშ-ხამუშ/დროდადრო; მარქაფა/სათადარიგო; კრენხვა/თვალის ჩაკვრა; ლავლავი/საცოდავად, ტანჯვით ღეჭვა; ქაფიანი/არაყი; მსჯელობის ძაფი/მსჯელობის, აზროვნების უნარი;კრიჭის შებერტყვა/სახის გასუფთავება, პირის მოწმენდა; გულის მოლაფნა /გულის მოლბობა...
აღწერითი, ლექსიკოგრაფიული, ანალიზისა და სინთეზის მეთოდებზე დამყარებული კვლევის კომპლექსურობა შემდგომში საშუალებას მოგვცემს, კიდევ ერთხელ გამოიკვეთოს ის არსებითი ხასიათის კანონზომიერებები თუ ტენდენციები, რომლებიც მოქმედებდა და მოქმედებს ჩვენს ენაში.
შესწავლილი საკითხი, ჩვენი აზრით, იქნება თეორიული და პრაქტიკული ღირებულების მქონე, რადგან მასში თავმოყრილი მრავალფეროვანი ლექსიკური ერთეულები საუკეთესო მასალაა სხვადასხვა სალექციო-სასწავლო კურსისათვის (ლექსიკოლოგია-ლექსიკოგრაფია, დიალექტოლოგია, მწერლის ენა და სტილი...).
კვლევის შედეგად საბოლოოდ ცხადი ხდება, რომ შიო არაგვისპირელის ტექსტის იდეურ-მხატვრული მარკერი, სწორედაც, ნაირგვარი ლექსიკური ერთეულებია, რომელთა მიზნობრივი, ეფექტური მოხმარებით მწერალი ქმნის განუმეორებელ ინდივიდუალურ მხატვრულ ენობრივ სამყაროს და ადასტურებს, რომ იგი ბევრ სიახლეს სძენს და ამდირებს ენას, ხოლო ეს ენა, მართლაც, ქმნის საფუძველს მისთვის ღირსეული ადგილის მისაჩენად სალიტერატურო ენის განვითარებაში.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
არაგვისპირელი, შ. თხზულებათა სრული კრებული, ტ.I, თბ.,1947
ზვიადაძე, თ. მწერლის ენობრივ-შემოქმედებითი სამყარო, თბ.,2023.
კოშორიძე,ე. მწერლის ენისა და სტილის საკითხები, თბ., 2005.
ჯორბენაძე, ბ. - ჯორბენაძე, ბალავარი მწერლობისა, თბ., 1987.

