გზა თურქეთიდან ქართულ არენამდე: ჩოხის სემანტიკურ-კონტექსტური ტრანსფორმაცია
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2025.21საკვანძო სიტყვები:
ჩოხა, ენობრივი და კულტურული ტრანსფორმაცია, სემიოტიკა, ტანსაცმლის სიმბოლიკა, ქართული ჭიდაობა, ეთნოსი და ენა, იდენტობის პოლიტიკაანოტაცია
წინამდებარე კვლევა ეხება ჩოხის სემანტიკურ-კონტექსტური ტრანსფორმაციის მრავალსაფეხურიან პროცესს. გვიჩვენებს საქართველოში ეროვნული ღირსებისა და იდენტობის განმასახიერებელი, სავარაუდოდ, თურქული წარმომავლობის ტერმინის ტრანსფორმაციისა და კულტურულ-სოციალური კონტექსტის დინამიკას. მასში განხილულია სიტყვა ჩოხის ინტეგრაცია ქართულ ენაში - თურქული ქსოვილის სახელიდან თუ როგორ იქცა ქართული რიტუალური ტანსაცმლის დასახელებად, კულტურული მეხსიერების მატარებლად, ეროვნული იდენტობის სიმბოლოდ და შემდგომი ევოლუციით მოჭიდავეების განუყოფელ ფორმად არა მხოლოდ ლექსიკური, არამედ ფუნქციური, სემიოტიკური და სიმბოლური ცვლილებების გზით.
კვლევის შედეგად იკვეთება, რომ ეს ტრანსფორმაცია არ ყოფილა მხოლოდ მოდური ცვლილების შედეგი - იგი წარმოადგენს მრავალშრიან, სოციალურად და კულტურულად მართულ პროცესს, რომელშიც მონაწილეობდა როგორც კოლექტიური მეხსიერება, ასევე, საზოგადოებრივი პრაქტიკა. აქვე წარმოჩენილია, თუ როგორ აქცევს საზოგადოება უცხოურ ტერმინს საკუთარ ეროვნულ ნიშნად.
ნაშრომის მიზანია, გააანალიზოს ჩოხის როგორც ტანსაცმლის, ისე კულტურული სიმბოლოს სემანტიკური და კონტექსტური ტრანსფორმაცია – როგორ ვითარდებოდა მისი მნიშვნელობა თურქულ კულტურულ არეალში და როგორ გადმოვიდა ქართულ სივრცეში, სადაც ახალი დატვირთვა შეიძინა.
კვლევა ეფუძნება ენობრივ ანალიზს, ისტორიულ დოკუმენტებს, კულტურულ პრაქტიკასა და სემიოტიკას, ადგილობრივ ტრადიციებს და მიზნად ისახავს, აჩვენოს, როგორ შეიძლება ერმა უცხოური კულტურული ელემენტი საკუთარ იდენტობად აქციოს არა კოპირების, არამედ გადამუშავების გზით.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
აბრამიშვილი, შ. (1967), ალავერდის ახლად გახსნილი კედლის მხატვრობა; „ძეგლის მეგობარი”, X-XI;
გვარამიძე, ი. (1882), „დროების“ კორრესპონდენცია, გაზეთი „დროება, N217, თბ., 17 ოქტომბერი, 2-3;
დანელია, ვ. (2019), ქართული ჭიდაობის მსოფლმხედველობრივი და ეთიკურ-ესთეტიკური ასპექტები, საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო რეფერირებადი და რეცენზირებადი სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი „მოამბე“, XXXIV, ISSN 2233-3606, თბილისი, გვ. 47-52;
თოფჩიშვილი, რ. (2019), მამაკაცის საერთო კავკასიური სამოსის გენეზისის შესახებ (ქართული სამოსის ისტორიიდან: ჩოხა-ახალუხი), გელათის მეცნიერებათა აკადემია, თბილისი, შპს „მწიგნობარი";
კალანდია გ. (2020). ქსოვილი როგორც ხელოვნება (საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის ქსოვილისა და კოსტიუმის კოლექციის კატალოგი), კატალოგის შედგენა, გამოსაცემად მომზადება გიორგი კალანდია. თბილისი;
მთაწმინდელი, გ. (2011), იოანეს და ექვთიმეს ცხოვრება, ქართული მწერლობის საუნჯე, ტ. 2, თბილისი, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“;
ორბელიანი, ს.-ს. (1993). ლექსიკონი ქართული, II, ავტოგრაფული ნუსხების მიხედვით მოამზადა, გამოკვლევა და განმარტებათა ლექსიკის საძიებელი დაურთო ილია აბულაძემ, თბილისი, „მერანი"; გვ. 322;
ხუცესი, ი. მერჩულე, გ. (1985), შუშანიკის წამება, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება (სასკოლო გამოცემა, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს და გამოკვლევა დაურთეს ზურაბ სარჯველაძემ, კორნელი დანელიამ და ელგუჯა გიუნაშვილმა), თბილისი, გამომცემლობა „განათლება“;
Barthes, R. (1967) , Système de la Mode;


