ლექსიკური შეხვედრები V-XVIII ს.ს. სამწერლობო ქართულსა და სამხრულ დიალექტებში

ლექსიკური შეხვედრები V-XVIII ს.ს. სამწერლობო ქართულსა და სამხრულ დიალექტებში

ავტორები

  • მაია ბარამიძე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმი

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2025.26

საკვანძო სიტყვები:

სამხრული დიალექტები, აჭარული, შავშური, კლარჯული, ტაოური, არქაული ლექსიკა, ქართული სამწერლობო ენა

ანოტაცია

გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო ჭოროხის ხეობის მკვიდრთა და მუჰაჯირთა შთამომავლების მეტყველების, ფოლკლორის, ყოფის ინტენსიური შესწავლა. კვლევებმა აჩვენა, რომ ჭოროხის აუზში ისტორიულად ჩამოყალიბდა რამდენიმე ქვეყანა – აჭარა, შავშეთი, კლარჯეთი, ტაო, სპერი... ხეობის მოსახლეობას ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა ერთმანეთთან და მეზობელ რეგიონებთანაც... მათი მეტყველება ერთმანეთთან ახლოს მდგომი დიალექტებია, ამიტომაც გამოვყოფთ მათ ცალკე ჯგუფად და ვუწოდებთ სამხრულ დიალექტებს ან სამხრულ მეტყველებას. შესაბამისად, ლინგვისტური, ისტორიული და გეოგრაფიული ფაქტორების გათვალისწინებით სამხრულ კილოებს ქმნიან აჭარული, შავშური, კლარჯული და ტაოური.

        ამჟამად საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზეა აჭარული დიალექტი, კლარჯულის (სამი სოფელი: მირვეთი, ქვემო მარადიდი, კირნათი) და შავშურის ნაწილი (ისტორიული შავშეთის - მაჭახლის ხეობის ქვემო წელი). სამხრული დიალექტების ძირითადი ნაწილი კი თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზეა, ამიტომ ბევრგან ქართული დავიწყებულია, მაგრამ გადარჩენილ ქართულს საინტერესო ფორმები და ლექსიკური ერთეულები შემოუნახავს.

 სამხრულ დიალექტებში შემორჩენილი ზოგიერთ ლექსიკური ერთეულის მნიშვნელობა ემთხვევა V–XVIII საუკუნეების სამწერლობო ქართულში დადასტურებულ სიტყვათა მნიშვნელობებს. ნაშრომში განვიხილავთ შემდეგ ლექსიკურ ერთეულებს:

განქარვება – გაქრობა’, გაფანტვა’: ღმერთმა გიგიქაროს, რაცხა დერდი გაქ.

შექცევაშებრუნება’: კარში არ გუუშვებდით, არ შუუქციოსო.

მოდრეკა, მოდრეკილი, მოდრეკილობა – დამდაბლება’, დახრა’, მუხლის მოყრა’; მოხრილობა’: შუამთაში შეველ, ეკლესია დაბალი იყო, მოდრეკილი შეველ.

ცუდი – ფუჭი’, უქმი’: ცუდე რამ ჲარები.

ძელი//შეშა – ხე’, ფიცარი’: ძელის სახლებ გავაკეთებდით; შიშის(<შეშის) მუხი გააკათავდენ. 

ჯინჭველი – ჭინჭველი’: ჯინჭველია, ანტეროღლი ანტერი!

მზის-თუალი - მზე’: ერთი-ორი დღე ცივია, იმის უკან ზითვალია; ბზითუალი ჩევდა, გო, არ შეგეწყინა?

სული – სუნი’: რა კაჲ სული გიდისო.

ტაროსი – ამინდი’: ტაროსები აცივდება, წავალთ;

         სამხრულ მეტყველებაში იძებნება არაერთი სხვა სიტყვა, რომლებიც დასტურდება ძველი ქართული მწერლობის ძეგლებში, რაც სამხრული დიალექტებისა და ქართული სამწერლობო ენის მიმართების შესასწავლად მნიშვნელოვანი მასალაა.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

აბულაძე, ი. (1973). ძველი ქართული ენის ლექსიკონი. მეცნიერება.

