იოანე აბაშიძის ბიოგრაფიული ცნობები

იოანე აბაშიძის ბიოგრაფიული ცნობები

ავტორები

  • კონსტანტინე ფერაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/tuw.2024.37.01.14

საკვანძო სიტყვები:

კახეთი, ვეჯინი, იოანე აბაშიძე, აბაშიძეები, ერეკლე მეორე, გიორგი მეთორმეტე, XVIII საუკუნის კახეთი

ანოტაცია

სტატია მიმოიხილავს ქართლ-კახეთის სამეფოს ქეშიკჩიბაშის იოანე ზაალის ძე აბაშიძის ისტორიას. გამოყენებულია საარქივო მასალები, პერიოდიკა და ისტორიული თხზულებები რომლებშიც შესაძლებელი გახდა იოანე აბაშიძის ცხოვრების და მოღვაწეობის იდენტიფიცირება. იოანე სავარაუდოდ 1740 წლისთვის დაიბადა, ის იზრდებოდა მისი დის მეუღლის მეფე ერეკლე II-ს კარზე და 1770 წლისთვის უკვე იყო მეფის ქეშიკჩიბაში, მას ევალებოდა მეფის და მისი ოჯახის დაცვა. მეფის და იოანეს წერილებით ირკვევა რომ ის ასევე ჩართული იყო ლეკთა თარეშის აღკვეთაში, სხვადასხვა სახის სამეურნეო საქმიანობაში, სამეფო ოჯახის წევრთა უზრუნველყოფაში, მოსახლეობის ჩასახლებაში, მონასტრების მომარაგებაში, ვაჭართა და სახელმწიფო მოხელეთათვის თანხის გადახდაში. იოანე მონაწილოებდა სასამართლო დავებშიც. მეფე ერეკლე და მისი მემკვიდრე გიორგი XII დიდად აფასებდნენ იოანეს ამაგს, რისთვის მას არაერთი სახელმწიფო მამულიც გადაეცა. იოანე ასევე იკავებდა ბორჩალოს მოურავობის თანამდებობას. მან მონაწილეობა მიიღო კრწანისის ბრძოლაში სადაც ნიკოლოზ ბარათაშვილის „ბედი ქართლისას“ მიხედვით გმირულად იბრძოდა. გარდაიცვალა 1799 წლის მიწურულს და დაკრძალულია ვეჯინის ამაღლების კომპლექსში, თუმცა ამჟამად მისი საფლავი დაკარგულად ითვლება.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

არქივები

საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი:

ფონდი 26, ანაწერი 1, საბუთი 11, ანაწერი 4, საბუთი 2414

ფონდი 56, საბუთი 43

ფონდი 213, საქმე 93;

ფონდი 234, ანაწ. 2, საბუთი 115

ფონდი 1461, რვეული 8, რვეული 9, რვეული 12,

ფონდი 1448, საქმე 482, 488, 489, 498, 1374, 1400, 1990, 2189, 2883, 3999, 5646, 5745, 6421

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი:

ფონდი Ad 451

ფონდი Hd 2189, 2383, 4089, 4353, 6729, 10169, 10200

პერიოდიკა

ივერია - 1888 N4, (იოანე ბატონიშვილი, „შემოკლებით აღწერა თავადთა და აზნაურთა გვარებისა“)

კლდეკარი, 1997 N2(11), გვ. 124-144 (ნინო აბაშიძე, „დრო და სასჯელი“)

კომუნისტი - 1924 N200, N205

მნათობი - 1974, N4 (ნინო აბაშიძე, მოთხრობა „ალაზნისპირას“)

მწყემსი - 1892 N22; 1893 N7, N9

ცისკარი - 1858 N4 (ვახტანგ ჯ. ორბელიანი, „ქვრივის ლიმონების გარჩევა ანუ კრიტიკა“)

ლიტერატურა

ბერძენიშვილი მ. (1980). მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის, ტ. I, „მეცნიერება“, თბილისი

ბერძენიშვილი მ. (1983). მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის. ტ. II, „მეცნიერება“, თბილისი

დვალი თ. (2013). საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა: გურჯაანის, დედოფლისწყაროს, ყვარლის მუნიციპალიტეტები: წიგნი 1-I, „ქართული ენციკლოპედიის ირაკლი აბაშიძის მთ. სამეცნ. რედაქცია“, თბილისი

დოლიძე ი. (1974). სამართლის ძეგლები, ტ. V, „მეცნიერება“, თბილისი

კლიმიაშვილი ა. (2022). მორიგე ლაშქარი (მასალები XVIII სს.სამხედრო ისტორიისთვის), „არტანუჯი“, თბილისი

სოსელია ო. (1973). ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები) - წიგნი I, „მეცნიერება“, თბილისი

ორბელიანი პ. (1981). ამბავნი ქართლისანი, „მეცნიერება“, თბილისი

ქართველიშვილი თ. (2019). დოკუმენტური წყაროები 17 სს 1 ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ, „ნათლისმცემელი”, თბილისი

ჯავახიშვილი, ივ. (1967). საქართველოს ეკონომიური ისტორიის ძეგლები, წიგნი II, დემოგრაფიული ძეგლები აღმოსავლეთ საქართველოს XVIII ს. ხალხის აღწერის დავთრები, „მეცნიერება“, თბილისი

ჯამბაკურ-ორბელიანი ა. (1895). აღა-მაჰმად-ხანის შემოსევა საქართველოში, კრწანისის ბრძოლა, „ქართველთა ამხანაგობის გამოცემა“, ტფილისი

ხოსიტაშვილი ს. (1972). ასპინძის ომი, „განათლება“, თბილისი

Дубровин Н. Ф. (1886). История войны и владычества русских на Кавказе. Том II, „тип. И.Н. Скороходова„ СПб

Кишмишев С.Р. (1889). Походы Надир-шаха в Герат, Кандагар, Индию и события в Персии после его смерти, „тип. Имп. Акад. Наук“ Тифлис

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-03-13

როგორ უნდა ციტირება

გამოცემა

სექცია

1200 ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები (ყველა) / 1202 ისტორია
Loading...