კულტურული მეხსიერება, როგორც ტრანკულტურულობის გააზრების საშუალება

კულტურული მეხსიერება, როგორც ტრანკულტურულობის გააზრების საშუალება

ავტორები

  • თეა თალაკვაძე
  • ივლიტა ლობჯანიძე

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2021.520

საკვანძო სიტყვები:

ტრანსკულტურულობა, ტრანსნაციონალობა, მეხსიერების კვლევა, იდენტობა, კულტურული მეხსიერება

ანოტაცია

ტრანსკულტურულობა მოიაზრებს კულტურის განმსაზღვრელ ნიშანთა ერთობლიობას, რომლებიც დროთა განმავლობაში უფრო მეტად კვეთენ კულტურებს და გულისხმობს მეზობელი, თუ „მონათესავე“ კულტურული ელემენტების შერწყმასა და გაერთიანებას ერთ კულტურაში და წარმოადგენს ერთ ნაციონალურ კულტურაში სხვა კულტურული ელემენტების თანაარსებობას, რომელიც აღარ არის უცხო და ბუნებრივად თავსდება მეორე კულტურაში. ტრანკულტურული გაგება, ნიშნავს სხვადასხვა კულტურული ფორმების ერთობლიობას, როდესაც კულტურები კი არ უპირისპირდებიან ერთმანეთს, არამედ ხდება ერთი კულტურული ელემენტების მეორე კულტურაშიშემოყვანა.   ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ნაციონალური კულტურის ელემენტების კვლევა თავისთავად უკავშირდება კულტურულ მეხსიერებას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია წარმოჩინდეს ეროვნული კულტურის ტრანსნაციონალური მოდელი. მეხსიერების შესახებ კვლევები განსაკუთრებით აქტიურდება მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან და მოიცავს კულტუროლოგიის, სოციალური ფსიქოლოგიის, მედიის, არქეოლოგიის, პოლიტიკური ფილოსოფიის და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის სფეროთა ნაზავს. მეხსიერების კვლევა მიმდინარეობს სამი ძირითადი მიმართულებით: ინდივიდუალური, კოლექტიური და ისტიტუციური; მეხსიერების კვლევების (Memory Studies) მიზანია შეისწავლოს ბიოლოგიური, მედიალური და სოციალური ბუნების ყველა ის პროცესი, რომელიც აერთიანებს წარსულს, აწმყოს და მომავალს სოციოკულტურულ კონტექსტებში. მეხსიერების კვლევებში მაგ.: ლიტერატორები ინტერესდებიან ანტიკური mnemotechnics–ის მნიშვნელობით ლიტერატურასა და ხელოვნებაში, განიხილავს ინტერტექსტუალობას, როგორც „ლიტერატურის მეხსიერებას“, მეხსიერებისა და იდენტობის კავშირსა და მეხსიერებისა და მედიის ურთიერთმიმართებებს.  ძნელი წარმოსადგენია, აღნიშნულ დარგებში მოღვაწე მეცნიერი, რომელიც არ შეხებია მეხსიერების საკითხებს და არ უცდია მეხსიერების თეორიული კვლევა, ან ანალიზი.  ამდენად, ბოლო ათწლეულების განმავლობაში მეხსიერების კვლევები მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სამეცნიერო სივრცეში ინტერდისციპლინური კვლევების საფუძლად იქცა.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

Assmann, Jan. Collective Memory and Cultural Identity. New German Critique 65 (1995), გვ. 132.

Assmann, Aleida. Canon and Archive. A Companion to Cultural Memory Studies. Astrid Erll, Ansgar Nunning (Eds.). De Gruyter, 2010, გვ.97.

Cultural Memory Studies. An Internationaland Interdisciplinary Handbook. Ed. byAstrid Erll, Ansgar Nünningin collaboration withSara B. Young. Walter deGruyter. Berlin. New York. 2008, p.

ეპშტეინი, მიხაილ. მომავლის შემდეგ: პოსტმოდერნიზმისა და თანამედროვე რუსული კულტურის პარადოქსი. ამჰერსტი, მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1995, გვ. 280-306)

კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი http://www.culturedialogue.com/resources/library/translations/epstein_2.shtml

Halbwachs, Maurice. 1950. On Collective Memory. New-York; p. 106.

Halbwachs, Maurice. 1992. On Collective Memory. Trans. and

ed. Lewis A. Coser. Chicago: University of Chicago Press.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-09-25

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 7 8 9 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...