დისტანციური სწავლების ტექნოლოგიური ასპექტები Geogebra Classroom – Math გარემოში
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2021.539საკვანძო სიტყვები:
GeoGebra Classroom-ინტერაქტიური ონლაინ გარემო, GeoGebra.org-Math, GeoGebra Classic Appანოტაცია
ნაშრომში განხილულია GeoGebra Classroom მათემატიკის ვირტუალური პლატფორმის გარემოში დისტანციური სწავლების ტექნოლოგიური ასპექტები, რაც დაფუძნებულია GeoGebra Classroom-ის გამოყენების პრაქტიკულ მოდელზე. სახელდობრ, თანამიმდევრობითაა წარმოდგენილი Geogebra Classroom-ის ძირითადი აქტივობები: Activity-აქტივობის მოძებნა/აქტივობის შექმნა; GeoGebra Class-გეოგებრა კლასის შექმნა; GoeGebra Class-თან სტუდენტის/მოსწავლის მიერთება, თანამასწავლებლის დანიშვნა; სტუდენტის/მოსწავლის წინსვლის მონიტორინგი; GeoGebra Classroom-დისტანციური სწავლების გარემოში; GeoGebra-ს აპლეტები (Graphing; CASE; Geometry; 3D Graphics; Spreadsheet; Probability; Notes) GeoGebra Classroom - ისათვის; GeoGebra Class-ის შექმნა გეოგებრას წიგნიდან (GeoGebra-Book). ნაშრომში თითოეული აქტივობა განმარტებული და პრაქტიკულად შესრულებულია, რაც დასაბუთებულია GeoGebra Classroom-ის გარემოში რეალურად შესრულებული შესაბამისი ილუსტრაციებით. დეტალურადაა ახსნილი და გაანალიზებული თითოეული აქტივობის შესრულების ალგორითმი ტექნოლოგიური თვალსაზრისით და ცალკეული ნაბიჯის მეთოდოლოგიური ღირებულება. ცალკეული აქტივობის განხილვას თან ახლავს GeoGebra Classroom-ის გარემოს შესაბამისი ინტერფეისის განმარტებები, დანიშნულება.ნაშრომში წარმოდგენილია რეკომენდაციები GeoGebra Classroom-ში პრაქტიკული მუშაობის დაწყებამდე აუცილებელი მოქმედებების შესახებ: რეგისტრაცია https://www.geogebra.org/ GeoGebra-ს ოფიციალურ საიტზე; GeoGebra Classic საინსტალაციო პაკეტის ჩამოწერა და ინსტალაცია ლოკალურ კომპიუტერში; GeoGebra Classic-ის ონლაინ და ინსტალირებული აპლიკაციების გამოყენების ფლობა რესურსის შექმნის მიზნით.ნაშრომში GeoGebra Classroom-ის ძირითადი აქტივობები შესრულებულია პრაქტიკული მოდელის, პარალელური წრფეების განხილვის მაგალითზე მოსწავლეთა ვირტუალურ ჯგუფთან. თანამიმდევრობითაა ნაჩვენები: რესურსის აგება გეოგებრას ლოკალურ და ონლაინ აპლიკაციებში; აქტივობის შექმნა და მისი გამდიდრება სასწავლო დანნიშნულების დამატებითი ელემენტებით (Text; GeoGebra Applet; Notes; Question: Open question, Multiple choice; Video; Picture; PDF file Web); კლასის შექმნა (GeoGebra Class) და მონაწილეთა მიერთება კლასთან ონლაინ რეალურ დროში, GeoGebra Class-ში ინტერაქტიური კავშირი მასწავლებლისა და მონაწილის ერთობლივი ჩართულობით მოსწავლეთა ეკრანის გაზიარების გარეშე; სასწავლო პროცესში სტუდენტის/მოსწავლის წინსვლაზე თვალყურის მიდევნების, ანონიმურობის გათვალისწინებით დისკუსიის წარმართვის, უკუკავშირის პროცესი.ნაშრომში გაანალიზებული და დადასტურებულია GeoGebra Classroom-ის გამოყენების წარმატებულობა მათემატიკის სწავლებისას როგორც სასკოლო, ასევე უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
გიუნაშვილი ზ., (2014) GeoGebra-დინამიური მათემატიკის პროგრამა. ტრენინგის მასალები. დამხმარე საკითხავი მასალა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერი. თბილისი.
მარდალეიშვილი ნ., (2021) ტრენინგის მასალები. ვიდეო ინსტრუქციები GeoGebra-ს შესახებ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერი. თბილისი. https://www.youtube.com/watch?v=8ovyxWbyCsM&t=3s (ნახვის თარიღი 10 აგვისტო, 2021)
ნაკაიძე რ., (2020) ტრენინგის მასალები. ვიდეო ინსტრუქციები Geogebra-ს შესახებ.
ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი. https://www.youtube.com/watch?v=-qh3QtsODU4
(ნახვის თარიღი 10 აგვისტო, 2021)
https://www.geogebra.org/ GeoGebra for Teaching and Learning Math GeoGebra – ს ოფიციალური საიტი.