რაჟდენ ხუნდაძის კულტურულ-საგანმანათლებლო მისია სულიერი საგანძურის სადარაჯოზე

რაჟდენ ხუნდაძის კულტურულ-საგანმანათლებლო მისია სულიერი საგანძურის სადარაჯოზე

ავტორები

  • ლალი აბდალაძე შ. მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ზუგდიდი
  • ქეთევან ლატარია შ. მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ზუგდიდი

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2025.73

საკვანძო სიტყვები:

ჭირისუფალი, საგალობელი, მასწავლებელი, შემოქმედი, ლოტბარი, სულიერი საგანძური

ანოტაცია

რაჟდენ ხუნდაძე, სხვა ქართველ მოღვაწეებთან ერთად, ქართული საქმის ჭირისუფალი იყო. მას განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ქართული მუსიკალური კულტურის წინაშე. იგი იყო გამორჩეული მგალობელი და აქტიური მებრძოლი ქართული ხალხური საერო და საეკლესიო სიმღერების შეურყვნელად შემონახვის, აღორძინებისა და გავრცელებისთვის. ამასთანავე, ის ყურადღებას იქცევდა როგორც მასწავლებელი, ლოტბარი, პოეტი-ჟურნალისტი, ორიგინალური მუსიკალური ნაწარმოებებისა და სახელმძღვანელოების ავტორი.

   გარდა ძველი ქართული მუსიკალური შემოქმედების სწავლებისა და სანოტო სისტემაზე დაფიქსირებისა, დეკანოზი რაჟდენი აქტიურად თანამშრომლობდა იმჟამინდელ პრესასთან. სისტემატურად აქვეყნებდა წერილებს  ჟურნალ-გაზეთებში: „დროება“, „ივერია“, „კვალი“, „კოლხიდა“, „მწყემსი“, „ფარი“, შინაური საქმეები“, „ ჩვენი ქვეყანა“, „განათლება“ და სხვა პერიოდულ გამოცემებში. ესარჩლებოდა ცარიზმის მიერ დევნილ ქართულ ენას. მოძღვარი თავისი პატრიოტული ლექსებითა და პუბლიკაციებით, სხვა ქართველ მოღვაწეებთან ერთად,  მხურვალე მონაწილეობას იღებდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. ჩვენთვის ცნობილია დეკანოზ რაჟდენ ხუნდაძის  მიერ ნოტებზე გადაღებული 1641 საგალობელი და 277 ხალხური სიმღერა.

ღვთის შეწევნით ქართული საქმის ჭირისუფლმა - დეკანოზმა რაჟდენ ხუნდაძემ მომავალ თაობებს გადაურჩინა ძირძველი ქართული, სამხმიანი  საგალობლები.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

დეკანოზი რაჟდენ ხუნდაძე. ფოტომატიანე. „საპატრიარქოს უწყებანი“ #31, 20-24 სექტემბერი, 2012 წ.

ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბილისი. 2015 წ. – გვ. 588;

ნანეიშვილი ნინო., გაზეთი “ქართული გალობა”, №9, 2007 წ.

ქართული საეკლესიო გალობა. საქართველოს საპატრიარქო. საეკლესიო გალობის ცენტრი. თბილისი.2002 წ.

ქართული საეკლესიო გალობის თანამედროვე პრობლემები. თბილისი. 2002 წ.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-10-15

როგორ უნდა ციტირება

აბდალაძე ლ., & ლატარია ქ. (2025). რაჟდენ ხუნდაძის კულტურულ-საგანმანათლებლო მისია სულიერი საგანძურის სადარაჯოზე. "კულტურათაშორისი დიალოგები“ შრომები , 8, 534–539. https://doi.org/10.52340/idw.2025.73

გამოცემა

სექცია

საზოგადოებრივი მეცნიერებები

მსგავსი სტატიები

1 2 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...