ქართული ენის სწავლების საკითხები არაქართულ სკოლებში

ქართული ენის სწავლების საკითხები არაქართულ სკოლებში

ავტორები

  • ნათელა მაღლაკელიძე

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2021.541

საკვანძო სიტყვები:

სახელმწიფო ენა, სწავლების ენა, არაქართული სკოლები, ქართული ენა

ანოტაცია

საქართველო ისტორიულად ყოველთვის მრავალეროვანი ქვეყანა იყო. ეს გახლდათ ერთგვარი სიმბოლო სხვადასხვა ეროვნების ადამიანთა მშვიდობიანი თანაცხოვრებისა. მე-11 საუკუნის ისტორიკოსის _ ლეონტი მროველის _ მიხედვით, ჯერ კიდევ მე-6 საუკუნეში ისტორიული ქართლის ტერიტორიაზე ქართულის გარდა კიდევ 5 ენაზე საუბრობდნენ: ბერძნულად, სომხურად, ასურულად, ებრაულად და ხაზარულად. ეს ენები ბუნებრივად და დამოუკიდებლად ვითარდებოდა.  ამის მაგალითია საქართველოში უძველესი დროიდან შემორჩენილი ბერძნული, არამეული, სომხური და სხვა წარწერები. დღესაც საქართველოს ტერიტორიაზე შეხვდებით ბერძნულად, აზერბაიჯანულად, სომხურად, რუსულად, ასურულად, აფხაზურად, ოსურად, ხუნძურად, უდიურად, ქისტურად, ქურთულად/ეზიდურად... მოსაუბრე მოქალაქეებს. უმცირესობათა ენები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. 1999 წელს, ევროსაბჭოში გაწევრიანებისას, საქართველო შეუერთდა „რეგიონული ან უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის” ხელიმომწერთა რიცხვს. „უმცირესობათა ენების პატივისცემა და მათი გამოყენების ხელშეწყობა არ ეწინააღმდეგება ქართულის _ ქვეყნის სახელმწიფო ენის _ შესწავლის აუცილებლობას. პირიქით, ქარტია უმცირესობათა ამ ენებს გადარჩენაში დაეხმარება, ქართულს კი გააძლიერებს, რადგან საქართველოში ქარტიის ამოქმედების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების წახალისება ქართულის შესასწავლად.“ (უმცირესობათა ენები საქართველოში, 2016: გვ. 4) 2014  წლის სტატისტიკური მონაცემებით  საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 86%-ს ეთნიკური ქართველები შეადგენენ. ეთნიკურად არაქართველებს შორის ყველაზე მაღალია სომხებისა და აზერბაიჯანელების წილი: 6,3% _ აზერბაიჯანელები, 4,5% _ სომხები.  ქართული სკოლების გვერდით აქ ფუნქციონირებენ არაქართულენოვანი სკოლები და სექტორებიც: აზერბაიჯანული, სომხური, რუსული. ბოლოდროინდელი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით დღეს საქართველოში ფუნქციონირებს 2313 სკოლა: 2086 საჯარო და 227 კერძო (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სტატისტიკური მონაცემები: გვ. 2). აქედან სკოლების დაახლოებით 10% არაქართულენოვანია (ტაბატაძე, 2015: გვ. 2).

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სტატისტიკური მონაცემები 2019-2020 სასწ. წლისათვის

მარაბიანი ქ. საქართველოში სომხური სკოლების 5 ძირითადი პრობლემა, jam-news. 17.11.2015

ტაბატაძე შ. გორგაძე ნ. 2015: ეთნიკურ უმცირესობათა სკოლების მასწავლებლების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდისათვის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის ცენტრი, წ.

უმცირესობათა ენები საქართველოში, 2016: Council of Europe, თბილისი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-09-25

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...