ბარამიძე, მ. (1999). ზოსიმეს ,,სწავლაჲს“ ქართული თარგმანები. გამოსაცემად მოამზადა, წინასიტყვაობა და ლექსიკონი დაურთო მაია ბარამიძემ. I. მონოგრაფია. ბათუმი: ბსუ გამომცემლობა.

ბარამიძე, მ. (2024). ზოგიერთი ლექსიკური არქაიზმი სამხრულ დიალექტებში. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. მე-4 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,გამოწვევები და ტენდენციები ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, პროგრამა და მოხსენებები: 71-74.

გიგინეიშვილი, ბ. (1983). მასალები ქართული ენის ეტიოლოგიური ლექსიკონისათვის: მაცნე, ენისა და ლიტერატურის სერია, №2: 85-90.

გიგინეიშვილი, ბ. თოფურია, ვ. ქავთარაძე, ივ. (1961). ქართული დიალექტოლოგია. მონოგრაფია. თბ.

მანჯგალაძე, ა. (1956). -ა ხმოვანზე დასრულებული ზოგი სახელის აგებულებისათვის ქართულში. სახელთა ბრუნების ისტორიისათვის ქართველურ ენებში: 171-186.

მარტიროსოვი, ა. (1972). ქართული დიალექტოლოგიის ისტორიისათვის. თბილისი.

მგალობლიშვილი, თ. (1985). ევსევი ალექსანდრიელის სახელით ცნობილი ერთი თხზულების წყაროს საკითხი. მრავალთავი. XI: 20-25.

ნიჟარაძე, შ. (1971). აჭარული დიალექტი. ბათუმი.

ნოღაიდელი, ნ. (1979). მასალები აჭარული დიალექტის დარგობრივი ლექსიკონისათვის. აჭარული დიალექტის დარგობრივი ლექსიკა, I: 22-26.

ფაღავა, მ. (2003). სამხრული კილოების ფონემატური სტრუქტურა, სადოქტორო დისერტაცია. ბათუმი.

ფაღავა, მ. (2013). მუჰაჯირთა მეტყველება და აჭარულის კილოკაური შედგენილობის საკითხი. იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები: 136-141.

ფაღავა, მ., ცინცაძე, მ., ბარამიძე, მ. (2022). ქართული ენის შავშური დიალექტი. ბათუმი.

ფაღავა, მ., ცინცაძე, მ., ბარამიძე, მ. (2023). ქართული ენის კლარჯული დიალექტი. თბილისი.

ფაღავა, მ., ცინცაძე, მ., ბარამიძე, მ. (2024). ქართული ენის ტაოური დიალექტი. თბილისი.

ფუტკარაძე, შ. (1987). აჭარული დიალექტის სალექსიკონო მასალა. აჭარული დიალექტის დარგობრივი ლექსიკა, VI. თბილისი.

ფუტკარაძე, შ. (1993). ჩვენებურების ქართული. ბათუმი.

ფუტკარაძე, შ. (1995). ქართული ენის სამხრულ–დასავლური დიალექტების თავისებურებანი ისტორიული ტაო–კლარჯეთისა და მუჰაჯირი ქართველების მეტყველების მიხედვით. სად. მაცნე. თბ.

ჩიქობავა, ა. (1942). სახელის ფუძის უძველესი აგებულება ქართველურ ენებში. მონოგრაფია. თბილისი: მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა.

ცინცაძე, მ. (2024). იოანე სინელის ,,კლემაქსი“ (გამოკვლევა, ტექსტები, ლექსიკონი). ბათუმი: გამომცემლობა ,,თეგი“.

ცინცაძე, მ., ფაღავა, მ. (1998). სამხრული დიალექტები და ქართული სამწერლობო ენა (V-XVIII ს.ს.). მონოგრაფია. ბათუმი.

ჯორბენაძე, ბ. (1989). ქართული დიალექტოლოგია. I. მონოგრაფია. თბილისი: გამომც. ,,მეცნიერება“.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-10-09

როგორ უნდა ციტირება

გამოცემა

სექცია

ენა და ენათმეცნიერება

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...