ქართული სპორტი ქართულ მწერლობაში

ქართული სპორტი ქართულ მწერლობაში

ავტორები

  • ქეთევან შარაბიძე საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ქართული სპორტის მუზეუმი, თბილისი

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2025.59

საკვანძო სიტყვები:

ქართული სპორტი, ქართული ლიტერატურა, საბრძოლო ხელოვნება, ლეგენდა, ისტორიკოსი, ლიტერატორი

ანოტაცია

ისტორიული, არქეოლოგიური,  ფოლკლორული და ეთნოგრაფიული მასალები, ლიტერატურული წყაროები თუ  ქართველ და უცხოელ მემატიანეთა ცნობები ადასტურებს, რომ ქართველები საუკეთესო მოასპარეზენი ყოფილან უძველესი დროიდან. ქართული სპორტის ისტორია ანტიკური ხანიდან იწყება, სწორედ იმ დროიდან, რომელსაც  მიეკუთვნება პირველი არტეფაქტები, გარკვეული სახეობის სპორტის  ამსახველი მასალა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოგვეპოვება სხვადსხვა დროის ისეთი იარაღები, რომელთა გამოყენება ადამიანის ფიზიკურ ძალასა და წვრთნას მოითხოვდა. ისტორიული რეალობიდან გამომდინარე, ნებისმიერი ვარჯიში უკავშირდებოდა საბრძოლო საქმესა და შრომას.

ბერძნულ-რომაული და უფრო მოგვიანებით ქართული ისტორიული წყაროების მიხედვით, ქართველი ტომები საოცარი მეომრები ყოფილან, გაწვრთნილნი ცხენოსნობაში, ნადირობის დროს მშვილდოსნობასა და ისრის ტყორცნაში.

ქართული მწერლობის განვითარებასთან ერთად, ბუნებრივია, რომ ქართული საბრძოლო და სამონადირეო ხელოვნების შესახებ მნიშვნელოვანი ცნობები ლიტერატურულ წყაროებშიც აისახა. აღსანიშნავია ისიც, რომ მხატვრული ტექსტი უფრო მეტ ზემოქმედებას ახდენს მკითხველზე, ვიდრე ისტორიკოსის მხრიდან მშრალად მოწოდებული ცნობები. მართალია, მწერალი ყოველთვის სწავლობს იმ გარემოსა და ეპოქას, რომელზედაც წერს, მაგრამ ხშირად ალამაზებს სიტუაციას, იყენებს ფანტაზიას, ლეგენდას, რაც მკითხველზე შთაბეჭდილებას ახდენს და მწერლის მიერ აღწერილს ის უტყუარ სიმართლედ მიიჩნევს. აქედან გამომდინარე, მხატვრულ ტექსტს აქვს ის ფუნქცია, რომ მხოლოდ კი არ ასახავს არსებულ სინამდვილეს, არამედ ასახულით ზემოქმედებს კიდეც მასზე. აზრის ნათლად წარმოჩენის მიზნით შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ძველი საბრძოლო ხელოვნების წესების აღდგენა-რესტავრაცია მოხდა როგორც ისტორიულ, ასევე  ლიტერატურულ წყაროებზე დაყრდნობითაც. ისტორიკოსები, მათ შორის _ სპორტის ისტორიკოსებიც ხშირად იყენებენ მხატვრულ ლიტერატურას, როგორც წყაროს.

      ჩვენ მიერ მოყვანილი მაგალითებით რუსთაველის, ალ. ორბელიანის, ვაჟა-ფშაველას, ალ. ყაზბეგის, აკაკი წერეთლის, კონსტანტინე გამსახურდიას შემექმედებიდან ვრწმუნდებით, რომ მწერლის მიზანი, ისტორიკოსისაგან განსხვავებით, სპორტის ამა თუ იმ სახეობის ზუსტი ილეთებისა და დანიშნულების გადმოცემა არ არის, სპორტული შეჯიბრის აღწერა ძირითადად სიუჟეტის განვითარებას ეხმარება და ხშირად სიმბოლური დატვირთვის მატარებელია.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

გამსახურდია, კ. (1958). რჩეული თხზულებანი. რვატომეული, ტომი I, თბილისი : „საბჭოთა საქართველო“.

გორგაძე, მ. (1959). ნარკვევები საქართველოს ფიზ. კულტურისა და სპორტის ისტორიიდან. თბილისი : გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“.

ვაჟა-ფშაველა (1964). თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად, ტომი VII, მოთხრობები, დრამატული ნაწარმოებები. თბილისი : „საბჭოთა საქართველო“.

ორბელიანი, ალ. (2022). კრებულიდან „ქართული დრამატურგია. ქრესტომათია. ნაცნობი და უცნობი ტექსტები“, ნაწილი პირველი, ავტორები: თამარ შარაბიძე, თამარ ციციშვილი. თბილისი : თსუ გამომცემლობა.

როდოსელი, ა. (1948). „არგონავტიკა“ , თბილისი : სახელგამი.

ყაზბეგი, ა. (1924). რჩეული მოთხრობები, ტომი II, ტფილისი : ს.ს.ს.რ. სახელმწიფო გამომცემლობა.

წერეთელი, აკ. (2014). თხზულებათა სრული კრებული ოც ტომად, ტომი V, დრამატული პოემები, თბილისი : გამომცემლობა „საქართველოს მაცნე“.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-10-10

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...