კუდიანთა დევნა ფოლკლორსა და ლიტერატურაში
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2025.43საკვანძო სიტყვები:
ფოლკლორი, კუდიანები, დასჯა, მწერლობაანოტაცია
ქართულ მითოლოგიაში დასტურდება გადმოცემების მთელი ციკლი დემონურ არსებებსა და მასთან დაახლოებულ პირებზე. ქართველთა მითოლოგიურ წარმოდგენებსა და ფოლკლორში კუდიანი არის ეშმაკ დემონებისგან გადაბირებული ეშმაკად ქცეული ან ეშმაკეული ადამიანი,რომლის მიზანია ზიანი მიაყენოს სამყაროს და გარშემომყოფს.
ხალხური ტექსტების მიხედვით,უბედურებათა აღმოსაფხვრელად საჭირო იყო კუდიანთა გაუვნებელყოფა.შესაბამისად,შუა საუკუნეებში დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ჩამოყალიბდა სადამსჯელო ორგანო,რომელსაც ინკვიზაციას უწოდობდნენ.ქართულ ფოლკლორში არის მთელი რიგი ტექსტები,რომლებიც გვაფიქრებინებს,რომ ქართულ ხალხურ ტრადიციაში უნდა არსებულიყო ევროპული ინკვიზიციის მსგავსი გაერთიანება.
კუდიანთა გამოვლენისა და დასჯის არაერთი სიუჟეტი შემოგვინახა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ზეპირსიტყვიერებამ.კუდიანთა დევნის თემა აისახა ქართულ ლიტერატურაშიც,კერძოდ,დავით კლდიაშვილისა და ნიკო ლორთქიფანიძის შემოქმედებაში.
დ.კლდიაშვილისა და ნ.ლორთქიფანიძის მოთხრობებიდან გამომდინარე შესაძლებელია დავასკვნათ,რომ საქართველოში არაოფიციალურად,ხალხურ ტრადიციაში უნდა ყოფილიყო ხალხური ინკვიზაცია.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
კიკნაძე, ზ.(2016). ქართული მითოლოგია. თსუ გამომცემლობა, თბილისი
კლდიაშვილი, დ. (1917). მსხვერპლი. გამომცემლობა ბიბლუსი, თბილისი
ლორთქიფანიძე, ნ. (1958). თხზ.სრ.კრებული. საბჭოთა საქართველო, თბილისი
მამისიმედიშვილი, ხ. (2017) საკრალური ისტორიები. გამომცემლობა უნივერსალი, თბილისი
ოჩიაური, ალ. (1991). ქართული ხალხური დღესასწაულები აღმოსავლეთ საქართველოში (ფშავი), გამომცემლობა მეცნიერება, თბილისი
ჭილაია, ს.(1981) ლიტერატურული საქართველო -N23, თბილისი


