ქართული წერა-კითხვის სწავლებასთან დაკავშირებული ზოგიერთი სირთულე
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2023.98საკვანძო სიტყვები:
წერა-კითხვის სწავლების მეთოდები, მარცვლებით სწავლება, ფონოლოგიური უნარ-ჩვევები, მეთოდთა კოპირება, კითხვის უნარიანოტაცია
მთავარი სირთულე, რომელიც ჩვეულებრივ იჩენს ხოლმე თავს ე.წ. დაღმავალ-აღმავალი (ანალიზურ-სინთეზური) მეთოდით სწავლებისას, შემდეგია: მოსწავლე ახერხებს შესასწავლი ასოს იდენტიფიცირებას სიტყვაში, მაგრამ უჭირს შერწყმით, გაბმულად ასოების კითხვა, წაკითხული ასოების გამთლიანება სიტყვებად. ბავშვი ცნობს სიტყვაში თითოეულ ასოს, წარმოთქვამს მის შესაბამის ბგერას, მაგრამ ვერ ამთლიანებას მათ, რაც ხელს უშლის წაკითხული მასალის გააზრებას. სწორედ ამ სირთულის თავიდან ასაცილებლად გამოიყენება მარცვლებით კითხვა. სიტყვის მარცვლებად დაყოფის დაუფლება ნიშნავს იმის შეგნებას, რომ სიტყვა შედგება მცირე ნაწილებისაგან. მარცვლის დახმარებით მოსწავლე ახდენს პირველ ორიენტაციას სიტყვაში.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ეროვნული სასწავლო გეგმა, დაწყებითი კლასები, 2018
ი. ზედგინიძე, ახალი ქართული ანბანი, თბილისი, წიგნის გამ-ბა ალ. არაბიძისა და ამხანაგობისა, 1919 წ
ი.ზედგინიძე, წერა-კითხვის სწავლება მთლიანი სახმო ელემენტის გამოყენებით, „მასწავლებლის თანამგზავრი“, 1928 წ
პლ. იოსელიანი, ანბანი სასარგებლოდ ქართველთა ახალმოსწავლეთა ყრმათა“ მეექვსე გამოცემა,1849 წ
ი. კერესელიძე, ანბანი ახალ-მოჰსწავლეთა ყრმათათვის, ტფილისი, ნამესტნიკის კანცელარიის გამოცემა, 1856 წ
ნ. კუპრავა, დ. ნაზირიშვილი, მ. ფოფხაძე, მ. ხაზიური, „დედაენა“, გამომცემლობა დიოგენე, თბ. 2009
ვ. რამიშვილი, ქართული ენის სწავლების მეთოდიკის საფუძვლები, თბ. 1987 წ
ვ. რამიშვილი, დედაენა, გამომცემლობა „განათლება“, 1990 წ
სასწავლო მეთოდური რესურსების კრებული „კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე“, Georgian Primary Education Projeqt ( G-PRIED), Tb. 2015 წ
ა. ხოჯავა, ზ. მოსიავა, საანბანო წიგნის შედგენის პრინციპები 1955 წ
Reading Acquisition, Developmental Dyslexia and Skilled Reading Across Languages: A Psycholinguistic Grain Size Theory Johannes C. Ziegler, Centre National de la Recherche´ Scientifique and Universite´ de Provence, Usha Goswami, University of Cambridge, Psychological Bulletin 2005, Vol. 131, No. 1, 3–29, Copyright 2005 by the American Psychological Association , 0033-2909/05/$12.00 DOI: 10.1037/0033-2909.131.1.3