დოკუმენტური თხრობის ზოგიერთი ასპექტი XX საუკუნის მხატვრულ ლიტერატურაში
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2025.48საკვანძო სიტყვები:
ეპოქალური მოვლენები, ბოლშევიზმი, რევოლუცია, გასაბჭოება, მიგრაცია, დოკუმენტური ლიტერატურაანოტაცია
საბჭოთა ლიტერატურული პროცესების მიმართ საზოგადოების ცხოველი ინტერესი დღემდე არ ცხრება, რაც აშკარა გამოწვევაა კრიტიკოსებისთვის ძირეულად გააანალიზონ, თუ როგორ აისახა გასაბჭოების სინამდვილე მხატვრულ ნაწარმოებებში.
ეროვნული თვითმყოფადობის საკითხში ქართულ საზოგადოებას ახასიათებს ორჭოფობა. სურვილი და მიზანი ერთი აქვს, მაგრამ მიზნისკენ სწრაფვაში ნაკად-ნაკად მიდის, ჩერდება, მიდის, ჩერდება, ზოგჯერ გადაუხვევს გზიდან. ამ პროცესს განაპირობებს პოლიტიკური, ისტორიული, გეოგრაფიული ფაქტორები.
დამოუკიდებელი საქართველოს დროშის, როგორც ეროვნული იდენტობის სიმბოლოს, სიხარული შეცვალა საბჭოთა წითელმა დროშამ, როგორც ახალმა იდეოლოგიურმა რელიქვიამ.
უმძიმესი იყო 1918 წლის მონაპოვრის განადგურება. 1921 წლის ტრაგიზმმა ლიტერატურაში გააჩინა ორი ძირითადი ნაკადი: გასაბჭოების მეხოტბენი ანუ პროლეტარული მწერლობა და თავზარდაცემული ჭირისუფალნი, რომელთაც რეჟიმმა აღუკვეთა შემოქმედებითი თავისუფლება.
განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ დოკუმენტური სიზუსტით შექმნილ მწერლობას, რომელსაც უმნიშვნელო ელფერად გასდევს გრძნობები, ემოციები და მხატვრულობა.
წინამდებარე ნაშრომში ყურადღებას გავამახვილებთ ცისფერყანწელ ნიკოლო მიწიშვილის დოკუმენტურ პროზაულ ნაშრომზე - ,,თებერვალი“, კონსტანტინე გამსახურდიას მოთხრობაზე - ,,დიდი იოსები“, კოლაუ ნადირაძის ლექსზე - ,,1921 წელი, 25 თებერვალი“.
მიწიშვილის შემოქმედებას ნიშნეულად გამოარჩევს დოკუმენტურობა. აქვს კიდეც სტატია ,,დოკუმენტალური პროზა“, რომელშიც გამოხატავს პოზიციას, რომ თანადროული ვითარება მწერალს აიძულებს წეროს მხოლოდ ნამდვილი, შეულამაზებელი ცხოვრება, რადგან, მისივე სიტყვებით, ,,გამოგონილ ამბავს სჯობნის ნამდვილი ამბავი“.
მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტალურმა ჟანრმა ფეხი მაინცა და მაინც ვერ მოიკიდა ჩვენში, აღნიშვნის ღირსია, რომ მისი მცდელობა ნიკოლო მიწიშვილის სახელს უკავშირდება.
ისტორიული სინამდვილის შეუნიღბავად გადმოცემა ლიტერატურაში, მწერლობაში დიდი რისკიცაა, გამბედაობაც, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც ჩვილისთვის იავნანა, ბავშვისთვის ზღაპარი, რადგან სიტყვა ბანგივით ზემოქმედებს ადამიანებზე და ითრევს თავის წიაღში. წარსულის გაკვეთილებად უნდა აღიქვას ფართო მკითხველმა აქ განხილული ნარატივი და დაუკავშიროს ისტორია თანადროული ცხოვრების გამოწვევებს.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ბერძენიშვილი ლ. 2022; 1921-1990 (ერთი კაცის და ქვეყნის ამბავი); თბ. არტანუჯი
ბაქრაძე ა. 1990; მწერლობის მოთვინიერებ; თბ. სარანგი
გამსახურდია კ. 1983; თხზულებათა ათტომეული, ტ. V. თბ. საქართველოს მაცნე
გურული ვ. 1999; ნოე ჟორდანია. პოლიტიკური პორტრეტი. 1869-1953. თბ. ინტელექტი
კობიაშვილი მ. 2021; ,,საბჭოთა რეფლექსიები 1921-1940 წლების ქართულ მწერლობაში. თბ. საქართველოს მაცნე;
მიწიშვილი ნ. 1926; ფიქრები საქართველოზე; ,,მნათობი“,N2, თბ.
მიწიშვილი ნ. 2006; (1), ქართული ქრონიკა რევოლუციის დროიდან, თბ. არტანუჯი
მიწიშვილი ნ. 2006; (2), თებერვალი, თბ. არტანუჯი
მიწიშვილი ნ. 1958; რჩეული, გამომც. საბჭოთა მწერალი, გვ.III-XII
ნადირაძე კ.1984; რაც ლექსად ვერ ვთქვი, თბ. მერანი
ნადირაძე კ. 1985; ათასი ლექსი პოეტის. 1921 წლის 25 თებერვალი. თბ. მერანი.
ნიკოლაძე ნ.1962; თხზ. ტ. I, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა
ნიკოლეიშვილი ა. ეროვნული პრობლემა ქართულ მწერლობაში(1917-1921 წლები). შპს ,,გამომცემლობა სამშობლო. თბ. 2023
ხერხეულიძე გ. 1959; გიორგი ლეონიძის პოეზია. თბ.საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა და სტ.
შრომა. გაზ. 1927. საქართვ. პროფკავშ. გამომცემლობა


