მყარი საზღვაო ნარჩენების სეზონური დინამიკა ბათუმის სანაპირო ზოლში

მყარი საზღვაო ნარჩენების სეზონური დინამიკა ბათუმის სანაპირო ზოლში

ავტორები

  • გუგული დუმბაძე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმი
  • მარინა შაინიძე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმი
  • იზოლდა მაჭუტაძე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმი

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2025.06

საკვანძო სიტყვები:

საზღვაო ნარჩენები, პლასტმასა, შავი ზღვა, სეზონური დინამიკა, სანაპირო დაბინძურება

ანოტაცია

საზღვაო ნარჩენების რაოდენობის ზრდა დღეს წარმოადგენს სერიოზულ გლობალურ ეკოლოგიურ გამოწვევას, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სანაპირო და საზღვაო ეკოსისტემებზე. ამ კვლევის მიზანი იყო ბათუმის სანაპირო ზოლის მონაკვეთში საზღვაო ნარჩენების რაოდენობრივი და მორფოლოგიური შედგენილობის განსაზღვრა, მათი კლასიფიკაცია და წარმოშობის წყაროების იდენტიფიცირება. კვლევა განხორციელდა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის საფუძველზე, რომელიც ეძღვნება პლაჟებზე მაკრონარჩენების (>5 სმ) მონიტორინგს (Methodology, 2016). კვლევის არეალი მოიცავდა კოორდინატების 41°31'24.3"N – 41°32'47.8"E-დან 41°39'25.7"N – 41°38'33.8"E-მდე ფარგლებში მდებარე ბათუმის პლაჟს.

შედეგებმა აჩვენა, რომ ნარჩენების ძირითადი ტიპებია: პლასტმასი, მერქანი, მეტალი, ტექსტილი, რეზინი და ორგანული მასალა, სადაც პლასტმასა დომინანტური იყო და შეადგენდა ნარჩენების საერთო რაოდენობის 40.6%-ს. დანარჩენი ტიპების წილი მნიშვნელოვნად იცვლება სეზონურად. ძირითადი დაბინძურების წყაროებად გამოვლინდა ურბანული ჩამონადენი, მდინარეების დაბინძურება, ტურისტული აქტივობები და სატრანზიტო მოძრაობა.

კვლევა ხაზს უსვამს საზღვაო ნარჩენების მნიშვნელოვან ზემოქმედებას როგორც ეკოლოგიურ, ისე სოციალურ-ეკონომიკურ ასპექტებზე, განსაკუთრებით ტურიზმისა და თევზჭერის სფეროში.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

Galgani, F., Hanke, G., & Maes, T. (2015). Global distribution, composition and abundance of marine litter. In M. Bergmann, L. Gutow, & M. Klages (Eds.), Marine Anthropogenic Litter (pp. 29–56). Springer. https://doi.org/10.1007/978-3-319-16510-3_2

Shainidze M., Dumbadze G.. Terrestrial sources of pollution of the Black Sea on the example of the small rivers of Adjara - Mejiniskali and Bartskhana. Proceedings of the Student’s Csientific-practical conference - "SCIENTISTS OF THE FUTURE", ATSU, IMERETI AGROECOLOGICAL ASSOCIATION. ISBN 978-9941-495-94-6, Kutaisi-2023. 285-290 pages.

Simeonova, A., Chuturkova, R., & Yaneva, D. (2017). Marine litter accumulation along the Bulgarian Black Sea coast. Marine Pollution Bulletin, 119(1), 110–118. https://doi.org/10.1016/j.marpolbul.2017.03.042

Stanev, E. V., & Ricker, M. (2019). The physics of the Black Sea: A review of the current state of knowledge and perspectives. Regional Studies in Marine Science, 32, 100832. https://doi.org/10.1016/j.rsma.2019.100832

Terzi, Y., & Seyhan, K. (2017). Assessment of beach litter along the southeastern Black Sea: A case study from Trabzon, Turkey. Turkish Journal of Fisheries and Aquatic Sciences, 17(5), 1027–1035. https://doi.org/10.4194/1303-2712-v17_5_13

Topçu, E. N., Tonay, A. M., Dede, A., Öztürk, A. A., & Öztürk, B. (2013). Origin and abundance of marine litter along sandy beaches of the Turkish Western Black Sea Coast. Marine Environmental Research, 85, 21–28. https://doi.org/10.1016/j.marenvres.2012.12.006

UNEP. (2016). Marine plastic debris and microplastics: Global lessons and research to inspire action and guide policy change. Nairobi: United Nations Environment Programme. https://www.unep.org/resources/report/marine-plastic-debris-and-microplastics-global-lessons-and-research-inspire-action

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-10-08

როგორ უნდა ციტირება

დუმბაძე გ., შაინიძე მ., & მაჭუტაძე ი. (2025). მყარი საზღვაო ნარჩენების სეზონური დინამიკა ბათუმის სანაპირო ზოლში. "კულტურათაშორისი დიალოგები“ შრომები , 8, 58–63. https://doi.org/10.52340/idw.2025.06

გამოცემა

სექცია

აგრარული და ბიოლოგიური მეცნიერებები (ყველა)

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...