დისტანციური სწავლების ტექნოლოგიური ასპექტები Geogebra Classroom – Math გარემოში

დისტანციური სწავლების ტექნოლოგიური ასპექტები Geogebra Classroom – Math გარემოში

ავტორები

  • მარიამ ზაქარიაშვილი

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2021.539

საკვანძო სიტყვები:

GeoGebra Classroom-ინტერაქტიური ონლაინ გარემო, GeoGebra.org-Math, GeoGebra Classic App

ანოტაცია

ნაშრომში განხილულია GeoGebra  Classroom  მათემატიკის  ვირტუალური პლატფორმის გარემოში  დისტანციური სწავლების  ტექნოლოგიური ასპექტები, რაც დაფუძნებულია GeoGebra Classroom-ის გამოყენების პრაქტიკულ მოდელზე. სახელდობრ,  თანამიმდევრობითაა წარმოდგენილი Geogebra  Classroom-ის ძირითადი აქტივობები: Activity-აქტივობის მოძებნა/აქტივობის  შექმნა; GeoGebra Class-გეოგებრა კლასის შექმნა; GoeGebra Class-თან სტუდენტის/მოსწავლის მიერთება, თანამასწავლებლის დანიშვნა; სტუდენტის/მოსწავლის წინსვლის მონიტორინგი; GeoGebra Classroom-დისტანციური სწავლების  გარემოში; GeoGebra-ს აპლეტები (Graphing; CASE; Geometry; 3D Graphics; Spreadsheet; Probability; Notes) GeoGebra Classroom - ისათვის; GeoGebra Class-ის შექმნა გეოგებრას წიგნიდან (GeoGebra-Book). ნაშრომში თითოეული აქტივობა განმარტებული და პრაქტიკულად შესრულებულია, რაც დასაბუთებულია GeoGebra Classroom-ის გარემოში რეალურად შესრულებული შესაბამისი ილუსტრაციებით. დეტალურადაა ახსნილი და გაანალიზებული თითოეული აქტივობის შესრულების ალგორითმი ტექნოლოგიური თვალსაზრისით და ცალკეული ნაბიჯის მეთოდოლოგიური ღირებულება. ცალკეული აქტივობის განხილვას თან ახლავს GeoGebra Classroom-ის გარემოს შესაბამისი ინტერფეისის  განმარტებები, დანიშნულება.ნაშრომში წარმოდგენილია რეკომენდაციები GeoGebra  Classroom-ში პრაქტიკული მუშაობის დაწყებამდე აუცილებელი მოქმედებების შესახებ: რეგისტრაცია https://www.geogebra.org/  GeoGebra-ს  ოფიციალურ საიტზე;  GeoGebra Classic საინსტალაციო პაკეტის ჩამოწერა და ინსტალაცია ლოკალურ კომპიუტერში;  GeoGebra Classic-ის ონლაინ  და ინსტალირებული აპლიკაციების  გამოყენების ფლობა რესურსის შექმნის მიზნით.ნაშრომში GeoGebra  Classroom-ის ძირითადი აქტივობები  შესრულებულია პრაქტიკული მოდელის, პარალელური წრფეების განხილვის მაგალითზე მოსწავლეთა ვირტუალურ ჯგუფთან.  თანამიმდევრობითაა ნაჩვენები: რესურსის აგება გეოგებრას ლოკალურ და ონლაინ აპლიკაციებში; აქტივობის შექმნა და მისი გამდიდრება სასწავლო დანნიშნულების  დამატებითი ელემენტებით (Text; GeoGebra Applet; Notes; Question: Open question, Multiple choice; Video; Picture; PDF file Web);  კლასის შექმნა (GeoGebra Class) და მონაწილეთა მიერთება კლასთან ონლაინ რეალურ დროში, GeoGebra Class-ში ინტერაქტიური კავშირი მასწავლებლისა და მონაწილის ერთობლივი ჩართულობით მოსწავლეთა ეკრანის გაზიარების გარეშე; სასწავლო პროცესში სტუდენტის/მოსწავლის წინსვლაზე თვალყურის მიდევნების, ანონიმურობის გათვალისწინებით დისკუსიის წარმართვის,  უკუკავშირის  პროცესი.ნაშრომში გაანალიზებული და დადასტურებულია GeoGebra Classroom-ის  გამოყენების  წარმატებულობა მათემატიკის სწავლებისას როგორც სასკოლო, ასევე უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში.    

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

გიუნაშვილი ზ., (2014) GeoGebra-დინამიური მათემატიკის პროგრამა. ტრენინგის მასალები. დამხმარე საკითხავი მასალა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერი. თბილისი.

მარდალეიშვილი ნ., (2021) ტრენინგის მასალები. ვიდეო ინსტრუქციები GeoGebra-ს შესახებ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერი. თბილისი. https://www.youtube.com/watch?v=8ovyxWbyCsM&t=3s (ნახვის თარიღი 10 აგვისტო, 2021)

ნაკაიძე რ., (2020) ტრენინგის მასალები. ვიდეო ინსტრუქციები Geogebra-ს შესახებ.

ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი. https://www.youtube.com/watch?v=-qh3QtsODU4

(ნახვის თარიღი 10 აგვისტო, 2021)

https://www.geogebra.org/ GeoGebra for Teaching and Learning Math GeoGebra – ს ოფიციალური საიტი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-09-25

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...