საშინაო დავალების მოცულობა მათემატიკაში და მისი გავლენა აკადემიურ მოსწრებაზე

საშინაო დავალების მოცულობა მათემატიკაში და მისი გავლენა აკადემიურ მოსწრებაზე

ავტორები

  • თამარ ფიროსმანაშვილი თბილისის N89 საჯარო სკოლა, თბილისი
  • მიმოზა ტყებუჩავა თბილისის N89 საჯარო სკოლა, თბილისი

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2023.103

საკვანძო სიტყვები:

დავალება, მოცულობა, ეფექტიანობა, მოსწრება, სიმცირე

ანოტაცია

მოსწავლეთათვის მათემატიკაში საშინაო დავალების მიცემა როგორც სირთულეებთან, ასევე სარგებელთანაცაა  დაკავშირებული. ჩატარებულმა  კვლევებმა და ჩვენმა სასკოლო პრაქტიკამ ცხადად გამოავლინა, რომ დიდი მოცულობის დავალება უარყოფით გავლენას ახდენს მოსწავლის მოტივაციაზე, ინტერესსა და აკადემიურ მოსწრებაზე. აქედან გამომდინარე, განვახორციელეთ  კვლევა საშინაო დავალებების მოცულობის სიმცირესა და მის ეფექტურობაზე. ჩვენი რესპონდენტები იყვნენ სსიპ - ქალაქ თბილისის N89 საჯარო სკოლის VII-X კლასის მოსწავლეები. ჩატარებული კვლევის მიზანი იყო მოსწავლეთა დაბალი აკადემიური შედეგების გამომწვევი მიზეზების დადგენა, შესაბამისი ინტერვენციების განხორციელება და მიღწეული შედეგების შეფასება. გავეცანით საერთაშორისო კვლევებსა და გამოცდილებას, რაც დაგვახმარა ინტერვენციების შერჩევასა და დაგეგმვაში. კვლევის ფარგლებში ჩატარდა ფოკუსირებული დაკვირვება, რომლის მიზანი იყო გამოეკვლია, მოქმედებდა თუ არა მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე საშინაო დავალებების შესრულება. გაანალიზდა კვლევის დაწყებამდე შემაჯამებელი სამუშაოები, რომლის მიზანიც იყო მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების დადგენა. აგრეთვე, მოხდა მშობელთა ანკეტირება მათი შვილების სასწავლო პროცესში ჩართულობის დადგენის მიზნით. პრაქტიკული კვლევის საფუძველზე, დადგინდა, რომ დავალების მცირე მოცულობა დადებითი გავლენა იქონია  მათ აკადემიურ მოსწრებაზე, მოსწავლეებს   მოეხსნათ სტრესი, რაც ბევრი დავალებებით იყო გამოწვეული და საგანი მათთვის უფრო საინტერესო გახდა. ასევე რჩებათ მეტი თავისუფალი დრო, რასაც წინა მასალის გამეორებას ახმარენ, რაც მათი აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ჩვენს მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციები სასარგებლო იქნება  ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის სხვა პედაგოგებისთვისაც. წარმოგიდგენთ ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს, რომელიც  სასარგებლოა  ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის სხვა პედაგოგებისთვისაც.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

კუტალაძე, ი. (2012). საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევები საქართველოში. საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაცია.

ლომიძე, ნ. (2015, თებერვალი 4). საშინაო დავალება დასჯა არ არის(რეკომენდაციები მშობლებსა და მასწავლებლებს). Retrieved from mastsavlebeli.ge: http://mastsavlebeli.ge/?p=1779

მასწავლებლის სახლი. (n.d.). Retrieved from (http://mastsavlebeli.ge/?p=1779)

ნეფარიძე, თ. (2014, ივნისი 20). საშინაო დავალების გავლენა სწავლის ეფექტიანობაზე. Retrieved from mastsavlebeli.ge: http://mastsavlebeli.ge/?p=1986

რომელ კლასში რამდენ საათს უნდა უთმობდეს მოსწავლე მეცადინეობას. (2013, მარტი 9). Retrieved from rcs.ge: (http://rcs.ge/?p=288#sthash.Z2ShdEXC.dpuf)

სწავლებისა და სწავლის ახალი მიდგომები. (2004). თბილისი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-10-01

მსგავსი სტატიები

1 2 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...