ვაჟა-ფშაველას ეროვნული სულისკვეთება
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2025.45საკვანძო სიტყვები:
გენიალობა, პერსონიფიცირება, კომპეტენცია, სიმბოლიკა, შტამპი, მეტაფორა, ფემინიზაციაანოტაცია
ვაჟა-ფშაველას გენიალობა, უპირველესად გამოიხატება მის მიერ მშობელი ხალხის ინტერესების დაცვაში, მისი ეთიკური და ესთეტიკური ფასეულობების უძლიერესი ორიგინალობით წარმოსახვაში. ვაჟა მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ლიტერატურულ შემოქმედებასთან ერთად მძიმე ფიზიკურ შრომას ეწეოდა. უშუალოდაა ამ ფაქტთან დაკავშირებული მისი პატივისცემა და სიყვარული საკუთარი კლასის წარმომადგენლების მიმართ, სიძულვილი მჩაგვრელებისადმი, ეროვნული სულისკვეთება.
ვაჟას ლიტერატურული მემკვიდრეობა მრავალნაირი ასპექტით იხსნება სხვადასხვა მკითხველისა და ეპოქისათვის. პირველი, რასაც ჩვენ ვგრძნობთ მის სიახლოვეს, ესაა ინტელექტუალური ენერგიის დაუშრეტელი პოტენციალი, უცნაური ძალა, თავისებური სითამამით რომ შებრძოლებია კაცობრიობის უდიდეს კითხვებს: „რა არის ჩემს გარშემო?“, „ვინ ვარ მე?“, „რა არის ცხოვრება?“ და „როგორ არის ყველაფერი ეს შექმნილი?“. ეს კითხვები რომ დასვა და შენივე კომპეტენციის ფარგლებში შეეცადო პასუხი გასცე მათ, მხატვარიც უნდა იყო და ფილოსოფოსიც. ვაჟას მხატვრულ აზროვნებაზე იმდენი თქმულა, რომ აღარაფერს დავუმატებ, დავძენ მხოლოდ, რომ მისი შემოქმედება გაცილებით მეტს გვთავაზობს, ვიდრე ბევრი მოაზროვნის დასრულებული ფილოსოფიური სისტემა.
ვაჟა-ფშაველას პოეზიის მკვლევრები არ მალავენ, რომ პირველი შთაბეჭდილება, რომელსაც ისინი იღებენ მგოსნის მხატვრული სამყაროდან, გმირული, ვაჟკაცური სულით გამოწვეული შთაბეჭდილებაა. „ვაჟკაცურია მისი ლირიკა, მისი პოემების გმირები, მთის პეიზაჟი... ასე დრამატულად ამაღელვებელი და ასე საოცრად შერწყმული ლიტერატურულ გმირებთან“, - ამბობს გერონტი ქიქოძე ვაჟას შესახებ. და მართლაც, შეუპოვრობა და ვაჟკაცურობა ვაჟას პოეზიის ერთ-ერთი უძლიერესი მოტივია.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ვაჟა ფშაველა, თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად, ტ.IX. 1964 წ.
ს. ჟორდანია. ეროვნული პოეტის საერთაშორისო აღიარება. გამომც. საუნჯე თბილისი, 1981 წ. (6)
გ. ქიქოძე. ვაჟა ფშაველას ლირიკა. ჟურნ. ლიტერატურული საქართველო. თბილისი 1975წ.


