ლეო შენგელაია - ეროვნული იდეის პუბლიცისტი
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2025.74საკვანძო სიტყვები:
საქართველოს პირველი რესპუბლიკა, ქართველი ესერები, პუბლიცისტიკა, ეროვნული იდეა, ლეო შენგელაიაანოტაცია
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქართული სამეცნიერო სივრცე დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის კვლევების ნაკლებობას განიცდის. ბევრი დოკუმენტი განადგურდა, დაიკარგა ან საგულდაგულოდ მიიჩქმალა საბჭოთა ცენზურის მიერ. შესაბამისად, არ გვაქვს მე-20 საუკუნის დასაწყისის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების მოღვაწეობის ამსახველი მასალა. პოლიტიკოსთა პორტრეტების შესწავლა, არამარტო წარსულის პატივგებას, არამედ თანამედროვე მკვლევართა მსოფლმხედველობისა და ცოდნის გამდიდრებასაც მოიაზრებს.
სტატიაში, 1918-21 წლების პარტიული კოლაბორაციის ფონზე, წარმოჩენილია ქართველი ესერების ეროვნული იდეა და ამ იდეის ფორვარდის, პარტიის ლიდერის ლეო შენგელაიას პოლიტიკური პორტრეტი. წინამდებარე ნაშრომი ინტერდისციპლინური კვლევაა, რომელიც განხორციელდა წყაროებზე დაყრდნობით, და აღნიშნული წლების საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური გარემოსა და სახელმწიფოებრივი დემოკრატიზაციის პროცესების ფონზე, ესერების ლიდერის მოღვაწეობას ასახავს.
კვლევა განხორციელდა საქართველოს სოციალისტ-რევოლუციური პარტიის ბეჭდური ორგანოს, გაზეთ ,,შრომის“ პუბლიკაციებზე დაყრდნობით. პარტიული პრესის კონტენტის ფუნდამენტურმა შესწავლამ მოგვცა არამარტო კონკრეტული პიროვნების საქმიანობის ასპექტების, არამედ სახელმწიფო და საზოგადოებრივი პოლიტიკის შეფასებისა და შესაბამისი დასკვნების ჩამოყალიბების საშუალება.
1918-21 წლების პერიოდი და ისტორიული პორტრეტები უნდა დარჩეს ქართული ისტორიის, პოლიტოლოგიისა და ჟურნალისტიკის მკვლევართა მეცნიერული შესწავლა-შეფასების სტრატეგიულ მიმართულებად, როგორც ქართული კულტურული სივრცის განუყოფელი ნაწილი, ამასთან, ძალზე მნიშვნელოვანი იდეურ-მსოფლმხედველობრივი და პრობლემატური თვალსაზრისითაც.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
არისტოტელე. (1981). რიტორიკა. (თ. კუკავა, თარჯ.) თბილისი: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ავალიშვილი, ზ. (1929). საქართველოს დამოუკიდებლობა. თბილისი: მთარგმნელის გამოცემა.
ბრეგაძე, მ. (2024). საქართველოს პირველი რესპუბლიკის საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების რეპრეზენტაცია 1918-1921 წლების პრესაში. დისერტაცია. თბილისი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
მაცაბერიძე, მ. (2019). საქართველოს პოლიტიკური სისტემა. თბილისი: ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
სართანია, მ. (2019). სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
შენგელაია, ლ. (1918, აგვისტო 25). ისინი ჩვენთან არიან. შრომა, p. 3.
შენგელაია, ლ. (1918, ნოემბერი 3). სიკვდილით დასჯის შესახებ. შრომა, p. 2.
შენგელაია, ლ. (1919, ნოემბერი 3). შრომა, p. 3.
შველიძე, დ. (2022, ნოემბერი 2). Rondeli foundation. Retrieved from https://gfsis.org
შველიძე, დ. (2012). გზა დასავლეთისაკენ. თბილისი: უნივერსალი.
ჯანელიძე, ო. (2018). საქართველოს რეპუბლიკის მთავრობის დეკლარაციები და ქართული პოლიტიკური სპექტრი. კრებული-ში, ახალი ეპოქის დასაწყისი-საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (გვ. 28). თბილისი: კავკასიის უნივერსიტეტი.
Borg, W. (1963). Educational Research: An Introduction. Michigan: D. Mckay Company.
Dewey, J. (1927). The Public and Its Problems. New York: Holt Pulblishers.
Hill, J., & Kerber, A. (1967). Models, Methods, and Analytical Procedures in Education Research. Detroit, Michigan: Wayne State University Press.
Hockett, H. (1955). The Critical Method in Historical Research and Writing. New York: The Macmilan Company.
Lasswel, H. (1979). Propaganda and Communication in World History. Honolulu: The University of Hawaii Press.


