პანდემია და ქართული ლიტერატურის სწავლება (ემოციური ინტელექტის განვითარებისთვის)

პანდემია და ქართული ლიტერატურის სწავლება (ემოციური ინტელექტის განვითარებისთვის)

ავტორები

  • ელენე თაბორიძე

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2021.540

საკვანძო სიტყვები:

პანდემია, ემოციური ინტელექტი, ქართული ლიტერატურის სწავლება

ანოტაცია

მსოფლიოს ქვეყნების დაკავშირებას სოციალური ქსელებით პოზიტიურ შედეგებთან ერთად საფრთხეებიც მოჰყვა - სათუო შეიქნა მცირერიცხოვანი ერების კულტურული (და არა მარტო) თვითმყოფადობის შენარჩუნება. ამ გამოწვევაზე რეაგირების პროცესში მყოფი ჩვენი პლანეტა 2020 წლიდან უდიდესი საშიშროების - კოვიდ - პანდემიის წინაშე აღმოჩნდა. მისი დაძლევა კაცობრიობამ სულიერი სიმტკიცის, სოლიდარობის, ურთიერთთანადგომის, ერთსულოვნების გამოვლენითა და მედიცინის სფეროში გარღვევებით დაიწყო. ჩვენს თვალწინ იკვეთება კაცობრიობის განვითარების ახალი ეტაპი, რამდენადაც წარმოუდგენელი რეალიების მოწმეებად გვაქცია დროებამ. დღეისათვის ინფიცირებულია პლანეტის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, 5 მილიონამდე ადამიანი უკვე შეიწირა ვირუსმა. დანაკარგი გაცილებით დიდი იქნებოდა, დედამიწის ბინადრებს ერთმანეთის მიმართ ემპათია, თანაგანცდა და თანაგრძნობა რომ არ გამოგვევლინა. ასე რომ, ცხოვრებამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა: ყავლი არ გასვლია ზოგადსაკაცობრიო ზნეობრივ ღირებულებებს, რომელთა მარადიულობაში დაეჭვების ტენდენციამ გასული საუკუნის დასასრულისთვის აშკარად იჩინა თავი. უფრო მეტიც - XXI საუკუნის კომპეტენციად სწორედ ემოციური ინტელექტი(კოგნიტური მოქნილობა) იქნა აღიარებული, რადგან, მეცნიერთა რწმენით, მის გარეშე ჩვენს ეპოქაში შეუძლებელია რაიმე ღირებულის შექმნა.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ე ს გ, თბილისი, 2007.

ი. იმედაძე, ფსიქოლოგია, „მწიგნობარი“, თბილისი, 2019.

Daniel Goleman, Emotional intelligence – Why it can matter more than IQ, New Work, Bantam books, 1995.

კრ: ემოციური ინტელექტი, ბიზნესლიტერატურა, თბილისი, 2018.

ე. თაბორიძე, ქართული ლიტერატურის სწავლების მეთოდიკის სალექციო კურსი, აგორა, თბილისი, 2009.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-09-25

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...