ქართული ენის ცოდნის შემცირების ტენდენცია ემიგრანტებში (საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების მაგალითზე)
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2021.509საკვანძო სიტყვები:
ემიგრაცია, დიასპორა, ემიგრანტი, ქართული ენა, ეროვნული იდენტობაანოტაცია
XXI ბოლოს და XXI საუკუნის დასაწყისში საქართველოს მოსახლეობა შემცირდა 9,1% -ით. ამ შემცირებაზე გავლენა მოახდინა დემოგრაფიულმა პროცესებმა. რაოდენობის მიხედვით, ყველაზე დიდი ემიგრაცია მოხდა 2003 – დან 2010 წლამდე, როდესაც საქართველო დატოვა დაახლოებით 1,5 მილიონმა ადამიანმა.მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 2017 წლის მონაცემებით, 840 000 ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს. „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, აღნიშნული მონაცემები „პიუს კვლევითი ცენტრის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.ინტერაქტიური რუკა, რომელიც მასალას ახლავს, აჩვენებს, რომ საქართველოდან წასული ყველაზე მეტი – 450 ათასამდე მიგრანტი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს; 80 000 – საბერძნეთში, 70 000 – უკრაინაში, 50 000 – აზერბაიჯანში, 40 000 – სომხეთში, 30 000 – ამერიკაში, 20 000 – გერმანიაში. 20 000 – კვიპროსზე, იტალიაში კი – დაახლოებით 10 000 ქართველი მიგრანტია.