სპერი კავკასიის მხარის საგზაო რუკაზე
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2025.37საკვანძო სიტყვები:
სპერი, საგზაო რუკა, ტოპონიმია, ჭოროხის ხეობა, გეოგრაფიული სახელებიანოტაცია
სპერი საქართველოს ისტორიული კუთხეა ჭოროხის სათავეებში, რომლის შემადგენლობაში ივარაუდება ბასიანი//ფასიანი და ბაიბურთიც. სპერის ქვეყანა 1514 წლიდან ოსმალეთის (შემდეგ თურქეთის) სახელმწიფოს შემადგენლობაშია. სპერელებმა განვლილი ხუთი საუკუნის განმავლობაში განიცადეს ასიმილაცია, დაივიწყეს წინაპართა ენა. აღვნიშნავთ, რომ ისტორიული სპერი (ტაოსთან, კლარჯეთთან, შავშეთთან ერთად) კულტურათა დიალოგის ასპარეზი იყო. აქ ერთმანეთს ხვდებოდა ქართული, ბერძნული, სომხური, მოგვიანებით ოსმალური (თურქული) კულტურები. დიალოგი იყო მკაცრი და დაუნდობელი, რისი შედეგები მძიმედ აისახა სპერელთა ყოფაზე...
საისტორიო წყაროებმა მწირი ცნობები შეინახა სპერის ქვეყნის შესახებ. ასეთ შემთხვევაში ისტორიული წარსულის აღსადგენად უპირატესობა ენიჭება ტოპონიმიას, ,,მიწის ენას“. ტოპონიმები მოგვითხრობენ ამ მიწაზე მცხოვრები ხალხის/ხალხების ყოფაზე, ნაციონალურ იდენტობაზე... სპერის მკვლევრისათვის მნიშვნელოვანია ყველა წყარო, რომელსაც დაუცავს კუთხის გეოგრაფიული სახელები.
ნაშრომში საუბარია ,,კავკასიის მხარის საგზაო რუკაზე“ (1903 წელი) დატანილ სპერის ტოპონიმიაზე. მოცემულია გეოგრაფიულ სახელთა სტრუქტურულ-სემანტიკური ანალიზი. გამოვლენილია ზოგიერთი სტრუქტურული ცვლილება, ნებსით თუ უნებლიეთ სახელს რომ განუცდია ჩაწერისა თუ ინფორმაციის მიწოდებისას. მკვლევარი ცდილობს, აღადგინოს ტოპონიმის თავდაპირველი სახე. გამოვლინდა, რომ ტოპონიმთა უმეტესი ნაწილი ქართული/ქართველურია, მცირეა არაქართული გეოგრაფიული სახელები.
სტრუქტურულად სპერის ტოპონიმია აგრძელებს ჭოროხის ხეობის ტოპონიმთა წარმოების თავისებურებებს, ერთი განსხვავებით, აქ გვხვდება მხოლოდ გეოგრაფიულ სახელთა სუფიქსური წარმოება. ფუძის საწარმოებლად სხვადასხვა სიხშირით შემდეგი სუფიქსები დასტურდება: -ნ, -არ/-ალ, -ურ/-ულ, -ის, -ხ(ი), -იკ, -ოთ, -უთ, -ეთ. მათ გვერდით არაქართული ბოლოსართები: -ჩი/-ჯი (თურქული) და ც (სომხური). დადასტურდა -შენ ფუძიანი გეოგრაფიული სახელები, ასევე სომხური სორ/ძორ (შდრ.: ქართული ხევი) ელემენტიანი ფუძეები. საგზაო რუკაზე დატანილ გეოგრაფიულ სახელთა ანალიზი დასტურია, რომ სპერი ქართული ქვეყანაა.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
აბულაძე, ი. (1973) ძველი ქართული ენის ლექსიკონი, მასალები, თბილისი, გამომცემლობა ,,მეცნიერება“.
ალავიძე, მ. (1958) ლეჩხუმური ტოპონიმიკური სახელწოდებანი. ქპი შრომები, XVIII, ქუთაისი.
