მდინარე იორის ანთროპოგენური ფაქტორების გავლენით გამოწვეული ბიოგენური დაბინძურების შეფასება

მდინარე იორის ანთროპოგენური ფაქტორების გავლენით გამოწვეული ბიოგენური დაბინძურების შეფასება

ავტორები

  • ლალი კოპტონაშვილი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმი
  • თეა მჭედლური იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თელავი
  • ქეთევან დოლიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმი

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2025.11

საკვანძო სიტყვები:

ანთროპოგენური დაბინძურება, ბიოგენები, ნიტრატები, ნიტრიტები, სულფატები, ამონიუმის იონი

ანოტაცია

აღმოსავლეთ საქართველოს მდინარე იორის აუზი მდებარეობს კახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში. აქ კარგად არის განვითარებული სოფლის მეურნეობა და მრეწველობის სექტორი. ფუნქციონირებს სარეკრეაციო ობიექტები - ბალნეოლოგიური პროფილის კურორტი უჯარმა და კურორტი გომბორი. მდინარე იორი გამოიყენება  საირიგაციოდ. მისი წყლით ირწყვება ივრის ზეგანზე ფართობის 90 000 ჰა-ზე მეტი. მდინარე იორის აუზის შემადგენლობაში შედის თიანეთის მუნიციპალიტეტი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი და ნაწილობრივ სიღნაღის მუნიციპალიტეტი.

ჩვენ მიერ კვლევები ტარდებოდა მდინარე იორზე 2023-2024 წლებში სეზონურად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. აღნიშნული წერტილი შევარჩიეთ შემდეგი კრიტერიუმის მიხედვით: ის წარმოადგენს მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიას და მოიცავს ქალაქ საგარეჯოს და 44 სოფელს. მდინარე იორის აუზსა და მის ეკოსისტემაზე შეინიშნება ანთროპოგენური ზეწოლა.

ვინაიდან, ბიოგენური ელემენტების შემცველობის რაოდენობა კარგად ასახავს წყალსატევების საყოფაცხოვრებო - კომუნალური ჩამდინარე წყლებით და სოფლის მეურნეობაში ჭარბად გამოყენებული სასუქებით დაბინძურების ხარისხს, აქტუალურია მდინარე იორის წყალში მათი ცალკეული ფორმების NO2-, NO3-, NH4+, PO43- განსაზღვრა, რომლებიც წარმოადგენენ  ფეკალური დაბინძურების ინდიკატორებს.

ჩვენს მიერ სეზონურად ჩატარებული კვლევის შედეგებიდან ჩანს, რომ 2023-2024 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე, მდინარე იორის ეკოლოგიური მდგომარეობა, ჩვენს მიერ აღებულ წერტილში, არადამაკმაყოფილებელია. ანთროპოგენური ფაქტორების გავლენაზე მიუთითებს მდ. იორში დაფიქსირებული აზოტის შემცველი იონების კონცენტრაცია.  2023-2024 წლის ზაფხულის და შემოდგომის სეზონზე ამონიუმის იონის მაჩვენებელმა გადააჭარბა ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას. 2023 წელს მისი შემცველობა ზაფხულში დაფიქსირდა 0.552 მგ/ლ, შემოდგომით 0.693 მგ/ლ.  2024 წელს კი ამონიუმის შემცველობა ზაფხულში იყო 0.489 მგ/ლ, ხოლო შემოდგომის სეზონზე - 0.477 მგ/ლ. მდინარე იორის წყალში  დაფიქსირებული ამონიუმის მაღალი კონცენტრაცია, ჩვენი აზრით, გამოწვეულია სოფლის მეურნეობაში ჭარბად გამოყენებული აზოტიანი სასუქებით, ფერმებიდან ჩამორეცხილი ბიოგენური ელემენტებით, გაუწმენდავი  საყოფაცხოვრებო - კომუნალური ჩამდინარე წყლებით და მდინარის სანაპიროზე არსებული არალეგალური ნაგავსაყრელებით.

 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

Gigineishvili, 1987 – Gigineishvili G. (1987). Georgian Soviet Encyclopedia, T.

Mchedluri, T. (2009). Monitoring and bioindication of processes of microbe self clearing of open water bodies of Eastern Georgia. Tbilisi.Universal.

Mchedluri, T. (2012). Hydrobiology. Telavi.

Mchedluri, T. (2025). Hydrotoxicology.Telavi.

Supatashvili, 2000 – Supatashvili, G. (2000). Environmental Chemistry.’’ Tbilisi. Tsu.

KupatadZe, K ,,Monitoring of the chemical composition of Iori river. Periódico Tchê Química, 2020, Vol. 17, No. 35, 346-353 ref. 21 ref.

Government of Georgia (1997). Law of Georgia on Water. Consolidated version 30/06/2023.

Government of Georgia. (1996). Law of Georgia on Mineral resources. Consolidated version 16/012/2021.

UNECE Working Group on Monitoring and Evaluation. (2001). Guidelines for monitoring and assessment of transboundary rivers.

Supatashvili, G.D. (2003). Hydrochemistry of Georgia (fresh waters). Tbilisi.

National Environment Agency. (2024). Yearbook of surface water pollution in the territory of Georgia 2013-2023.

Fomin, G.S. (2000). Water. Control of chemical, bacterial and radiation safety according to international standards.

The Detail Estimation of Natural Resources of Alazani-Iori Water Collecting Basin (Pilot Project), Technical PaperIn: The Integrated Management of Natural Resourcesof Water Collecting Basins of Georgia, USAID14, 2013, pp. 22e27.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-10-08

როგორ უნდა ციტირება

კოპტონაშვილი ლ., მჭედლური თ., & დოლიძე ქ. (2025). მდინარე იორის ანთროპოგენური ფაქტორების გავლენით გამოწვეული ბიოგენური დაბინძურების შეფასება. "კულტურათაშორისი დიალოგები“ შრომები , 8, 90–96. https://doi.org/10.52340/idw.2025.11

გამოცემა

სექცია

აგრარული და ბიოლოგიური მეცნიერებები (ყველა)

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...