ზურაბიშვილი, თ. (1961) ტოპონიმიკის შესწავლისათვის. ქესს, II: 127-158. თბილისი. გამომცემლობა ,,მეცნიერება“.
თანდილავა, ა. (2013) ლაზური ლექსიკონი, თბილისი. გამომცემლობა ,,საარი“.
თოფურია, ვ. ქალდანი, მ. (2000) სვანური ლექსიკონი, თბილისი. გამომცემლობა ,,ქართული ენა“.
ლექსიკონი, (2001)თურქულ-ქართული ლექსიკონი ლია ჩლაიძის რედაქციით, სტამბული. გამომცემლობა: ,,Livane Matbaacilik Ltd. Ști”.
მაყაშვილი, ა. (1991) ბოტანიკური ლექსიკონი, თბილისი. გამომცემლობა ,,მეცნიერება“.
ნიჟარაძე, შ. (1971) ქართული ენის აჭარული დიალექტი, ლექსიკა. ბათუმი, გამომცემლობა ,,საბჭოთა აჭარა“.
ორბელიანი, ს.ს. (1949) სიტყვის კონა ქართული, რომელ არს ლექსიკონი, ს. იორდანიშვილის რედაქციითა და წინასიტყვაობით, თბილისი. ,,საქართველოს სსრ სახელმწიფო გამომცემლობა“.
სიმფონია, (1956) ვეფხისტყაოსნის სიმფონია, შედგენილი აკაკი შანიძის ხელმძღვანელობით, მისივე წინასიტყვაობითა და გამოკვლევით, თბილისი. ,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“.
ფაღავა, მ. ცინცაძე, მ. ბარამიძე, მ. (2023) ქართული ენის კლარჯული დიალექტი, თბილისი. გამომცემლობა ,,მერიდიანი“.
ფაღავა, მ. თანდილავა, ლ. (2014) ლაზეთის ტოპონიმიის საკითხები. იხ. ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, თბილისი. ,,გამომცემლობა ,,უნივერსალი“.
ფაღავა, მ. ცინცაძე, მ. ბარამიძე, მ. (2024) ქართული ენის ტაოური დიალექტი, თბილისი. გამომცემლობა ,,მერიდიანი“.
ფუტკარაძე, შ. (1993) ჩვენებურების ქართული, წიგნი პირველი, ბათუმი. ,,აჭარის ჟურნალ-გაზეთების გამომცემლობა“.
ქალდანი, მ. (1963) ლეჩხუმის გეოგრაფიულ სახელთა -იშ/-შ სუფიქსის საკითხისათვის. ქესს, III, თბილისი. გამომცემლობა ,,მეცნიერება“.
ქირია, ჭ. ეზუგბაია, ლ. მემიშიში, ო. ჩუხუა, მ. (2015) ლაზურ-მეგრული გრამატიკა, I, მორფოლოგია, თბილისი. გამომცემლობა ,,მერიდიანი“.
ქობალია, ა. (2010) მეგრული ლექსიკონი, თბილისი. გამომცემლობა ,,არტანუჯი“.
ღლონტი, ა. (1984) ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა, თბილისი. გამომცემლობა ,,განათლება“.
ღლონტი, ა. (1986) ქართველური საკუთარი სახელები, თბილისი.,,გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო“.
ჩიტაია, გ. (1944) ლეჩხუმის ექსპედიციის მოკლე ანგარიში. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, Xბ, თბილისი. გამომცემლობა ,,მეცნიერება“.
ჩიქოვანი, მ. (1949) ტოპონიმიკურ სახელთა წარმოება ლეჩხუმური მასალების მიხედვით. ა.ს. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის შრომები, VII, თბილისი. გამომცემლობა ,,განათლება“.
ხუბუტია, პ. (1969) თუშური კილო, ლექსიკა, თბილისი. გამომცემლობა ,,მეცნიერება“.
ჯავახიშვილი, ი. (1951) ქართველი ერის ისტორია, თბილისი. გამომცემლობა ,,მეცნიერება“.
Шанидзе, А. (1981) Два Чано-мингрельсксих суффикса в грузинском языках. თხზ. 12 ტომად, ტ. II, თბილისი. გამომცემლობა ,,მეცნიერება“.


